2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტით ნაკლებია...
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის
ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 026.7 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე...
2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2 პროცენტით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2
ლარი შეადგინა...
2026 წლის 17 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N17 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.3 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.