Homeბ&მსამხედრო შეტევა ირანზე და ენერგეტიკული შანტაჟის მცდელობა

სამხედრო შეტევა ირანზე და ენერგეტიკული შანტაჟის მცდელობა

Published on

spot_img

ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა – მუქარა რომელიც არ შესრულდა

ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მყისიერად მოექცა ჰორმუზის სრუტე, რომლის გადაკეტვა შესაძლოა ყოფილიყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საპასუხო რეაქცია ამ შეტევაზე. დასავლელი მიმომხილველები არ გამორიცხავდნენ მოვლენათა ესკალაციას სწორედ ამ მიმართულებით. სრუტის დახურვას შეეძლო გამოეწვია ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა და შედეგად ფართო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხებოდა. თავად განსაჯეთ, ჰორმუზის სრუტის გავლით მეზობელი ქვეყნების მიერ ყოველდღიურად გადაიზიდება მსოფლიო ნავთობის მარაგის მეხუთედი, დაახლოებით 20 მილიონი ბარელი და გათხევადებული ბუნებრივი აირის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუმცა, მიუხედავად მუქარებისა, როგორც უფრო მეტად იყო მოსალოდნელი, ირანმა თავი შეიკავა ასეთი თავზეხელაღებული ნაბიჯისგან, რადგან პირველ რიგში ასეთ ქმედებას შეეძლო გამოეწვია ისრაელის და რაც განსაკუთრებით სახიფათო იყო ირანისთვის, აშშ-ის მორიგი და ამავე დროს კიდევ უფრო დამაზიანებელი სამხედრო შეტევა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მისი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა უკვე დიდწილად მწყობრიდან იყო გამოსული. ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებმა გააცნობიერეს ის სერიოზული საერთაშორისო უკუკავშირი და ეკონომიკური შედეგები, რაც მის ასეთ ქმედებას მოჰყვებოდა.
დემოკრატიის შეტევა დიქტატურის წინააღმდეგ
აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივმა დარტყმამ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე არამარტო სამხედრო, არამედ ღრმა სიმბოლური დატვირთვაც შეიძინა. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ამ გზით აჩვენეს, რომ მათი ღირებულებები ცოცხალია, და რომ ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას ავტორიტარული და მილიტარიზებული რეჟიმების წინაშე. ეს იყო ღია, დეკლარირებული პასუხი იმ რეჟიმის მისამართით, რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით ავითარებდა ბირთვულ შეიარაღებას, უგულებელყოფდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ძირს უთხრიდა რეგიონულ სტაბილურობას და აცოცხლებდა ტერორისტულ დაჯგუფებებს.
ეს იყო პირდაპირი და ხმამაღალი გზავნილი არა მხო­ლოდ თეირანის, არამედ კრემლის მისამართითაც. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ვაშინგტონმა ირანს 60-დღიანი ვადა მისცა ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტისა და ბირთვული ობიექტების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ხოლო ირანის მხრიდან ამ პირობების შეუსრულებლობის შემდეგ, უკვე 61-ე დღეს ირანზე თავდასხმა განახორციელა. 2025 წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც იმედგაცრუებას აღარ მალავს პუტინის მიერ უკრაინაზე ინტენსიური შეტევების გამო, გარდა იმისა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების აღუთქვა, პუტინსაც მიმართა და რამდენჯერმე მოუწოდა საომარი მოქმედებების დასრულებისკენ. მისი მოწოდება ხშირ შემთხვევაში ულტიმატუმის ხასიათს ატარებდა, რადგან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ იქნება ახალი ტარიფები და სანქციები. პუტინმა მიცემული ვადა ყოველთვის დაარღვია, ტრამპის მხრიდან საპასუხო მკაცრი ღია ნაბიჯები ჯერ არ ჩანს, თუმცა, ირანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად განვითარდა. ირანის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო ულტიმატუმის ვადის გასვლის მეორე დღესვე მოხდა მასზე თავდასხმა. აშშ-ის მიერ უკრაინის შეიარაღება და „ახალი ტარიფებით და სანქციებით“ დამუქრება რუსეთისადმი, პუტინისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი გარემოებების კომპილაციაა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამერიკას რუსეთის მიმართ ისეთივე ხმამაღალი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, როგორც ირანთან მიმართებით