Homeკითხვა-პასუხი2011 წლის ნოემბრის თვეში კომპანიამ შეიძინა აუქციონის საშუალებით მიწა, მასზე განლაგებული სასტუმროს...

2011 წლის ნოემბრის თვეში კომპანიამ შეიძინა აუქციონის საშუალებით მიწა, მასზე განლაგებული სასტუმროს შენობა, დამხმარე შენობა და არასაცხოვრებელი დანიშნულების ელ. ჯიხური. დღგ ჩათვლილია სრულად მთლიან ქონებაზე, მათ შორის მიწაზეც. კერძო აუდიტორის მიერ ქონების საერთო ღირებულებიდან გამოყოფილია პროპორციული თანხები თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურება და არ აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები.

Published on

spot_img

კითხვა: 2011 წლის ნოემბრის თვეში კომპანიამ შეიძინა აუქციონის საშუალებით მიწა, მასზე განლაგებული სასტუმროს შენობა, დამხმარე შენობა და არასაცხოვრებელი დანიშნულების ელ. ჯიხური. დღგ ჩათვლილია სრულად მთლიან ქონებაზე, მათ შორის მიწაზეც. კერძო აუდიტორის მიერ ქონების საერთო ღირებულებიდან გამოყოფილია პროპორციული თანხები თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურება და არ აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები.
2025 წლის სექტემბრის თვეში მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული სასტუმრო შენობის მაღალი ძაბვის ელ. სადენი, რომელიც ამარაგებს ელ. ენერგიით აღნიშნულ სასტუმროს, რის გამოც სასტუმრო დარჩა ელ. ენერგიის გარეშე.
სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ ზემოხსენებული მაღალი ძაბვის ელ. სადენი წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას და შესაბამისად ის იყო მის აღდგენაზე პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, კომპანიამ აღადგინა ზემოხსენებული ელ. სადენი, რომელიც შეასრულა არაგადამხდელმა ფიზიკურმა პირმა (აღნიშნულ პირს დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო დაზღვევის შენატანი). კომპანიას ძირითად საშუალებებში არ უფიქსირდება მაღალი ძაბვის ელ. სადენი.
კომპანიის მიერ სამომავლოდ იგეგმება ელ. ჯიხურისა და მაღალი ძაბვის ელ. სადენის უსასყიდლოდ გადაცემა სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის, ვინაიდან ელ. ჯიხურის გამოყენება სს „ენერგო პრო ჯორჯია“-ს წარმომადგენლის გარეშე შეუძლებელია.
გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:
1) მაღალი ძაბვის ელ. სადენის აღდგენაზე გადახდილი თანხა უნდა დაკაპიტალიზდეს ცალკე ძირითად საშუალებად თუ დაემატოს ელ. ჯიხურის ნარჩენ ღირებულებას?
2) ვინაიდან სამომავლოდ იგეგმება ელ. ჯიხურისა და მაღალი ძაბვის ელ. სადენის უსასყიდლოდ გადაცემა სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის, მის აღდგენაზე გაწეული დანახარჯი, ხომ არ ჩაითვლება სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და დაიბეგრება დღგ-ით? თუ ფაქტობრივი გადაცემის დროს დაიბეგრება დღგ-ით?
3) თუ მოხდა ელ. ჯიხურისა და მაღალი ძაბვის ელ. სადენის უსასყიდლოდ გადაცემა სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის, მაშინ შესაძლოა მოგვიწიოს მიწის იმ მცირე ნაწილის გადაცემაც, რომელზეც დგას აღნიშნული ელ. ჯიხური, ვინაიდან საჯარო რეესტრში სხვანაირად ვერ მოხდება მისი დარეგისტრირება. მიწის ეს მცირე ნაწილი თანხობრივად როგორ გამოვყოთ? და მიწაზე ჩათვლილი დღგ უნდა აღვადგინოთ შესაბამის თვეში პროპორციულად?

პასუხი: 1) ზოგადად, როდესაც ხდება ძირითადი საშუალების კაპიტალური რემონტი, გაწეული ხარჯები აღიარდეს ძირითადი საშუალებად თუ მიმდინარე პერიოდის ხარჯად, წარმოადგენს პროფესიული განსჯის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხდა მაღალი ძაბვის ელ. სადენის აღდგენაზე, თან ეს სადენი თავის დროზე არც იყო აღრიცხული კომპანიის ბალანსზე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, მაღალი ძაბვის ელ. სადენის აღდგენაზე გახარჯული თანხა დაკაპიტალიზდეს და აღიარდეს ცალკე ძირითად საშუალებად.
2) სადენის აღდგენაზე გაწეული დანახარჯი არ ჩაითვლება სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სადენი მისი აღდგენის პროცესში კომპანიის საკუთრებაა და მის მიერვე გამოიყენებოდა.
მას შემდეგ, რაც ელ. ჯიხურისა და მაღალი ძაბვის ელ. სადენი გადაეცემა სს „ენერგო პრო ჯორჯია“-ს, ეს უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით, ვინაიდან დღგ ჩათვლილია სასტუმროს მთლიან ქონებაზე.
3) როდესაც მოხდება ელ. ჯიხურის გადაცემა სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის, ცხადია, ეს გადაცემა თან „წაიყოლებს“ მიწის ნაწილსაც. ვინაიდან ელ. ჯიხური – ცალკე მდგომი ნაგებობაა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, დადგინდება, თუ მიწის რა ფართობი იყო მისი წილხვედრი, ანუ რა ფართობით შემცირდება თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. გადაცემული და საკუთრებაში დარჩენილი მიწის ფართობების პროპორციის მიხედვით, გაანგარიშდება გადაცემული მიწის ღირებულება.
ამასთან, მიწაზე ჩათვლილი დღგ არ უნდა აღადგინოთ, რადგან სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სთვის ზემოაღნიშნული ქონების გადაცემა – დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...