Homeკითხვა-პასუხითანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

Published on

spot_img

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და არა კურსთა შორის სხვაობების ანგარიშებს 8180 და 8280. რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებთ?

პასუხი: როდესაც საბანკო კონვერტაციის შედეგად წარმოიშობა ხარჯი (არ აქვს მნიშვნელობა, მომსახურე ბანკის მეშვეობით ხდება ეს თუ სავალუტო ჯიხურებში), ის, როგორც წესი, არ წარმოადგენს საკურსო სხვაობას. ეს არის ჩვეულებრივი ხარჯი (როგორიც, მაგალითად, სხვა საბანკო მომსახურების ხარჯები); ამიტომ მართებულია, მის აღსარიცხავად გამოყენებული იქნეს საოპერაციო ხარჯების ერთ-ერთი ანგარიში (მაგალითად, 7471 ანგარიში) და არა არასაოპერაციო ხარჯის ანგარიში 8280 „უარყოფითი საკურსო სხვაობა“.

იშვიათ შემთხვევაში, კონვერტაცია წარმოშობს არა ხარჯს, არამედ შემოსავალს. ამ შემთხვევებისთვის, ცალსახად ჩამოყალიბებული ბუღალტრული პრაქტიკა არ არსებობს და ზოგჯერ მიაკუთვნებენ „სხვა საოპერაციო შემოსავალს“, ზოგჯერ – „სხვა არასაოპერაციო შემოსავალს“. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა არასაოპერაციო შემოსავლად აღიარდება, ეს არ არის დადებითი საკურსო სხვაობა და 8180 ანგარიშის გამოყენება არასწორია.

სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც...