Homeკითხვა-პასუხიშპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს B-მ თავისი 48%-იანი წილი შპს С-ში უსასყიდლოდ გადასცა შპს A-ს. როგორ უნდა აისახოს…

Published on

spot_img

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს B-მ თავისი 48%-იანი წილი შპს С-ში უსასყიდლოდ გადასცა შპს A-ს. როგორ უნდა აისახოს აღნიშნული ტრანზაქცია შპს А-ს როგორც ინდივიდუალურ, ისე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში? აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის გამოიყენება სრული ფასს სტანდარტები.

პასუხი: შპს A-ს ინდივიდუალურ ანგარიშგებაში ამ ტრანზაქციის აღრიცხვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სააღრიცხვო პოლიტიკა აქვს მას არჩეული შვილობილ კომპანიებში ინვესტიციების აღრიცხვისათვის, ბასს 27 „ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების“ მიზნებისათვის. ბასს 27-ის მე-10 მუხლის მიხედვით, დასაშვებია სამი სხვადასხვა მეთოდი:

„10. საწარმომ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, შვილობილ, ერთობლივ და მეკავშირე საწარმოებში ფლობილი ინვესტიციები უნდა ასახოს:

ა) თვითღირებულებით;

ბ) ფასს 9-ის შესაბამისად; ან

გ) წილობრივი მეთოდით, როგორც აღწერილია ბასს 28-ში“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, (ა) ვარიანტში შპს A-ს ინდივიდუალურ ანგარიშგებაში არაფერი შეიცვლება, რადგან შპს С-ში მისი ინვესტიციების თვითღირებულება არ შეცვლილა (ნაჩუქარი 48% წილის თვითღირებულება 0-ის ტოლია).

(შევნიშნავთ, რომ აქ არ განვიხილავთ ნაჩუქარ წილთან მიმართებით ბასს 1-ის მე-19 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, „19. უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელობა დაასკვნის, რომ რომელიმე სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა ეწინააღმდეგება კონცეპტუალურ საფუძვლებში განსაზღვრულ ფინანსური ანგარიშგების მიზანს, საწარმომ ამ კონკრეტული მოთხოვნიდან უნდა გადაუხვიოს მე-20 პუნქტში დადგენილი წესის შესაბამისად, თუ შესაბამისი მარეგულირებელი ბაზა მოითხოვს ან არ კრძალავს ასეთ გადახვევას“).

(ბ) ვარიანტში, ცხადია, შპს A-ს ინდივიდუალურ ანგარიშგებაში ინვესტიციის სამართლიანი ღირებულება შეიცვლება, რადგან შპს С-ში 100% წილის სამართლიანი ღირებულება განსხვავდება ამავე კომპანიაში 52% წილის სამართლიანი ღირებულებისაგან. ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების ცვლილება შესაბამისად აისახება როგორც ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ასევე მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში;

გ) ვარიანტში, ასევე ცხადია, რომ შპს A-ს ინდივიდუალურ ანგარიშგებაში შპს С-ში ინვესტიციის წილობრივი ცვლილება აისახება, რადგან შპს С-ში 100% წილობრივი მონაწილეობა განსხვავდება მასში 52% იანი მონაწილეობისაგან. ინვესტიციის წილობრივი ღირებულების ცვლილება აისახება როგორც ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ასევე მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. შპს A-ს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, კვლავ მოხდება შპს С-სთან, როგორც შვილობილ კომპანიასთან, სრული კონსოლიდაცია, რადგან ამ ტრანზაქციამდეც და ტრანზაქციის მერეც, ის შპს A-ს შვილობილი კომპანიაა. ანუ, კონტროლი არ შეცვლილა. ამის გამო, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შპს B-სგან წილის უსასყიდლოდ მიღება აღირიცხება როგორც კაპიტალის ტრანზაქცია მესაკუთრეებთან და აისახება პირდაპირ საკუთარ კაპიტალში, საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვის გარეშე. ამ დროს შპს A-ს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან სრულად უნდა გაქრეს „შპს B-ს არამაკონტროლებელი (48%) წილი შპს С-ში“, რომელიც გადადის მშობელი კომპანიის ანუ შპს A-ს საკუთარ კაპიტალში. ამ მიზნით, უნდა დადგინდეს შპს B-ს 48%-იანი არამაკონტროლებელი წილის საბალანსო ღირებულება ტრანზაქციის თარიღისთვის, და ის, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყო ასახული მანამდე, დაემატება შპს A-ს მფლობელების კაპიტალის ელემენტს: გაუნაწილებელ მოგებას ან/და სხვა რეზერვებს.

სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც...