Homeკითხვა-პასუხიკაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის...

კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?

Published on

spot_img

კითხვა: კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?

პასუხი: სსკ 101-ე მუხლის თანახმად:
„1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

  1. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:…
    ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით“.
    მოცემულ შემთხვევაში, კაზინოს მომხმარებლების მიერ ამ სახით დატოვებული ფული („ფიშკების“ სახით) მართალია განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის, მაგრამ რადგან ეს ფული მოქცეულია კაზინოს განკარგვაში, აღრიცხულია მის ბუღალტერიაში (სავარაუდოდ) და მის მიერვე ნაწილდება თანამშრომლებზე, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამ თანამშრომლების მიერ მიღებული დამატებითი საზღაური დაქირავებით შესრულებული სამუშაოდან. შესაბამისად, ეს საზღაური უნდა დაიბეგროს როგორც ხელფასი, საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო სავალდებულო დაზღვევის შენატანებით.
    კითხვის ავტორისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს მსგავს საკითხზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 ივლისის №15966 გადაწყვეტილება – https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/9449fa8f-46ef-4229-871b-ecdbe3ed18a2, ასევე საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №bs-795(2k-21) – https://www.supremecourt.ge/ka/fullcase/33274/0.
    ჩვენი ეს პასუხი, ისევე როგორც საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ეფუძნება კაზინოს საქმიანობის სპეციფიკას. ის არ უნდა იქნეს გაგებული განზოგადებული სახით სხვა სახის საქმიანობისთვის, რადგან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბიზნესის სპეციფიკა, თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ა.შ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...