კინომოყვარულთა უმეტესობისთვის დასახელება Nეტფლიხ („ნეტფლიქსი“) სიტყვა „სერიალთან“ ასოცირდება. გასაგებიცაა – ამ ბრენდის სტრიმინგული პლატფორმა (პირდაპირი ინტერნეტმაუწყებლობის უზრუნველყოფა) რეგულარულად ახორციელებს მთელ მსოფლიოში პოპულარულ პროექტებს. ყოველწლიურად იზრდება კომპანიის შემოსავლები. გასულ წელს, „ნეტფლიქსის“ შემოსავალმა 39 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება; წმინდა მოგება 8,71 მილიარდი დოლარია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 61%-ით მეტია; აბონენტების რაოდენობამ კი 282 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი. შევეცდებით ამ ბიზნეს-ტრენდის წარმატების საიდუმლოს ჩავწვდეთ. მოგითხრობთ კომპანიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებზე, მათ დამაარსებლებსა და იმაზე, თუ რა განასხვავებს „ნეტფლიქსის“ სტრიმინგს სხვა მსგავსი სერვისებისგან.
„ნეტფლიქსის“ შექმნის ისტორია
კომპანია ორმა კალიფორნიელმა (აშშ) მეწარმემ რიდ ჰასტინგსმა (Reed Hastings) და მარკ რენდოლფმა (Mark Randolph) 1997 წლის 29 აგვისტოს შექმნეს. პირველი რამდენიმე წელი ეს იყო DVD-დისკების გამქირავებელი სერვისი. ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გამოჩნდა სტრიმინგული პლატფორმა.
თავად დისკების გაქირავების იდეა საიდან გაჩნდა, ამაზე მედიას ერთი „ლამაზი“ ვერსია აქვს. თითქოს ჰასტინგსს, ნაქირავები დისკის დროულად დაბრუნება დაავიწყდა, რისთვისაც ჯარიმის გადახდა მოუწია. ჰოდა, მანაც ასეთივე სერვისის, თუმცა უფრო ლმობიერი პირობებით, დაფუძნება გადაწყვიტა. რასაც ორივე დამფუძნებელი საჯაროდ და ერთხმად აცხადებს ისაა, რომ სტარტაპის პროექტი რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ შედგა და ბიზნესიც წამოიწყეს.
რიდმა და მარკმა დროულად შენიშნეს ინტერნეტ-კომერციის პოტენციალი, რომელსაც გასული საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ საფუძვლები ეყრებოდა. ისინი ბიზნეს-იდეის ძიებაში იყვნენ და მოიფიქრეს საიტის შექმნა, საიდანაც DVD-დისკებით ფილმების ქირაობა მოხდებოდა. კომპანიის სახელიც Nეტ-ისა (ინტერნეტ-ის შემოკლებული ვარიანტი) და ფლიხ-ის (ფლიცკს (ინგლ. ფილმები) სლენგური ვერსია) შეერთებით მიიღეს.
„ნეტფლიქსის“ დამფუძნებლები
რიდ ჰასტინგსი – 1988 წელს დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხით. სტუდენტობიდანვე ოცნებობდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბიზნესის წარმოებაზე. 1991 წელს მან დააფუძნა კომპანია Pურე შოფტწარე, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას აკეთებდა. ეს კომპანია უფრო მსხვილი მასშტაბების მქონე კონკურენტმა შეიერთა.
1999-2023 წლებში ჰასტინგსი „ნეტფლიქსის“ გენერალური დირექტორი იყო. იგი პარალელურად აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაება: კალიფორნიის შტატში საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაერთო და არაკომერციულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა.
მარკ რენდოლფი – მას საუნივერსიტეტო არა, მაგრამ ჰამილტონ-კოლეჯში მიღებული გეოლოგის ხარისხი აქვს. თუმცა, პროფესიით წამიც არ უმუშავია. მარკს თავიდანვე ციფრული ტექნოლოგიები აინტერესებდა და კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კომპანია ჩჰერრყ Lანე Mუსიც-ის საფოსტო გზავნილების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. აქ მიღებული გამოცდილება მოგვიანებით „ნეტფლიქსში“ დიდად გამოადგა.
1988-1995 წლებში რენდოლფი სილიკონის ველის რამდენიმე პროექტში მუშაობდა. 1996 წელს საქმიანობას კომპანია Pურე შოფტწარე-ში შეუდგა, სადაც მფლობელი და მმართველი რიდ ჰასტინგსი იყო. სწორედ ამ კომპანიის გაყიდვის შემდეგ გაუჩნდათ რიდს და მარკს ერთობლივი ბიზნესის წამოწყების იდეა. ასე ჩაეყარა საფუძველი „ნეტფლიქსს“.
