Homeააფ-მედიასაგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: მარტი-2026

საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: მარტი-2026

Published on

spot_img

ახალი რეგულაციები შრომითი მიგრაციის სფეროში: რა უნდა იცოდნენ დამსაქმებლებმა და უცხოელმა დასაქმებულებმა


_ 2026 წლის 1 მარტიდან ქვეყანაში შრომითი მიგრაციის ახალი წესები ამოქმედდა _ 20.02.2026 ში მიღებული მთავრობის #70 დადგენილება `შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ~.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ დამსაქმებლებზე, ისე იმ უცხოელებზე, რომელთაც საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება სურთ.


ვინ საჭიროებს შრომითი საქმიანობის უფლებას?

ახალი წესი ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და მიზნად ისახავენ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობას (მათ შორის დისტანციურად) ან თვითდასაქმებას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ უფლების მოპოვება სავალდებულოა საქმიანობის დაწყებამდე.


თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. წესი არ ეხება ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, დი პლომატებს, აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.


პროცედურები დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებულებისთვისშრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროცესი განსხვავებულია სტატუსის მიხედვით:

შრომითი იმიგრანტებისთვის: დამსაქმებელი ვალდებულია, ჯერ ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით განათავსოს პორტალზე www.worknet.moh.gov.ge. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ვერ შესთავაზებს შესაბამის ადგილობრივ კანდიდატს, დამსაქმებელს ეძლევა უფლება, მიმართოს სააგენტოს უცხოელის დასაქმების მოთხოვნით.

