Homeკითხვა-პასუხიროგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის...

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

Published on

spot_img

კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით და რომელიც ბალანსზე ნაშთად ჰქონდა ამ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, რაც მოხდა წლეულს, იანვარში?

პასუხი: მართალია, აღნიშნული საკითხი არ არის უშუალოდ განმარტებული საქართველოს საგადასახადო კოდექსში, მაგრამ მას ნათელს ჰფენს მაგალითი №9, რომელიც მოყვანილია შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.03.2021 წ. №7536 ბრძანებით (მასში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით) დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების” №5 დანართში, „დღგ-ის ჩათვლა”:

„მაგალითი 9. (ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე)

პირობა:

დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2020 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შეფასება:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად – დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასაბეგრი პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული საქონლის შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამასთან თუ ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით (მათ შორის შესწორებული დეკლარაციით, რომლის წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა)”.

აღნიშნული მოწმობს, რომ თუ პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2026 წლის იანვარში, მას შეუძლია 2026 წლის მანძილზე ჩაითვალოს დღგ იმ გასაყიდად გამიზნულ ანუ დღგ-ით დასაბეგრ (ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ) ოპერაციებში გამოსაყენებელ მარაგებზე, რომლებიც ნაშთად ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, იმ პირობით, თუ ისინი შეძენილია 2023-2025 წლებში და მათ შეძენაზე არსებობს დღგ-ის ჩათვლის უფლების საფუძვლის მქონე საგადასახადო დოკუმენტები.

სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...