Homeკითხვა-პასუხიშპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობა, 2020 წლის 31 მარტიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი...

შპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობა, 2020 წლის 31 მარტიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი სესხები 1 000 000 EUR და 1 000 000 USD ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ პირზე – სხვა შპს-ზე. სესხის ვადა შეადგენდა 5 წელს, საპროცენტო განაკვეთი 12%, დარიცხული პროცენტის გადახდა მსესხებლის მხრიდან ხდებოდა კვარტალში ერთხელ.ვადის გასვლის გამო 2025 წლის 01 აპრილს აღნიშნული ხელშეკრულებები განახლდა, ისევ 5 წლით, შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი გახდა – 10%, პროცენტის გადახდის პირობა იგივე – კვარტალურად.ამასთან 2025 წლის აპრილში შპს-მ დამატებით გასცა გრძელვადიანი სესხი სხვა ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს-ზე 2 000 000 USD ოდენობით 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთი 10%, პროცენტის გადახდა ყოველთვიურად.

Published on

spot_img

კითხვა: შპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობა, 2020 წლის 31 მარტიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი სესხები 1 000 000 EUR და 1 000 000 USD ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ პირზე – სხვა შპს-ზე. სესხის ვადა შეადგენდა 5 წელს, საპროცენტო განაკვეთი 12%, დარიცხული პროცენტის გადახდა მსესხებლის მხრიდან ხდებოდა კვარტალში ერთხელ.
ვადის გასვლის გამო 2025 წლის 01 აპრილს აღნიშნული ხელშეკრულებები განახლდა, ისევ 5 წლით, შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი გახდა – 10%, პროცენტის გადახდის პირობა იგივე – კვარტალურად.

ამასთან 2025 წლის აპრილში შპს-მ დამატებით გასცა გრძელვადიანი სესხი სხვა ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს-ზე 2 000 000 USD ოდენობით 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთი 10%, პროცენტის გადახდა ყოველთვიურად.

ყველა სესხის გაცემის გადაწყვეტილება მიღებულია დამფუძნებელი კომპანიის და მისი მმართველი გუნდის მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებებით.
კომპანია 2024 წლიდან წარმოადგენს მეორე კატეგორიის საწარმოს და აღრიცხვა-ანგარიშგებას სრული ფასს-ების მიხედვით აწარმოებს.

კომპანიის 2024 წლის ამონაგები სავაჭრო საქმიანობიდან შეადგენდა 25 458 000 ლარს, ხოლო მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 880 000 ლარი.
კომპანიის 2025 წლის ამონაგები სავაჭრო საქმიანობიდან შეადგენდა 2 285 000 ლარს, ხოლო მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 992 000 ლარი.

1) კომპანია ხომ არ განიხილება სესხის გამცემ სუბიექტად ასეთ შემთხვევაში?

2) საპროცენტო შემოსავალი წარმოადგენს ამ კომპანიისთვის ფინანსურ შემოსავალს თუ ამონაგებს?

პასუხი: 1) სსკ მე-12 მუხლის 45-ე პუნქტის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტი (სგს) ასეა განმარტებული:
„45. სესხის გამცემი სუბიექტი – სესხის გამცემი სუბიექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად“.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტში მოყვანილი სგს-ის განმარტება კი ასეთია:…

სრულად პასუხის ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე 

(რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის)

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...