„ნეტფლიქსიდან“ 2002-ში წასვლის შემდეგ რენდოლფი ინტენსიურად თანამშრომლობდა სტარტაპებში. ამჟამად იგი ახალგაზრდა მეწარმეებს უწევს კონსულტაციებს და მათ ბიზნესის სხვადასხვა ეტაპებამდე მიყვანაში უწყობს ხელს.
„ნეტფლიქსის“ განვითარების ძირითადი ეტაპები
1997 წელი – კომპანიის დაარსება. „ნეტფლიქსი“ 1997 წლის 29 აგვისტოს, კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ სკოტს-ველში შეიქმნა. დამფუძნებელთა ბიზნეს-კონცეფცია: ინტერნეტ-საიტი, რომლის მეშვეობით კინომოყვარულები DVD-დისკზე ჩაწერილ მათთვის სასურველ ფილმებს საფოსტო გზავნილის სახით მიიღებდნენ. პარტნიორებისთვის უმთავრესი მოტივატორი Aმაზონ-ის გამოცდილება იყო, რომელიც ინტერნეტით უკვე საკმაოდ წარმატებულად ჰყიდდა წიგნებს („ამაზონმა“ 1997 წლის ბოლოსკენ დაიწყო მუსიკალური და ვიდეო პროდუქციის დამატება, თუმცა ეს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული იყო). რენდოლფს თავიდანვე სჯეროდა, რომ ელექტრონული კომერცია აქტიურად განვითარდებოდა და აუცილებელი იყო პერსპექტიული სეგმენტის დაბევება.
იმ პერიოდში მოქმედი ბევრი ინვესტორი ეჭვის თვალით უყურებდა ელექტრონული ფორმატით აწყობილი გაქირავების სერვისის წარმატებას. ამიტომ სტარტაპს, ფინანსების მოძიების მხრივ, ერთგვარი სირთულეები შეექმნა. შედეგად, ჰასტინგსმა პროექტში საკუთარი სახსრები სრულად დააბანდა, ხოლო დანარჩენი თანხა რენდოლფის დედამ მოიძია.
გადასაჭრელი იყო ერთი ტექნიკური საკითხი: ბიზნესმენები ეჭვობდნენ, რომ საფოსტო სამსახური დისკებს კლიენტებამდე დაუზიანებლად მიიტანდა. ამიტომ მცირე ექსპერიმენტის ჩატარება გახდა საჭირო: 1997 წლის გაზაფხულზე, ჰასტინგსმა მეზობელი ქალაქიდან საკუთარ მისამართზე მუყაოს კონვერტში ჩადებული DVD-დისკი გააგზავნა. როცა გზავნილმა იდეალურ მდგომარეობაში ჩააღწია ადრესატამდე, პარტნიორები საბოლოოდ დარწმუნდნენ იდეის სიცოცხლისუნარიანობაში.
1997 წლის ზაფხულში, „ნეტფლიქსში“ გამოჩნდა გაქირავებისთვის განკუთვნილი პირველი DVD-კატალოგი – სიაში სულ 925 ფილმი იყო.
1999 წელი – გამოწერის ფორმატზე გადასვლა. კლიენტები უკვე თითოეულ დისკში კი არ იხდიდნენ ფულს, არამედ სერვისზე თვიურ წვდომას ქირაობდნენ. დროის ამ მანძილზე შეუზღუდავი იყო ფილმების ოდენობა.
ამავე წელს „ნეტფლიქსმა“ დაიწყო თანამშრომლობა DVD-ფლეერების მწარმოებლებთან. ფლეერების მყიდველი საჩუქრად იღებდა სამფილმიანი დისკის ქირაობას. აქციამ რამდენჯერმე გაზარდა „ნეტფლიქსის“ კლიენტების რაოდენობა.
2000 წელი – პერსონალური რეკომენდაციების დანერგვა. კომპანიის თანამშრომლები „მექანიკურად“ ახდენდნენ შეკვეთების ანალიზს და შემდგომი DVD-ის მიღებისას კლიენტი რეკომენდებული ფილმების ნუსხასაც იღებდნენ. ეს ინოვაცია წარმატების საწინდარი გახდა – კლიენტი ჩვეულებრივზე მეტ დისკებს იღებდა და კომპანიასთან უფრო დიდი ხნის ურთიერთობას ინარჩუნებდა. წლის ბოლოს „ნეტფლიქსს“ 300 ათასამდე გამომწერი ჰყავდა.
