Homeუცხოეთიმადუროს შემდეგ: ვენესუელის წიაღისეულის სექტორი უცხოელი ინვესტორების მოლოდინშია

მადუროს შემდეგ: ვენესუელის წიაღისეულის სექტორი უცხოელი ინვესტორების მოლოდინშია

Published on

spot_img

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ სამთო-მოპოვებითი სექტორის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანი დარგში კერძო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადმა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის მიმართ ეკონომიკური შეზღუდვები შეამსუბუქა.

მიღებული დოკუმენტი აუქმებს 1999 და 2015 წლების რეგულაციებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს ოქროსა და სხვა სტრატეგიული მინერალების მოპოვების უფლებას აძლევს. კანონის თანახმად, ლიცენზიები მაქსიმუმ 30 წლის ვადით გაიცემა, თუმცა, მათი გაგრძელება ათწლიანი ინტერვალებით ორჯერ იქნება შესაძლებელი. მიუხედავად ლიბერალიზაციისა, წიაღისეულის საბადოები სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, ხოლო ოქროს რეალიზაციის პროცესს ქვეყნის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს. დოკუმენტი ასევე ადგენს როიალტის გადასახადს მთლიანი წარმოების ღირებულების 13%-მდე ოდენობით და დამატებით 6%-იან ბაჟს პირველადი მოპოვებითი საქმიანობისთვის.

ვაშინგტონმა საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად შეაფასა. აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, დაგ ბერგუმმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ინვესტორებს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ადმინისტრაციის მიერ მართვის სადავეების გადაბარების შემდეგ, ვენესუელას ენერგეტიკული სექტორით დაინტერესებული 120-მდე პოტენციური ინვესტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობაც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა. ვენესუელაში პოლიტიკური ვითარება მიმდინარე წლის იანვარში რადიკალურად შეიცვალა, როდესაც სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. ამ მოვლენის შემდეგ ქვეყნის მართვა დელსი როდრიგესმა გადაიბარა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის მიზნით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.