  • თვითდასაქმებული უცხოელებისთვის: მათ განცხადება უშუალოდ უნდა წარადგინონ ელექტრონული სისტემის საშუალებით და სავალდებულოა გაიარონ ვიდეოგასაუბრება სააგენტოსთან.
    ვადები და საფასური
    მომსახურება ფასიანია და მისი ღირებულება დამოკიდებულია განხილვის ვადებზე:
  • სტანდარტული წესით (30 კალენდარული დღე): 200 ლარი.
  • დაჩქარებული წესით (10 სამუშაო დღე): 400 ლარი.
    პირველ ეტაპზე შრომითი საქმიანობის უფლება, როგორც წესი, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით გაიცემა. განსაკუთრებული პირობები მოქმედებს Iთ სფეროში დასაქმებულებისთვის, რომელთაც უფლება შესაძლოა 3 წლამდე ვადით მიენიჭოთ.
    შეზღუდვები და კვოტები
    სახელმწიფო აწესებს მკაცრ კონტროლს გარკვეულ სფეროებზე. მაგალითად, საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტულ გიდებზე წლიური კვოტა განსაზღვრულია როგორც „0~, რაც ამ სფეროებში ახალი ნებართვების გაცემას ფაქტობრივად გამორიცხავს. გამონაკლისია სამთო და სათხილამურო გამყოლები, სადაც კვოტა 200-ს შეადგენს.
    მონიტორინგი და სანქციები
    სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი. თუ აღმოჩნდება, რომ პირი არ მუშაობს იმ პოზიციაზე, რაზეც უფლება გაიცა, ნებართვა შეიძლება გაუქმდეს. დარღვევებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს შრომის ინსპექციის სამსახური ან შინაგან საქმეთა სამინისტრო.
    შეღავათები მაღალკვალიფიციური კადრებისა და სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიებისთვის
    ვაკანსიის Worknet-ზე განთავსებისა და ადგილობრივი კადრის ძიების ვალდებულება (10-დღიანი პროცედურა) არ ეხებათ საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტებს
    ასევე, ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხოელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 15,000 ლარზე მეტია (დარიცხული) და პოზიცია უმაღლეს განათლებას მოითხოვს.
    კავშირი ვიზასთან და ბინადრობის ნებართვასთან : მნიშვნელოვანია იმ ვადების ხაზგასმა, რაც უფლების მოპოვების შემდეგ დგება. კერძოდ, უფლების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში პირმა უნდა მიმართოს საკონსულოს D1 კატეგორიის ვიზისთვის (თუ ქვეყნის გარეთაა), ხოლო საქართველოში ყოფნის შემთხვევაში – 10 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბინადრობის ნებართვისთვის.
    პირველი 5 წლის განმავლობაში უფლება ყოველწლიურად გრძელდება, თუმცა ამ პერიოდის უწყვეტად გავლის შემდეგ, ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება 5 წლამდე პერიოდით გახანგრძლივდეს.
    თვითდასაქმებულმა უცხოელმა უნდა წარადგინოს წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ახალი საქმიანობის შემთხვევაში, დეტალური ბიზნესგეგმა ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტთან ერთად.
    გასათვალისწინებელია, რომ თუ თვითდასაქმებული უცხოელი საქართველოს საზღვრებს ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნით დატოვებს, მას შრომითი საქმიანობის უფლება უწყდება.
    იმ შემთხვევაში, თუ პირს უარი ეთქვა უფლების გაცემაზე ან გაუუქმდა ის, მას განმეორებითი განაცხადის წარდგენა მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეუძლია.
    გარდამავალი პერიოდი
    იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობდნენ საქართველოში 2026 წლის 1 მარტისთვის, აღსრულების მექანიზმები 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. აქტიური რეგისტრაციის მქონე იმიგრანტებმა კი უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვება 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ.
    ცვლილება „ვაზისა და ღვინის შესახებ~ კანონში
    _ პარლამენტის მიერ 24.03.2026-ში მიღებული #1399-Vმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა „ვაზისა და ღვინის შესახებ~ კანონში.
    ამ კანონით განისაზღვრა და დაკორექტირდა რამდენიმე ტერმინი:
    _ თანხმობა ვენახის გაშენებაზე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს აძლევს სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას.
    _ სამომხმარებლო ტარა _ ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებლად.
    _ ეტიკეტი – საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული.
    კანონის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ვენახის გაშენებაზე თანხმობის საფუძველზე. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიში. სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს დაამტკიცებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც აქვს ვალდებულება 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ~.
    ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.
    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი
    _ აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ 30.03.2026-ში მიღებული #004 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.
    მოცემული წესი ადგენს პროცედურებს იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში პერსონალურ მონაცემებს უცხოეთიდან ამუშავებენ (საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სპეციალური წარმომადგენლის სამსახურის მიერ რეგისტრაციის პროცედურასა და სპეციალური წარმომადგენლის სარეგისტრაციო განაცხადის თანდართულ ფორმას).
    ვალდებულება ეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ ან უფლებამოსილ პირებს, რომლებიც მონაცემთა დამუშავებისას იყენებენ საქართველოში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს. სპეციალური წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს მონაცემთა დამუშავების დაწყებამდე.
    აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დაფუძნებულნი არიან:
  • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
  • ევროკავშირის მიერ აღიარებულ მონაცემთა ადეკვატური დაცვის მქონე სახელმწიფოებში.
    რეგისტრაციის პროცედურა და ენა
    რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოება ხდება სახელმწიფო ენაზე. თუ დოკუმენტაცია არასახელმწიფო ენაზეა შედგენილი, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად.
    აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია
    სარეგისტრაციო განაცხადში უნდა მიეთითოს მონაცემები როგორც განმცხადებლის, ისე სპეციალური წარმომადგენლის შესახებ, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია და იურიდიული მისამართები. ასევე, მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ ტექნიკური საშუალების დასახელებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის.
    განაცხადს უნდა დაერთოს:
  • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაცემული არაუმეტეს 1 თვის წინ);
  • უფლებამოსილების დამადასტურებელი წესდება ან სხვა დოკუმენტი;
  • წერილობითი შეთანხმება სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;
  • ჯარიმის გადახდის ქვითარი, თუ პირი დაჯარიმებული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის შესაბამისად.
    ვადები და გადაწყვეტილების მიღება
    სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაცხადს შეამოწმებს 10 სამუშაო დღის ვადაში. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა არაუმეტეს 5 სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად.
    საბოლოო გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს გენერალური აუდიტორი ბრძანების სახით. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბრძანება უნდა იყოს დასაბუთებული და მისი გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
    რეგისტრაციის შეწყვეტა
    სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაცია შეიძლება შეწყდეს რამდენიმე საფუძვლით, მათ შორის:
  • განმცხადებლის მოთხოვნით;
  • შეთანხმების შეწყვეტის ან ბათილობისას;
  • ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
  • საქართველოში მონაცემთა დამუშავების შეწყვეტისას.
    ცვლილებების ან შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ განმცხადებელი ვალდებულია სამსახურს აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა.
    ფინანსთა მინისტრის ბრძანებები
    _ ფინანსთა მინისტრის მიერ 13.03.2026-ში მიღებული #74 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე~ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში და მისი მოქმედება ვრცელდება 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
    შედეგად, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ~ ინსტრუქციის (დანართი #8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ13~ ქვეპუნქტს დაემატა „ჰ14~ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ოქროს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ1~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ~ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
    „დეკლარირების კლასიფიკატორის~ (დანართი №19) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი~) „659~ კოდის გრაფის შემდეგ დაემატა „660~ კოდის გრაფა.
    მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი~) „602~ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „604~ კოდის გრაფა.
    _ ფინანსთა მინისტრის 19.03.2026-ის #80 ბრძანებით, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (Nჩთშ)~ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ~ ინსტრუქციის (დანართი #20) პირველი მუხლის 13 პუნქტს დაემატა 14 პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 7 აპრილამდე „სატრანზიტო სისტემაში (Nჩთშ)~ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული საქონლის გამომგზავნი და საბოლოო დანიშნულება ერთი და იგივე მესამე ქვეყანაა და ასეთი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ჩთჩ-ის წევრ ქვეყანაში გაიტანება.
    ბრძანება ვრცელდება 2026 წლის 7 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
    საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები

  • საბანკო სექტორის სიახლე – ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვისა და მონიტორინგის ახალი სტანდარტები
    _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 23.03.2026 ში მიღებული #67/04 ბრძანებით დამტკიცდა ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესი.
    ეს მნიშვნელოვანი რეგულაცია მიზნად ისახავს საგადახდო სისტემებში ინოვაციური მიდგომების მოწესრიგებას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
    რა არის ჭკვიანი მარშრუტიზაცია?
    ჭკვიანი მარშრუტიზაცია არის საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციისთვის ყველაზე ოპტიმალური და ნაკლებად ხარჯიანი არხის დინამიკური შერჩევის მეთოდი. შერჩევის პროცესი ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა:
  • გადახდის ოპერაციის ღირებულება (საკომისიოები და სხვა ხარჯები);
  • დამუშავების სიჩქარე და ქსელის ხელმისაწვდომობა;
  • მომხმარებლის ან სავაჭრო ობიექტის პრიორიტეტები.
    ვის ეხება ახალი რეგულაცია?
    ეს წესი სავალდებულოა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის, ექვაირერებისთვის, სუბექვაირერებისთვის და სისტემის ოპერატორებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვაში ან ტექნიკურ მხარდაჭერაში. სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საჭირო ტექნიკური ინტერფეისების ხელმისაწვდომობა და ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
    ძირითადი მოთხოვნები და პრინციპები
    ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურობას, გამჭვირვალობასა და არადისკრიმინაციულობას. წესის თანახმად:
  1. არ უნდა მოხდეს კონკრეტული საგადახდო სისტემის არამართლზომიერი პრიორიტეტიზაცია.
  2. მომხმარებლის არჩევანი: სისტემამ არ უნდა შეზღუდოს მომხმარებლის უფლება, თავად აირჩიოს სასურველი გადახდის მეთოდი.
  3. ინფორმირებულობა: მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერაცია ჭკვიანი მარშრუტიზაციით შესრულდა.
  4. უსაფრთხოება: პროვაიდერებმა უნდა წარადგინონ სათადარიგო (ფალლბაცკ) და აღდგენითი (ბაცკუპ) სცენარები სისტემური შეფერხებების შემთხვევებისთვის.
    ზედამხედველობა და ვადები
    საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს წარდგენილი კონცეფციებისა და ტექნიკური გადაწყვეტების დეტალურ განხილვას. ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ცვლილებები პროგრამულ გადაწყვეტებში ან განსაზღვროს დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები.
    წესით განსაზღვრულია კონკრეტული ვადები:
  • 2026 წლის 1 აპრილამდე პროვაიდერებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ ჭკვიანი მარშრუტიზაციის კონცეფციური ხედვა და ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • ეროვნული ბანკის მიერ ერთიანი სტანდარტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მისი სრული დანერგვა.
    დანერგვის შემდეგ პროვაიდერები ვალდებულნი არიან აწარმოონ უწყვეტი მონიტორინგი, რაც მოიცავს მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს, ტექნიკური შეფერხებების აღრიცხვას და მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკას. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება რისკების მართვისა და სისტემის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
    სიახლეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე – ახალი რეგულაცია და დაშვების პროცედურები
    _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 10.03.2026 ში მიღებული #53/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესში~.
    აღნიშნული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონმდებლობას ეფუძნება, აწესრიგებს აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების პროცესს.
    წესის მე-6 მუხლს დაემატა 61 მუხლი _ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ბანკი ვალდებულია, გადაწყვეტილება თანხმობის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ მიიღოს შესაბამისი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ ამ ვადაში ბანკი პასუხს არ გასცემს, ფასიანი ქაღალდი ორგანიზებულ ბაზარზე დაშვებულად ჩაითვლება.
    საჭირო დოკუმენტაცია და წარდგენის ფორმა ორგანიზებულმა ბაზარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ემიტენტის განცხადებისა და მასზე თანდართული სრული დოკუმენტაციის ასლი.
  • საფონდო ბირჟის სალისტინგო სეგმენტის შემთხვევაში _ ლისტინგის სამსახურის დასკვნის ასლი;
  • აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი.
    ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური (დოკუმენტური), ისე ელექტრონული ფორმით.
    ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, განხილვის პროცესში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, სანამ მოთხოვნილი მასალები არ იქნება წარდგენილი, განცხადების განხილვის 10-დღიანი ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა.
