Homeკითხვა-პასუხიკომპანია, რომელიც იყიდის კომერციულ ფართს ჩემგან ანუ დღგ-ის გადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან...

კომპანია, რომელიც იყიდის კომერციულ ფართს ჩემგან ანუ დღგ-ის გადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან (მას შემდეგ რაც დავრეგისტრირდები გადამხდელად), ამ ფართის შესყიდვიდან დღგ-ს ჩაითვლის? თუ კი, რა იქნება ამისთვის საჭირო?

Published on

spot_img

კითხვა: კომპანია, რომელიც იყიდის კომერციულ ფართს ჩემგან ანუ დღგ-ის გადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან (მას შემდეგ რაც დავრეგისტრირდები გადამხდელად), ამ ფართის შესყიდვიდან დღგ-ს ჩაითვლის? თუ კი, რა იქნება ამისთვის საჭირო?

პასუხი: იმისათვის, რომ ახლად რეგისტრირებულმა დღგ-ის გადამხდელმა პირმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს, აუცილებელია მას ჰქონდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი პირის სტატუსი. როგორც წესი, დასაწყისში მას ეძლევა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი პირის სტატუსი, ხოლო შემდეგ, როდესაც მას გაუჩნდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, მიანიჭებენ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი პირის სტატუსს. ეს საკითხი მიმოხილულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
ზემოაღნიშნულის გარდა, კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იყო მისთვის საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი. მთავარია, რომ თავად ეს კომპანია იყოს დღგ-ის გადამხდელი და საქონლის/მომსახურების შეძენაზე ჰქონდეს ჩათვლის დოკუმენტი – ამ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ექნება კიდევაც.
როცა ეს პირობები დაკმაყოფილებულია, მაშინ კომპანიას წარმოეშვება დღგ-ის ჩათვლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი კომერციული ფართი მის მიერ გამოყენებული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, ან დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში, ხოლო თუ გამოყენებული იქნება დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში, მაშინ დღგ-ს ვერ ჩაითვლის. იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი კომერციული ფართი კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება როგორც ისეთ ოპერაციებში, რომლებიც იძლევიან ჩათვლის უფლებას, ასევე ისეთ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის ჩათვლის უფლებას არ იძლევიან, გამოყენებული უნდა იქნეს დღგ-ის ჩათვლის პროპორციული წესი სსკ 177-ე მუხლის შესაბამისად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...