2001 წელი – „დოთკომ“-ის კრახით გამოწვეული ფინანსური სიძნელეები. კომპანიებს, რომელთა ბიზნესი ინტერნეტთან კავშირშია, სლენგით ზოგადად „დოთკომ“-ებს ეძახიან – ინგლისური „დოტ ცომ“-იდან.
2000-2001 წლებში შეერთებულ შტატებში ინტერნეტ-კომპანიები მასობრივად გაკოტრდნენ. ელექტრონული კომერციის მთელი ინდუსტრია მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. „ნეტფლიქსის“ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა თანამშრომელთა რაოდენობა მესამედით შეემცირებინა.
2002 წელი – IPO-ზე გასვლა, კომპანიიდან მარკ რენდოლფის წასვლა. წლის განმავლობაში კომპანიამ ფინანსური კრიზისი საბოლოოდ დაძლია. შეძლო აქციების NAშDAQ-ის ბირჟაზე განთავსება (აქციების პირველადი განთავსება – Iნიტიალ Pუბლიც Oფფერინგ) და მოიზიდა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები. „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა მარკ რენდოლფმა კომპანია დატოვა. მან არჩევანი სტარტაპების სასარგებლოდ გააკეთა.
2003 წელი – მემილიონე გამომწერი. აშშ-ში DVD-ფლეერები გაიაფდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა; ამიტომ გაიზარდა დისკებზე მოთხოვნა. ამ წელს კომპანიამ პირველი მსხვილი მოგება მიიღო – 6,5 მილიონი დოლარი.
2004-2006 წლები – DVD-გაქირავების განვითარება. 2006 წლისთვის კომპანიის კატალოგში 35 ათასი ფილმი იყო, საიტით კი 5 მილიონი გამომწერი სარგებლობდა.
2007 წელი – სტრიმინგული სერვისის გაშვება. ფართოზოლიანი ინტერნეტის გამოჩენამ ვიდეოს ნაკადური აღქმის ტექნოლოგია გახადა აქტუალური. კინოს საყურებლად საჭირო აღარ იყო ფილმის ჩამოტვირთვა ან მისი DVD-ზე ჩაწერა. „ნეტფლიქსმა“ დისკების გაქირავების მომსახურების პარალელურად, სტრიმინგული სერვისის განვითარება დაიწყო.
კომპანიამ განახორციელა პერსონალური რეკომენდაციების სისტემის ავტომატიზირება და სტრიმინგთან მისი ადაპტირება მოახდინა. შედეგად შეიქმნა უნიკალური ალგორითმი ჩინემატცჰ-ი. ესაა პროგრამა, რომელიც მომხმარებლის გემოვნებას ითვალისწინებს და მისგან ნანახი ფილმების საფუძველზე ახალი არჩევანისთვის რეკომენდაციებს ამზადებს.
2008 წელი – პირველი კონკურენტის გამოჩენა. მუშაობა დაიწყო კიდევ ერთმა სტრიმინგულმა პლატფორმამ – კომპანია Dისნეყ-მ აამუშავა სერვისი Hულუ. კონკურენტთან ბრძოლაში „ნეტფლიქსმა“ აქცენტი მისი სერვისით მაქსიმალურად მეტი მოწყობილობიდან სარგებლობაზე გააკეთა. საამისოდ მან თანამშრომლობა დაიწყო ელექტრონიკის მწარმოებლებთან. „ნეტფლიქსზე“ კინოს ყურების ფუნქციები გამოჩნდა Xბოხ360-ის სათამაშო კონსოლზე, Bლუ-რაყ-ს ფლეერებსა და ზოგიერთ თV-სეტ-ტოპ ბოქსებზე.
2010 წელი – საერთაშორისო დონეზე გასვლა. პლატფორმამ კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ლათინურ ამერიკისა და სკანდინავიის ქვეყნებში დაიწყო მუშაობა. გამოჩნდა მობილური აპლიკაციები. სტრიმინგის საერთო რიცხვმა 10 მილიონ ადამიანს მიაღწია.
2013 წელი – ორიგინალური კონტენტის წარმოების გაშვება. „ნეტფლიქსი“ იწყებს საკუთარი სერიალების გადაღებას. „ბანქოს სახლი“ (Hოუსე ოფ ჩარდს) წლის სენსაცია ხდება. იგი „გრემის“ სამ პრემიას ეუფლება, რაც ამერიკელ რეჟისორთა და პროდიუსერთა ნეგატიურ რეაქციას იწვევს. მაგალითად, სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ არ შეიძლება სტრიმინგული სერვისის ჰოლივუდურ პროდუქციასთან ერთ რიგში დაყენება.