იყო. იმავდროულად, ირანის წინააღმდეგ გატარებული ქმედება კონკრეტულ პრეცედენტად იქცა, რომელიც პუტინის რეჟიმსაც ანიშნებს, რომ ტრამპის გაფრთხილებების უგულებელყოფის შემთხვევებში, ისიც შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივმა დარტყმამ ნათლად აჩვენა ის ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელსაც დემოკრატიული სამყარო ფლობს. ირანის მიერ გამოყენებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის მოდერნიზებული „პანცირები“ (Панцирь-С1/СМ) და სსრკ-ის დროინდელი „ეს-300“-ის (С-300) კომპლექსები, უძლურნი აღმოჩნდნენ თანამედროვე მაღალი სიზუსტის მქონე, თანამგზავრულად კონტროლირებადი შეტევის მოგერიების წინააღმდეგ. ეს იყო ნათელი დემონსტრაცია, რომ ავტოკრატიული რეჟიმების იარაღი მოძველებული, კორუფციული სისტემის და სუსტი ტექნოლოგიების გამო სრულიად ჩამორჩენილი სისტემებია, რომელიც ვერ უმკლავდება XXI საუკუნის დასავლურ სამხედრო ტექნოლოგიას. ირანის კრიზისი და სანქციების ეფექტი 2024 წელს ირანელებმა საკუთარ თავზე მკაცრად იწვნიეს ამერიკული სანქციების რეალური ძალა. ქვეყანამ, რომელიც ბუნებრივი აირის მარაგით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო ნავთობის მარაგით მესამეზე, ელექტროენერგიისა და საწვავის მწვავე დეფიციტი განიცადა. ზაფხულში ირანის ჩრდილოეთით, ტურისტული თვალსაზრისით პოპულარულ ადგილებში ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურში საწვავის გაყიდვა საერთოდ შეჩერდა. მძღოლებს რიგებში საათობით დგომა უწევდათ. მოგვიანებით, ნოემბერში შეიქმნა ელექტროენერგიის დეფიციტი, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ქალაქების ინფრასტრუქტურა – ლიფტები, შუქნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ყოველივე კი გამოიწვია დასავლურმა, უმეტესწილად ამერიკულმა ეფექტურმა სანქციებმა, რაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არათუ განვითარებას, შენარჩუნებასაც კი პრობლემატურს ხდიდა. ირანი ბუნებრივ აირს უმეტესად შიდა მოხმარებისთვის იყენებს. ექსპორტზე კი თურქეთსა და ერაყში გააქვს. მილსადენების ინფრასტრუქტურა უკიდურესად სუსტია, ისეთი მარაგისთვის, როგორიც ირანს აქვს. ნავთობისა და მისი პროდუქტების დიდი ნაწილი კი აზიაში ფარულად იყიდება, მაგალითად, ხშირად მალაიზიის დროშის ქვეშ ან გადამყიდველების მეშვეობით. ამ გზით მდიდრდება მმართველი ელიტა და რეჟიმის საკვანძო მხარდამჭერები, მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საკვანძო საკითხი _ ურანის გამდიდრება და ირანის ბირთვული პროგრამა რაკი მე, როგორც სტატიის ავტორს, ეს საკითხი საკვანძოდ მიმაჩნია, შევეცდები მის დეტალურად აღწე­რას. როგორც ცნობილია, ურანზე მანიპულაციით, ანუ ფიზიკოსების ტერმინის მიხედვით – ურანის გამდიდრებით, შესაძლებელია უკვე გამდიდრებული ურანის შემდგომი გამოყენება სამოქალაქო, მშვიდობიანი მიზნებისთვის, ენერგეტიკასა და რიგ შემთხვევებში მედიცინის სფეროში. გამდიდრებული ურანს ასევე იყენებენ შეიარაღებისთვის ანუ დღეისათვის ყველაზე დამანგრეველი და სახიფათო იარაღის, ბირთვული იარაღის (ატომური ბომბის) გადამწყვეტი კომპონენტის შესაქმნელად. მშვიდობიანი ბირთვული ენერგიისთვის ურანის 3.67%-მდე გამდიდრება საკმარისია. სამედიცინო მიზნებისთვის, მხოლოდ რიგ შემთხვევებში მაქსიმუმ 20%-მდე გამდიდრებაა აუცილებელი. ბირთვული იარაღისთვის კი ურანი 90% მდე უნდა გამდიდრდეს. ბირთვული უსაფრთხოების რისკებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით ირანი 2024 წლის ბოლოსთვის უკვე 60%-მდე ამდიდრებდა ურანს, ანუ აშკარად მიჰყვებოდა ტრაექტორიას ურანის 90%-მდე გამდიდრების მიმართულებით, ეს კი სწორედ ბირთვული იარაღისთვის საჭირო ნიშნულია. უფრო მეტიც, ირანმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ააჩქარა ურანის გამდიდრების პროცესი და გასული წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში გამდიდრებული ურანის მარაგი ერთი მესამედით გაზარდა. სპეციალისტების აზრით ირანი საკმაოდ ახლოს იყო 6-10 ბირთვული იარაღის, ანუ 6-10 ცალი ბირთვული ქობინის შექმნასთან, რომელიც შეიძლება მოთავსდეს რაკეტაზე ან სხვა გადამზიდ მოწყობილობაზე. როგორც ჩანს, პაკისტანის მაგალითი მაცდუნებელი აღმოჩნდა ირანის ლიდერებისთვის. პაკისტანის მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ბირთვული იარაღის ფლობით და ე.წ. ბირთვული შანტაჟით გაიმყარა როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე შიდა პოზიციები. ირანის რეჟიმიც, როგორც ჩანს, ამ მოდელს მიჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზამ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე და გლობალურ იზოლაციამდე მიიყვანა. დასავლელი პოლიტიკის მიმომხილველებისა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილში არსებობდა სკეპტიციზმი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გამოყენების საკითხზე. ეს დამოკიდებულება უმეტესწილად ორ არგუმენტს ეფუძნებოდა. პირველი, რომ ჯერ კიდევ არსებობდა სივრცე დიპლომატიისთვის და მეორე, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ ირანი გამდიდრებულ ურანს სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებდა. (მეორე, საკმაოდ აბსურდული არგუმენტი არ ემყარებოდა არავითარ მეცნიერულ ანალიზს და ამასთანავე საზრდოობდა მხოლოდ ირანის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებით). მოკლედ რომ შევაჯამოთ ირანის აგრესიული რეჟიმის ანატომია, ეს რეჟიმი: – ახორციელებს უკიდურესად ანტიჰუმანურ და სასტიკ საშინაო პოლიტიკას; – აცოცხლებს სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტულ პროქსი დაჯგუფებებს; – ფლობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდეს მარაგებს და მიუხედავად ამისა, მაინც ისწრაფვის ატომუ­რი, საკმაოდ რთული ენერგეტიკის განვითარებისკენ; – უკვე ფლობს გამდიდრებულ ურანს, რომელიც საჭიროა მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკისთვის, თუმცა ინტენსიურად აგრძელებს ურანის უფრო მაღალ პროცენტამდე გამდიდრებას; – ქვეყანა უკიდურესად ზარალდება და ღატაკდება მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე სწორედ ურანის გამდიდრების გამო დაწესებული სანქციების გამო; – არ დგამს ქმედით ნაბიჯებს მისი ქმედებების გამჭვირვალობისთვის, ან თუნდაც ანტიჰუმანური პოლიტიკის შეცვლის მიმართულებით. და აი ასეთი ქვეყანა, უფრო სწორედ კი მმართველობა, როგორ შეიძლება იმსახურებდეს ცივილიზებული სამყაროს ნდობას და როგორ შეიძლება არ ჩანდეს ის საფრთხე, რასაც ირანის რეჟიმი წარმოადგენს რეგიო­ნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის? ავტორიტარული ირანი Vშ დემოკრატიული ნორვეგია როგორც აღვნიშნეთ, ირანი ფლობს ენერგორესურსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგს მსოფლიოში – როგორც ნავთობის, ისე ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, ქვეყნის მოსახლეობა კი დგას ეკონომიკური სიღატაკის პირისპირ. ირანის წიაღისეული სიმდიდრე თითქოს უნდა ყოფილიყო განვითარებისა და კეთილდღეობის გარანტი, თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია. ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს რეპრესიებით და ატომური პროგრამით დასავლეთის შანტაჟით, ძირს უთხრის ქვეყნის სოცია­ლურ და ეკონომიკურ პოტენციალს. ნორვეგია, ასევე ენერგო-რესურსების ერთ-ერთი უდიდესი მარაგის მქონე სახელმწიფო, გვიჩვენებს საპირისპირო სურათს. ნორვეგიაში დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალე ინსტიტუტები, მოქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა მოქმედებს და ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციიდან მიღებული სიმდიდრე გამოიყენება საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ინახება ე.წ. „ნავთობის ფონდში“, სახელმწიფო საპენსიო ჩარჩო სტრუქტურაში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკას და სარგებელს უხვად ანაწილებს მოსახლეობაზე. შედეგად, ნორვეგიის მოქალაქე დღეში გამოიმუშავებს დაახლოებით იმავე თანხას, რასაც ირანის მოქალაქე მთელი თვის განმავლობაში გამოიმუშავებს. ამ განსხვავების მთავარი მიზეზი არც ისე რთულად საპოვნელია. ნორვეგიის სახელმწიფო დგას დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და კონკურენტუნარიან გარემოზე, რაც ბიზნესს უბიძგებს განვითარებისა და ინოვაციისკენ. ქვეყანაში მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ინკლუზიური პოლიტიკა ქმნის სტაბილურ სისტემას, სადაც ბუნებრივი რესურსები კი არ არის წარმატების ერთადერთი განმსაზღვრელი, არამედ ეფექტიანი მმართველობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა შვედეთის, როგორც ნორვეგიის მეზობელი ქვეყნის მაგალითიც. შვედეთი არ არის ბუნებრივი ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა, თუმცა ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. ქვეყნის სიმდიდრე ეფუძნება ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ტექნოლოგიას, განათლებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. შვედეთის მაგალითი ცხად­ყოფს, რომ სიმდიდრის წყარო არის არა არა ნავთობი და გაზი, არამედ სისტემური გამართულობა, დემოკრატია და გრძელვადიანი სტრატეგია. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კონკურენცია სულ უფრო მეტად ეფუძნება გამჭვირვალობას და ეფექტიან მმართველობას, ირანის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბუნებრივი რესურსი არ წარმოადგენს კეთილდღეობის უპირობო გარანტიას თუ არ არსებობს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ამ რესურსების სამართლიან გამოყენებას და განვითარებას ხალხის საკეთილდღეოდ. ნორვეგიისა და შვედეთის მაგალითები გვთავაზობს მოდელს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ თავად ქვეყნის პერსპექტივა. ამავე დროს საქართველოსთვის, როგორც მწირი უსაფრთხოების სტანდარტების და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნისთვის საერთაშორისო სტრატეგიულ ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს ქვეყნის კოლაფსისკენ მიზანმიმართულ დაახლოებას. ამ საკითხზე დეტალურად დასკვნით თავში გავამახვილებთ ყურადღებას. სამხრეთ კავკასია რუსეთის და საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ისტორიულ გარდატეხას ჰგავს: სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც წარსულში არაერთი სამხედრო კონფლიქტი გადაიტანეს, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ურთიერთობების ნორმალიზებას. მიუხედავად იმ ღრმა უთანხმოებებისა რაც მათ წარსულში ერთმანეთისგან აშორებდათ, ორივე ქვეყანა ამჟამად იჩენს მზაობას საერთო სტრატეგიული სარგებლის მისაღწევად გადალახოს დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება რუსეთის იმპერიალისტური ინტერესების გამო არსებობდა, მაინც საკმაოდ მძიმედ აისახებოდა ორივე ქვეყნის საზოგადოებაში. სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ინტენსიურად თანამშრომლობენ თურქეთთან, ავლენენ მზარდ ინტე­რესს ევროკავშირისა და აშშ-ის სტრატეგიული ჩართულობის მიმართ და ემზადებიან ჩაერთონ საერთაშორისო ტრანზიტულ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ფაქტობრივად, რეგიონში იკვეთება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა – ერთგვარი ანტირუსული კონტურების მქონე კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიულად კრემლის გავლენის არეალში მყოფი სივრცის გარდაქმნას სუვერენულ და თავისუფალ პარტნიორთა ზონად. ისტორიული პარადოქსიც იკვეთება: სომხეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთის სამხედ­რო და უსაფრთხოების გავლენაზე იყო დამოკიდებული, და აზერბაიჯანი, რომელიც ასევე სტაბილურად აკონტროლებდა ურთიერთობებს მოსკოვთან, ახლა ორივე ქვეყანა დემონსტრაციულად ახდენს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. და ამას აკეთებენ არა მხოლოდ დასავლეთთან და თურქეთთან დაახლოებით, არამედ ერთმანეთთან ურთულესი ურთიერთობების რეალისტური გადახედვით. ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველო, რომელიც თითქოს პირველი გაემიჯნა რუსულ გავლენას და დასავლურ კურსზე გავიდა, ამ ეტაპზე სრულიად კარგავს რეგიონული მოთამაშის ფუნქციას და რჩება პასიურ დამკვირვებლად. ამ გარდაქმნის ფონზე საქართველო, რომელიც წარსულში სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტეგრაციის ლიდერად მიიჩნეოდა, სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება. როდესაც თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ ახალ სატრანსპორტო დერეფნებს, საქართველო შეიძლება საერთოდ იზოლირებული აღმოჩნდეს. მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის განვითარება, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს დააკავშირებს და რომლის განვითარებაც შეუძლებელი იყო უახლოეს