Homeკითხვა-პასუხისაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის...

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

Published on

spot_img

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე:

ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?

იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?

იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?

    პასუხი: როგორც აღნიშნულია სსკ 164-ე მუხლის პირველ ნაწილში:

    „1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც“.

    უძრავი ქონების შემთხვევაში, ბარტერული ოპერაციის დაბეგვრის საკითხები უფრო დეტალურად განმარტებულია და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილებაში (მასში 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით).

    მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს სრულ ბარტერს, ფულადი კომპონენტის მონაწილეობის გარეშე. სამივე შემთხვევაში, რადგან ჯერ ხდება მიწის ან სამშენებლო მასალების/მომსახურების მიწოდება (2026 წლის ივნისში), ხოლო შემდეგ – აშენებული შენობა-ნაგების მიწოდება (2026 წლის აგვისტოში), გარიგების ფასი განისაზღვრება მიწის ან სამშენებლო მასალების ღირებულებით. აღვნიშნოთ პირობითად X ლარით. სამივე შემთხვევაში შენობა-ნაგებობის მიმწოდებელი საწარმო (ცხადია, მას დღგ-ის გადამხდელ საწარმოდ მოვიაზრებთ) 2026 წლის ივნისში აღიარებს მიღებულ ავანსს X ლარის ოდენობით და არიცხავს ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს, (X/1.18)*18% ოდენობით. ამასთან, მესამე შემთხვევაში, ის იმავე ოდენობით ჩაითვლის დღგ-ს სამშენებლო მასალების/მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირისგან (ცხადია, აქ ვგულისხმობთ, რომ ეს იურიდიული პირიც დღგ-ის გადამხდელია და მიწოდებულ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე გამოწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, თანხაზე – X ლარი დღგ-ის ჩათვლით).

    პირველ და მეორე შემთხვევაში, ვინაიდან მიწის მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება, მიწის მიმწოდებელი (გინდ ფიზიკური, გინდ იურიდიული პირი) არ დაიბეგრება დღგ-ით 2026 წლის ივნისში და შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მიმწოდებელ საწარმოს ჩასათვლელი დღგ არ ექნება.

    სამივე შემთხვევაში, მიწის ან სამშენებლო მასალების/მომსახურების მიმწოდებელს შეეძლება დღგ-ის ჩათვლა შენობა-ნაგებობის მიმწოდებელი საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით (მათ შორის, საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, თუ ის გამოიწერება 2026 წლის ივნისში) (X/1.18)*18% ლარის ოდენობით, მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ისინი მიღებულ შენობა-ნაგებობას გამოიყენებენ დღგ-ით დასაბეგრ ან დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში (ანუ, ეს მათთვის დღგ-ის ჩათვლის აუცილებელი პირობაა).

    პირველ შემთხვევაში, ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება 2026 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით (რომლის წარდგენის ვადაა არა უგვიანეს 2027 წლის 31 მარტისა), წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი ერთობლივი შემოსავლისა და გამოსაქვითი ხარჯების სხვაობიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარის დებულებების მიხედვით. თუმცა, თუ ეს ფიზიკური პირი მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით ფლობდა 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში და არ იყენებდა მას თავის ეკონომიკურ საქმიანობაში, მაშინ ის ისარგებლებს სსკ 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით და საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

    სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

    ბოლო ამბები

    გაცვლითი კურსი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

    ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

    გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

    კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

    დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

    ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

    სხვა კითხვები

    თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

    კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

    შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

    კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...

    როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

    კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც...