Homeკითხვა-პასუხიმოვახდინეთ შენობის გადაფასება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ღირებულება. წინა წლებში ვარიცხავდით...

მოვახდინეთ შენობის გადაფასება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ღირებულება. წინა წლებში ვარიცხავდით ცვეთას, ნარჩენი ღირებულების 5%-ს. ამ წლიდან გვინდა გადავიდეთ ცვეთის დარიცხვის წრფივ მეთოდზე. არის თუ არა რამე შეზღუდვა ამ გადასვლასთან დაკავშირებით?

Published on

spot_img

კითხვა: მოვახდინეთ შენობის გადაფასება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ღირებულება. წინა წლებში ვარიცხავდით ცვეთას, ნარჩენი ღირებულების 5%-ს. ამ წლიდან გვინდა გადავიდეთ ცვეთის დარიცხვის წრფივ მეთოდზე. არის თუ არა რამე შეზღუდვა ამ გადასვლასთან დაკავშირებით?

 მაგალითად, ვთქვათ შენობის ნარჩენი ღირებულება (პირვანდელ ღირებულებას მინუს ცვეთა) არის 1 500 000 ლარი, სასარგებლო მომსახურების ვადა – 40 წელი. ამ წლების გასვლის შემდეგ მისი ღირებულება იქნება 500 000 ლარი. ცვეთა იქნება 25 000 ლარი ყოველწლიურად – 40 წლის განმავლობაში:

(1 500 000-500 000):40=25 000 ლარი.

რამდენად სწორია ჩვენი მოქმედებები?

პასუხი: ბასს 8 „სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომების“ მე 14 მუხლის თანახმად, „საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ცვლილება:

ა) მოითხოვება სტანდარტის მიერ; ან

ბ) უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშგებაში უფრო საიმედო და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციების, სხვა მოვლენების ან პირობების გავლენის შესახებ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, სამეურნეო საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებზე“.

 ანალოგიურ დებულებას შეიცავს ასევე მსს ფასს-ის მე-10 განყოფილება „სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები“, კერძოდ კი მისი 10.8 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  თუ ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენება უფრო შესაბამისია თქვენი ფინანსური ანგარიშგების საიმედოდ და შესაბამისად წარდგენისათვის, მაშინ შესაძლებელია სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების შედეგები აისახება საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში რეტროსპექტულად, ანუ ხდება გასული წლების ფინანსური მონაცემების გადაანგარიშება (იმ პერიოდიდან დაწყებული, როცა ეს პრაქტიკულად შესაძლებელია).

თუმცა, ძირითადი საშუალებების სასარგებლო სამსახურის ვადის განსაზღვრა და ცვეთის დარიცხვის მეთოდი უმეტეს შემთხვევაში განიხილება არა როგორც სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილება, არამედ როგორც სააღრიცხვო შეფასება. მსს ფასს-ის 10.15 მუხლში აღნიშნულია:

„10.15. სააღრიცხვო შეფასების ცვლილება არის აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების, ან აქტივის პერიოდული გამოყენების თანხის კორექტირება, რომელიც გამომდინარეობს აქტივებისა და ვალდებულებების მიმდინარე სტატუსის შეფასებიდან, ან აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული მომავალი ეკონომიკური სარგებლისა და ვალდებულებების შეფასებიდან. სააღრიცხვო შეფასებების ცვლილებას იწვევს ახალი ინფორმაცია ან ახალი მოვლენები და, შესაბამისად, ეს არ წარმოადგენს შეცდომების გასწორებას. იმ შემთხვევაში, როდესაც რთულია სააღრიცხვო პოლიტიკისა და სააღრიცხვო შეფასების ცვლილების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ამგვარი ცვლილება მიიჩნევა სააღრიცხვო შეფასების ცვლილებად“.

ბასს 8-ის 32-ე მუხლის თანახმად, „სააღრიცხვო შეფასებების მაგალითებია:.. დ) ძირითადი საშუალების ცვეთის ხარჯი, ბასს 16-ის – „ძირითადი საშუალებები“ შესაბამისად“. ბასს 16 შეიცავს რამდენიმე მუხლს ამ საკითხთან დაკავშირებით:

ბასს 16, 51-ე მუხლი: „აქტივის ნარჩენი ღირებულება და სასარგებლო მომსახურების ვადა ყოველი ფინანსური წლის ბოლოს მაინც უნდა გადაისინჯოს და თუ მოსალოდნელი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა შეფასებებისაგან, ცვლილებები უნდა აისახოს, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება, ბასს 8-ის – „სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები“ – შესაბამისად“.

ბასს 16, 61-ე მუხლი: „ძირითადი საშუალებებისათვის ცვეთის მეთოდი პერიოდულად, ფინანსური წლის ბოლოს მაინც, უნდა გადაისინჯოს და, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მოცემული აქტივიდან მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის ხასიათში, შესაბამისად უნდა შეიცვალოს ცვეთის მეთოდიც. ეს ცვლილება განიხილება და აისახება, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება, ბასს 8-ის შესაბამისად“.

ბასს 16, 76-ე მუხლი: „საწარმო სააღრიცხვო შეფასებებში ცვლილების ხასიათსა და შედეგს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდინარე პერიოდზე ან მოახდენს მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე განმარტავს ბასს 8-ის შესაბამისად. ამგვარი ინფორმაციის საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შეფასებების ცვლილებებმა, როგორიცაა:

ა) ნარჩენი ღირებულება;

ბ) დემონტაჟის, ლიკვიდაციისა და ადგილმდებარეობის აღდგენის ხარჯები;

გ) სასარგებლო მომსახურების ვადა; და

დ) ცვეთის მეთოდი“.

სააღრიცხვო შეფასების ცვლილების შედეგები აისახება საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში პერსპექტიულად, ანუ ამ შემთხვევაში წინა წლების ფინანსური მონაცემები არ გადაანგარიშდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ ახალი სააღრიცხვო შეფასებით ძირითადი საშუალების ღირებულებისა და მისი ცვეთის გადაანგარიშება მომხდარია მართებულად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...