Homeკითხვა-პასუხითუ ქართული კომპანია სესხს იღებს უცხოური არასაბანკო კომპანიისაგან, ვალდებულია თუ არა ამ...

თუ ქართული კომპანია სესხს იღებს უცხოური არასაბანკო კომპანიისაგან, ვალდებულია თუ არა ამ სესხის მისაღებად აიღოს ნებართვა

Published on

spot_img

კითხვა: თუ ქართული კომპანია სესხს იღებს უცხოური არასაბანკო კომპანიისაგან, ვალდებულია თუ არა ამ სესხის მისაღებად (სესხის ოდენობა დიდია) აიღოს ნებართვა ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან, ან იუსტიციის სამინისტროსაგან, ან რომელიმე სხვა დაწესებულებისაგან? მაგალითად, ტაჯიკეთში, ასეთი ნებართვა მოითხოვება.

პასუხი: არც საქართველოს სამოქალაქო და არც საბანკო კანონმდებლობით, ასეთი ნებართვა არ მოითხოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიერ დაწესებულია მხოლოდ რამდენიმე სახის შეზღუდვა სესხებზე, რომლებიც განსაზღვრულია 625-ე მუხლით, მათ შორის, მისი მე-7 ნაწილით:
„7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი“.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქართულ ბანკს, სადაც თანხა უნდა ჩაირიცხოს, შეიძლება თავისი შიდა რეგულაციებით დაწესებული ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნები ამ სესხთან დაკავშირებით (მაგალითად, მოითხოვოს სესხის წერილობითი ხელშეკრულება).

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...