    ეს ცვლილება მიზნად ისახავს ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცესის მეტ გამჭვირვალობასა და ზედამხედველობის გაძლიერებას ფინანსურ ბაზრებზე.
    ტექნიკური რეგლამენტი − ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ
    _ საქართველოს მთავრობის მიერ 31.03.2026-ში მიღებული #128 დადგენილებით დამტკიცდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი − ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ.
    რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ყავის, მისი პროდუქტებისა და სუროგატების მიმართ. რეგულაცია მიზნად ისახავს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ერთიანი პრინცი პების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. დადგენილება ძალაში შედის 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო ბაზარზე უკვე განთავსებული პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ახალ სტანდარტებს, დასაშვებია 2027 წლის 1 სექტემბრამდე.
    რეგულირების სფერო და ძირითადი სახეობები რეგლამენტი ვრცელდება ყავის ძირითად კომერციულ სახეობებზე: არაბიკა (ჩოფფეა არაბიცა) და რობუსტა (ჩოფფეა ცანეპჰორა), ასევე ლიბერიკაზე, ექსცელსასა და არაბუსტაზე. დოკუმენტი დეტალურად განმარტავს ყავის სხვადასხვა ნაირსახეობას (მაგალითად: ბურბონი, ტიპიკა, მუნდო ნოვო, კატურა და სხვა) და მათი დამუშავების მეთოდებს.
    ხარისხობრივი მაჩვენებლები მწვანე (ნედლი) ყავისთვის
    ბაზარზე განთავსებული მწვანე ყავა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
  • სინესტის მასური წილი: არაუმეტეს 13,5% (უკოფეინო ყავისთვის – 12%).
  • მინარევები: უცხო მინარევების (ქვა, ტოტები და ა.შ.) შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2,0%-ს.
  • დეფექტური მარცვლები: საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8,0%-ს (გარდა რობუსტასი და გაურეცხავი არაბიკასი, სადაც დასაშვებია 12%).
  • კოფეინი: არანაკლებ 0,8% (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით).
    მოთხოვნები მოხალული ყავის მიმართ
    მოხალული ყავისთვის დადგენილია შემდეგი სტანდარტები:
  • სინესტის მასური წილი – არაუმეტეს 5%.
  • საერთო ნაცრიანობა – არაუმეტეს 6%.
  • დანახშირებული მარცვლების რაოდენობა – არაუმეტეს 2%.
  • პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს სახამებელს.
  • ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობა – არანაკლებ 22% (უკოფეინოსთვის – 20%).
    უკოფეინო პროდუქცია და ექსტრაქტები
    პროდუქტს შეიძლება ეწოდოს „უკოფეინო~ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში კოფეინის შემცველობა არ აღემატება 0,1%-ს (ხსნადი ყავის ექსტრაქტების შემთხვევაში – 0,3%). ყავის ექსტრაქტების დამზადებისას დაუშვებელია მჟავური ან ტუტე ჰიდროლიზის გამოყენება – ექსტრაქციისთვის მხოლოდ წყალი უნდა იქნეს გამოყენებული.
    ყავის სუროგატები და ნარევები
    ყავის სუროგატების (ჩამნაცვლებლების) წარმოებისთვის გამოიყენება ქერი, ჭვავი, ვარდკაჭაჭა, ლეღვი და სხვა სახამებლით მდიდარი მცენარეები. რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს ნარევების დასახელების წესს:
  • თუ ნარევში ყავა 50%-ზე მეტია, ეწოდება „ყავა [სუროგატის დასახელება]-ით~.
  • თუ ყავა 50% ან ნაკლებია, ეწოდება „[სუროგატის დასახელება] ყავით~.
    რაც შეეხება ეტიკეტირებას და კონტროლს, ბაზარზე განთავსებულ პროდუქციას თან უნდა ახლდეს დეტალური ინფორმაცია: დასახელება, წარმოშობის ქვეყანა, პარტიის ნომერი, წონა და ბოტანიკური სახეობა. ბიზნეს-ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან ჰიგიენური მოთხოვნები, ხოლო რეგლამენტის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
    იხილეთ ასევე:
    – 12.03.2026-ის ფინანსთა მინისტრის #72 ბრძანება, საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ.
    – 13.03.2026-ის მთავრობის #109 დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ~ 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე~, სადაც მე-5 მუხლის თანახმად, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურები არ გავრცელდება იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის შუამდგომლობით იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და დასაბუთებული აუცილებლობა.
    – 12.03.2026-ის მთავრობის #103 დადგენილება, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნეს-ოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2018 წლის 28 ივნისის #345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
    – 12.03.2026-ის მთავრობის #106 დადგენილება, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ (გადავადდა 4 წლით).

  • მარიამ აფრასიძე

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.