Homeკითხვა-პასუხიდღგ-ისგან გათავისუფლებულია იმპორტი (სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, გლუკომეტრები), რომელიც არის არასამედიცინო ორგანიზაციის...

დღგ-ისგან გათავისუფლებულია იმპორტი (სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, გლუკომეტრები), რომელიც არის არასამედიცინო ორგანიზაციის მიერ იმპორტირებული. მისი შემდგომი მიწოდება: ა) ფიზიკურ პირებზე; ბ) აფთიაქებზე; გ) სამედიცინო კლინიკებზე, იბეგრება თუ არა დღგ-ით?

Published on

spot_img

კითხვა: დღგ-ისგან გათავისუფლებულია იმპორტი (სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, გლუკომეტრები), რომელიც არის არასამედიცინო ორგანიზაციის მიერ იმპორტირებული. მისი შემდგომი მიწოდება: ა) ფიზიკურ პირებზე; ბ) აფთიაქებზე; გ) სამედიცინო კლინიკებზე, იბეგრება თუ არა დღგ-ით?

პასუხი: სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და გლუკომეტრების იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან სსკ 173-ე მუხლის „საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება“ „გ“ პუნქტის მიხედვით:
დღგ-ისგან გათავისუფლებულია: „გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნ-ის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი“.
მათი შემდგომი მიწოდება ასევე გათავისუფლებულია დღგ-ისგან, რადგან სსკ 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ღ“ პუნქტის თანახმად განსაზღვრულია:
„1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:…
ღ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...