Homeააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში – „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა – გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი – “ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი” შეიქმნა

მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს...

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს

მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა...

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს...

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლები – (2026 წლის I კვარტალი)

2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა1 , რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3 პროცენტით მეტი)...

საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლები – (2026 წლის I კვარტალი)

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4011 გემი, რომელთა 51.6 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა...

სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლები – (2026 წლის I კვარტალი)

2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი — ტრანზიტზე...

სამუშაო ძალის მაჩვენებლები – 2026 წლის I კვარტალი

2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის აპრილი

2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.7 პროცენტიანი მატება...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.

„იაფი რუსული საწვავის“ ეპოქა დამთავრდა

საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.