Homeკითხვა-პასუხიჩვენს კომპანიას მიღებული აქვს ლიზინგით აპარატურა. ვალდებული ვარ დავარიცხოთ ცვეთა?

ჩვენს კომპანიას მიღებული აქვს ლიზინგით აპარატურა. ვალდებული ვარ დავარიცხოთ ცვეთა?

Published on

spot_img

კითხვა: ჩვენს კომპანიას მიღებული აქვს ლიზინგით აპარატურა. ვალდებული ვარ დავარიცხოთ ცვეთა?

პასუხი: დიახ, უნდა დაარიცხოთ. ლიზინგით ანუ ფინანსური იჯარით მიღებული აპარატურა წარმოადგენს კომპანიის ძირითად საშუალებას (სრული ფასს-ების მიხედვით _ აქტივის გამოყენების უფლებას). ბალანსზე მისი აყვანის/აღრიცხვის შემდეგ, მას უნდა დაერიცხოს ცვეთა ჩვეულებრივი წესით, იმ თვიდან, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა. მაგალითად, მსს ფასს-ის 20.12 მუხლში მითითებულია: „ფინანსური იჯარის პირობით აღებულ აქტივს მოიჯარემ ცვეთა უნდა დაარიცხოს წინამდებარე სტანდარტის შესაბამისი განყოფილების მიხედვით, რომელიც შეეხება ამ ტიპის აქტივს. მაგალითად, მე-17 განყოფილება – „ძირითადი საშუალებები“, მე-18 განყოფილება – „არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა“, ან მე-19 განყოფილება – „საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი“.
ანალოგიურად, მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის 10.7 მუხლში აღნიშნულია:
„10.7. საიჯარო აქტივის შემდგომი შეფასება – მოიჯარემ იჯარით აღებულ აქტივს ცვეთა უნდა დაარიცხოს წინამდებარე სტანდარტის შესაბამისი განყოფილების (როგორც წესი, მე-7 განყოფილება _ „გრძელვადიანი აქტივები“) მიხედვით“.
იგივე მიდგომაა სრულ ფასს-ებშიც: ბასს 16 „ძირითადი საშუალებების“ 31-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „31. მოიჯარემ აქტივის გამოყენების უფლებაზე ცვეთის დასარიცხად უნდა გამოიყენოს ბასს 16 _ „ძირითადი საშუალებები“, წინამდებარე სტანდარტის 32-ე პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...