Homeკითხვა-პასუხიჩვენს კომპანიას, რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, სამედიცინო დანადგარების არარეზიდენტი მიმწოდებლის (არ არის...

ჩვენს კომპანიას, რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, სამედიცინო დანადგარების არარეზიდენტი მიმწოდებლის (არ არის ოფშორული კომპანია, არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) წინაშე აღებული აქვს შემდეგი ვალდებულება:

Published on

spot_img

კითხვა: ჩვენს კომპანიას, რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, სამედიცინო დანადგარების არარეზიდენტი მიმწოდებლის (არ არის ოფშორული კომპანია, არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) წინაშე აღებული აქვს შემდეგი ვალდებულება: როდესაც მყიდველი ჩვენგან ყიდულობს ახალ დანადგარს და აბრუნებს ძველს, გაანადგუროს ეს ძველი დანადგარი ადგილზე. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ახალი დანადგარის მიწოდებისას არარეზიდენტმა მიმწოდებელმა გადაგვახდევინა 30000 ევრო როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფი დეპოზიტი. ძველი დანადგარის განადგურების შემდეგ, როცა ეს მოხდება, ეს 30000 ევრო დაგვიბრუნდება უკან, თუმცა ამ თანხის გადარიცხვაზე რამე წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა.
დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით არარეზიდენტისთვის გადახდილი ეს დაბრუნებადი დეპოზიტი?

პასუხი: ვინაიდან თქვენი არარეზიდენტი მიმწოდებელი არ არის არც საფინანსო დაწესებულება და არც სახელმწიფო დაწესებულება, მისთვის „ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფი დეპოზიტის“ თანხა, რომელიც მის თავისუფალ განკარგვაში გადაირიცხა (ანუ, რომლის შემდგომ გამოყენებას მიმღები თავისუფლად ახდენს), სხვა არაფერია, თუ არა მისთვის სესხის მიცემა ამ ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, „სესხის ცნება“ განმარტებულია მარტივად:
„სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“.
ამასთან, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც“.
ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიერ არარეზიდენტი მიმწოდებლისთვის მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გადარიცხული „დეპოზიტის“ თანხა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით, რადგან სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, „3. მოგების გადასახადით იბეგრება:…
ზ) ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე“.
როდესაც თქვენ მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მერე მიმწოდებელი დაგიბრუნებთ დეპოზიტის თანხას, თქვენ დაიბრუნებთ ამ მიზეზით გადახდილ მოგების გადასახადის თანხას, სსკ 982 მუხლის მე-8 მუხლის შესაბამისად:
„8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა“.
რაც შეეხება ამ დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვას და დაბეგვრას, მას არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად დეპოზიტის სავარაუდო მოკლევადიანობის გამო, მით უფრო, რომ მისი დანიშნულება „კლასიკური“ სესხი არ არის. თუმცა, თუ დეპოზიტის დაბრუნება არ მოხდება მცირე ვადაში, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო განაკვეთით განსაზღვრული პროცენტის თანხა, რომელსაც მიმწოდებელი არ გადაუხდის საქართველოს კომპანიას, ასევე იქნება მოგების გადასახადით დასაბეგრი.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა კითხვები

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც...