Homeკითხვა-პასუხიროგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის...

როგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ?

Published on

spot_img

კითხვა: როგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ?

პასუხი: როგორც აღნიშნულია სსკ 202-ე მუხლის მე-6 ნაწილში:

„6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან…

დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს“.

ზემოაღნიშნული „ა“ პუნქტიდან გამომდინარე, თუ ფიზიკური პირი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და დარეგისტრებულია ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად, მაგრამ არ აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, მაშინ ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით მის მიერ წლიურ შემოსავლებში გასათვალისწინებელია ის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც მას გამოუვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედეგად.

თუ მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს, ამასთან ეს რეჟიმი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნაწილში აქვს მიღებული, მაშინ ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით მის მიერ წლიურ შემოსავლებში გასათვალისწინებელი იქნება იმ დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ მეოთხედი, რომელიც მან მიიღო ამ საქმიანობიდან.

თუ სოფლის მეურნეობის მიმდევარი ფიზიკური პირი არ არის დარეგისტრებული ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად, მაშინ მან, თუ მთლიანი შემოსავლის გათვალისწინება არ სურს, უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვა, დასაბეგრი შემოსავლის დადგენის მიზნით (ქონების გადასახადით დაბეგვრაში გათვალისწინების გამო. ამ შემთხვევაში, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მისი ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის საკითხი, თუმცა ეს არ იმოქმედებს ქონების გადასახადზე). თუ ის ამას ვერ ახერხებს ან არ აკეთებს, მაშინ მან ყურძნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად უნდა ჩართოს თავის წლიურ შემოსავლებში, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით. ეს გამომდინარეობს ზემოაღნიშნული 6-„ბ“ პუნქტიდან.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...