Homeკითხვა-პასუხიელექტრომიმწოდებელი კომპანიისათვის რაღაც მოცულობის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა უსასყიდლოდ.საგადასახადო მიზნებისთვის ალბათ არ დაიბეგრება,...

ელექტრომიმწოდებელი კომპანიისათვის რაღაც მოცულობის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა უსასყიდლოდ.საგადასახადო მიზნებისთვის ალბათ არ დაიბეგრება, რადგან რამე ხარჯის გაწევას ადგილი არ ჰქონია.რა მოსაზრება გექნებათ ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის?

Published on

spot_img

კითხვა: ელექტრომიმწოდებელი კომპანიისათვის რაღაც მოცულობის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა უსასყიდლოდ.
საგადასახადო მიზნებისთვის ალბათ არ დაიბეგრება, რადგან რამე ხარჯის გაწევას ადგილი არ ჰქონია.
ამ მიწოდებიდან წარმოქმნილი ფინანსური სარგებელი საბაზრო ფასით უნდა იქნეს აღიარებული? თუ ასეთი ფასით: საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც დგინდება ყოველთვიურად და ამ ტარიფით ხდება ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) მიერ ელექტროენერგიის იმ ნაწილის მიწოდება, რომელიც პირდაპირი ხელშეკრულებებით არ შესყიდულა?
რა მოსაზრება გექნებათ ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის? კომპანია იყენებს სრულ ფასს-ებს.

პასუხი: ელექტროგამანაწილებელი კომპანიისათვის შესყიდული ელექტროენერგია ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით წარმოადგენს საქონელს (მარაგს). იგივეა საგადასახადო აღრიცხვის მიზნებისთვისაც, რაც აღნიშნულია სსკ მე-13 მუხლის 1-ლ ნაწილში:
„1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი“.
შესაბამისად, შესყიდული ელექტროენერგიის ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოყენებული უნდა იყოს ბასს 2 „მარაგები“ (ვინაიდან კომპანია სრულ ფასს-ებს იყენებს), კერძოდ კი მისი მე-9 მუხლი „მარაგის შეფასება“:
„9. მარაგის შეფასება ხდება მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ მისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგია (აქ ვგულისხმობთ, რომ მიწოდება ნამდვილად უსასყიდლო იყო და შეფარულ ბარტერულ გარიგებას არ აქვს ადგილი) უნდა აღრიცხოს მხოლოდ რაოდენობრივად, ნულოვანი ღირებულებით, რადგან ამ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება – 0 ლარია.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...