წარსულში, დღეს საკმაოდ რეალისტურ პერსპექტივად გამოიყურება. აზერბაიჯანის და სომ­ხეთის თანამშრომლობის ალბათობა ზანგეზურის დერეფნის პროექტში მით უფრო იზრდება, რადგან მასში გეოგრაფიის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას რეგიონის ანტიდასავლური ქვეყნები რუსეთი, ირანი და ასევე საქართველოც. აქვე აღვნიშნავ, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ მივესალმები სომხეთის და აზერბაიჯანის დაახლოებას და არც ზანგეზურის დერეფნის ამუშავება მიმაჩნია პრობლემად საქართველოსთვის, რადგან აზიის და ევროპის დამაკავშირებელი არაერთი დერეფანი შეიძლება გადიოდეს სამხრეთ კავკასიაზე ამ ქვეყნებში ადეკვატური მმართველობის პირობებში. შეჯამება საქართველოს ავტორიტარულ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ქართული საზოგადოების გამალებული ბრძო­ლის გამო პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში უკიდურესად გადატვირთულია. ხშირად ეს დაძაბულობა ხელოვნურადაც ხდება. ვგულისხმობ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგის მიზანმიმართულ გაჯერებას გამაოგნებელი სკანდალური ქმედებებით. თუმცა, რიგ შემთხვევებში მედია, მათ შორის კრიტიკული მედია თავის მხრიდანაც ნაკლებ ინტერესს იჩენს მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ. მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ მოვლენების გაშუქება მედია-მარკეტინგული თვალსაზრისით შესაძლოა მათი აზრით ეფექტური არ იყოს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მედიის მხოლოდ მცირე ინტერესი გამოიწვია, გახლდათ აშშ-ის სენატორის – სტივ დეინსის ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის მაისის ბოლოს. აშშ და მისი პარტნიორები აქტიურად ავითარებენ გლობალურ ალტერნატივას ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ (Bელტ ანდ ღოად) ინიციატივის საპირწონედ. ეს გახლავთ „Fრეე ანდ Oპენ Iნდო-Pაციფიც“ კონცეფციის ნაწილი, რომელიც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის დერეფნების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ციფრული კავშირების გაძლიერებას ევრაზიის სივრცეში. ეს კონცეფცია წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკური დასაყრდენს და განვითარების რეალურ პერსპექტივასაც. ერთ-ერთი ასეთ სტრატეგიულ პროექტად განიხილება შუა აზიიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც შედგა მას შემდეგ, რაც დეინსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესში საჯარო შეხვედრაზე დაუსვა კითხვა: ხომ არ არის აშშ-ის ინტერესი ცენტრალური აზიის, განსაკუთრებით თურქმენეთის ენერგო-რესურსების ევროპისკენ გადაზიდვა კასპიის ზღვის და სამხრეთ კავკასიის გავლით. რუბიოს პასუხი დადებითი იყო. ამგვარი პროექტები სერიოზულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ შანსს ქმნის საქართველოსთვის. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დისტანცირდება ამ გლობალური პროექტებისგან, რაც ერთდროულად ნიშნავს დასავლურ ინფრასტრუქტურულ სისტემაში ჩაურთ­ველობას და ჩინურ-რუსულ იზოლაციონიზმთან მიერთებას. ეს კი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის და გლობალურ პარტნიორებთან ინტეგრაციის პერსპექტივებს. ასეთ პროექტში ჩართულობა და აშშ-ის პარტნიორობა, ცალკე შეიძლება გახდეს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცების, ასევე კეთილდღეობის სტანდარტების ზრდის მასტიმულირებელი ფუნდამენტი. თუმცა, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ორიენტირებულია მხოლოდ თვითგადარჩენაზე და მზად არის სრული გაღატაკებისთვის გაწიროს ქვეყანა, ზუსტად ისე, როგორც ამას ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობა აკეთებს. კოკი იონათამიშვილი პლატფორმა2025

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

როგორ ცვლის ნეირომარკეტინგი მომხმარებლის ქცევის ანალიზს

ბოლო სამმა ათწლეულმა განსაკუთრებული ძვრები მოახდინა მარკეტინგსა და სხვადასხვა მეთოდებში, რომელთაც კორპორაციები მიმართავენ საკუთარი...

ბიზნესი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორი სახელმწიფოსგან შეღავათებს ითხოვს საკუთარ თავზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი თანამედროვე მსოფლიოში წამყვან...