2015 წელი – Mარველ-თან კონტრაქტის გაფორმება. „ნეტფლიქსის“ სტუდია იწყებს ამერიკული კომიქსების ინდუსტრიასთან თანამშრომლობას. მოხდა Mარველ-ის რამდენიმე ნაწარმოების ეკრანიზება, თუმცა, კომერციული წარუმატებლობის გამო პროექტი შეჩერდა.
2016 წელი – „ნეტფლიქსის“ ყველაზე პოპულარული პროექტის გაშვება. დაიწყო სერიალი „უცნაური ამბები“ (შტრანგერ თჰინგს), რომელიც დღემდე ითვლება ყველაზე წარმატებულ ორიგინალურ სტრიმინგულ პროექტად.
2017 წელი – პირველი „ოსკარი“. „ნეტფლიქსს“ ფილმისთვის „თეთრი ჩაფხუტები“ (თჰე ჭჰიტე Hელმეტს) ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ გადაეცა“.
2019 წელი – აშშ-ის ფარგლებს გარეთ კინოწარმოების დაწყება. კომპანიამ აამუშავა საწარმოო ბაზები ესპანეთში, კანადასა და ბრიტანეთში. ამავე წელს გამოდის სერიალი „ჯადოქარი“ (თჰე ჭიტცჰერ) და იგი ხდება პოპულარობით მეორე ნაწარმოები სტუდიის ანალოგიურ პროექტებს შორის „ძალიან უცნაური საქმეების“ შემდეგ;
2020 წელი – პანდემიისდროინდელი უსწრაფესი ზრდა. ლოკდაუნებმა და გადაადგილებების შეზღუდვამ ადამიანები იძულებული გახადა მეტი დრო შინ გაეტარებინათ. ამან სტრიმინგების მსურველთა აუდიტორია საგრძნობლად გაზარდა. წლის ბოლოს „ნეტფლიქსზე“ ფილმების მაყურებელთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონ ადამიანს გადააჭარბა;
2021 წელი – მობილური ტელეფონებისთვის თამაშების გაშვება. „ნეტფლიქსი“ ქმნის სათამაშო აპლიკაციებს სმარტფონებისთვის. იმავდროულად, კომპანია უახლოეს წლებში ასევე აანონსებს თამაშების გამოჩენას პერსონალური კომპიუტერებისა და კონსოლებისთვის;
2022 წელი – აქცენტი კორეული კონტენტის შექმნაზე. სამხრეთკორეული ვებ-სერიალი „კალმარის თამაშის“ (შქუიდ Gამე) წარმატების შემდეგ „ნეტფლიქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტრიმინგზე კიდევ უფრო მეტი იქაური ფილმი და სერიალები გამოჩნდება. მათ შორის გათვალისწინებულია ორიგინალური პროექტების გადაღებები.
2023 წელი – რიდ ჰასტინგსი თანამდებობას ტოვებს. იანვარში კომპანიის გენმდივანი აცხადებს, რომ „ნეტფლიქსის“ მართვის სადავეებს 2 ტოპ-მენეჯერს გრეგ პიტერსს (Gრეგ Pეტერს) და ტედ სარანდოსს (თედ შარანდოს) გადასცემს. ამ მომენტისთვის კომპანიის საქმეები ძალიან წარმატებით მიდის: შემოსავალმა და გამომწერთა რიცხვმა 2022 წელს მოლოდინს გადააჭარბა. ამან კი, უკვე 2023-ის აპრილში „ნეტფლიქსის“ აქციების ფასი თითქმის მეოთხედით გაზარდა.
იმავე წელს ისტორიული, თუმცა მეორე მხრივ „სევდიანი“ ფაქტი მოხდა. 29 სექტემბრიდან კომპანიამ ფოსტით DVD-დისკების გაგზავნის სერვისი შეწყვიტა. არსებობის განმავლობაში აღნიშნული სერვისით მომხმარებელმა 5 მილიარდზე მეტი დისკი მიიღო.
მაისში ცნობილი გახდა, რომ „ნეტფლიქსის“ დირექტორად ექშნ-პროექტების მიმართულებით, ცნობილი მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი დაინიშნა. სტუდიამ ამ ფაქტის საილუსტრაციოდ ორიგინალური კლიპი გაავრცელა: მსახიობი ოფისში ტანკით მივიდა და იქიდან გადმოსულმა ილაპარაკა მისი მისიის შესახებ კომპანიაში.
2024 წელი – ყველაზე მაღალრეიტინგული ტრანსლაციის ორგანიზატორი. 15 ნოემბერს, არლინგტონში (ტეხასის შტატი) მდებარე Aთ&თ სტადიონიდან, „ნეტფლიქსმა“ მოკრივეთა დაპირისპირების სატელევიზიო ტრანსლირება უზრუნველყო. იგი იმასთან ერთად, რომ საჩვენებელ დუელში ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ჩხუბი იყო, იმითაც გამოირჩა, რომ ტრანსლაციის პიკურმა აუდიტორიამ 65 მილიონი მაყურებელი შეადგინა. როგორც ირკვევა, წინა მსოფლიო რეკორდის მფლობელი იყო Dისნეყ+, რომლის მიერ 2023 წელს ტრანსლირებულ კრიკეტში მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 57 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
შარშანდელი ნოემბრის რეკორდულ ტრანსლირებაზე „ნეტფლიქსის“ მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ Aთ&თ-ს რინგზე საკრივო პაექრობების „საშუალო წუთობრივი აუდიტორია“ (Aვერაგე Mინუტე Aუდიენცე – AMA) 108 მილიონი მაყურებელი იყო.
20 დეკემბერს FIFA-მ გამოაცხადა, რომ 2027 (ბრაზილიაში) და 2031 წლებში გასამართი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპების ექსკლუზიური ტელემაუწყებელი აშშ-ში კომპანია Nეტფლიხ იქნება. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პლატფორმის სპორტული კონტენტის განვითარებაში.
2025 წელი – გამომწერთა რეკორდული მატება. იანვარში, კომპანიის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში „ნეტფლიქსის“ გამომწერთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა (უფრო ზუსტად, 21 იანვრის მონაცემით 301,6 მილიონი შეადგინა – ავტ.). ეს შესაძლებელი გახდა 2024 წლის მე-4 კვარტალში, გამომწერების რეკორდული (18,9 მილიონით) მატების ხარჯზე. სულ კი, შარშან ეს რიცხვი 41 მილიონით გაიზარდა.
მაისში, 2013 წლის შემდეგ პირველად, „ნეტფლიქსმა“ რედიზაინი გამოაცხადა. იგი მარტივი გახდა, ეკრანზე გამოტანილი მონაცემები მაყურებლისთვის უფრო შესამჩნევია და გვერდით მენიუში ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
„ნეტფლიქსის“ უახლესი გაზრდილი შემოსავლები და გამოწერის ღირებულება
2025 წლის 17 ივლისს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ნეტფლიქსის“ შემოსავლებმა მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში 16%-ით მოიმატა და 11,08 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, სუფთა მოგება 46%-ით გაიზარდა და 3,1 მილიარდი გახდა. კომპანიამ ასევე განაახლა საკუთარი წლიური პროგნოზი და დააზუსტა, რომ შემოსავალი 44,8-45,2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება (უწინდელი პროგნოზი 43,5-44,5 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა).
კომპანიის ოპერაციული მარჟა საანგარიშო პერიოდში 34,1%-ით (შარშან იგივე დროს 27,2%) გაიზარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა 2,3 მილიარდ დოლარამდე მოიმატა (შარშან 1,2 მილიარდი).
CNBC-ის ინფორმაციით, ეს უკვე მეორე კვარტალია, როცა „ნეტფლიქსი“ არ აქვეყნებს მონაცემებს გამომწერთა ოდენობის შესახებ. 2024 წლის გაზაფხულზე კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან არ გამოაქვეყნებდა გამომწერთა კვარტალურ მონაცემებს და ასრულებს კიდეც დანაპირებს. მაშინ ინვესტორებს რეკომენდაცია მიეცათ, პლატფორმის ავკარგიანობაზე ისეთი მაჩვენებლების მიხედვით ემსჯელათ, როგორებიცაა – შემოსავალი, ოპერაციული მოგება, თავისუფალი ფულადი ნაკადი და სხვ.
„ნეტფლიქსის“ მენეჯმენტი ასევე მიიჩნევს, რომ ფასთა ბოლო ცვლილებებზე გამომწერთა რეაქციამ მათი მოლოდინი გაამართლა – ბედნიერებისგან არავინ „მეცხრე ცამდე არ აფრენილა“ და ჩათრევას ისევ ჩაყოლა არჩიეს. აშშ-ის, კანადის, პორტუგალიისა და არგენტინის მომხმარებლებზე, ახალი საგადახდო ციკლიდან რეკლამებიანი ჩვენების თვიური გამოწერის ღირებულება 6,99-იდან 7,99 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სტანდარტული ურეკლამო გამოწერა – 15,49-იდან 17,99 დოლარამდე. გაძვირდა ყველაზე ძვირი პრემიუმ-პაკეტიც – 22,99-იდან 24,99 აშშ დოლარამდე.
შმაგო სორელი

