Homeკითხვა-პასუხიშპს-ის ბალანსზე გვაქვს ბორბლებიანი ტრაქტორი. შევიძინეთ საბურავების მთლიანი კომპლექტაცია და გამოვუცვალეთ მას...

შპს-ის ბალანსზე გვაქვს ბორბლებიანი ტრაქტორი. შევიძინეთ საბურავების მთლიანი კომპლექტაცია და გამოვუცვალეთ მას 4-ვე საბურავი, რისი საერთო ღირებულება 5000 ლარამდეა. ვფიქრობ, 21**-ანგარიშებს მივაკუთვნო ეს თანხა. თქვენ რას გვირჩევთ? შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით

Published on

spot_img

კითხვა: შპს-ის ბალანსზე გვაქვს ბორბლებიანი ტრაქტორი. შევიძინეთ საბურავების მთლიანი კომპლექტაცია და გამოვუცვალეთ მას 4-ვე საბურავი, რისი საერთო ღირებულება 5000 ლარამდეა. ვფიქრობ, 21**-ანგარიშებს მივაკუთვნო ეს თანხა. თქვენ რას გვირჩევთ? შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით.

პასუხი: საბურავები ავტომანქანისათვის არის ექსპლუატაციის პროცესში ბუნებრივად ცვეთადი ნაწილი, რომელიც რეგულარულად (ა/მ-ის განარბენიდან გამომდინარე) საჭიროებს შეცვლას. მსს ფასს პირდაპირ არ იძლევა დასმულ საკითხზე განმარტებას, მის 17.5 მუხლში წერია:
„17.5. ისეთი ელემენტები, როგორიცაა სათადარიგო ნაწილები, დამხმარე მოწყობილობები და ტექმომსახურებისა და რემონტისთვის განკუთვნილი მოწყობილობები აღიარდება წინამდებარე განყოფილების შესაბამისად, როდესაც ისინი აკმაყოფილებს ძირითადი საშუალების განმარტებას. სხვა შემთხვევაში, კლასიფიცირდება როგორც მარაგი“.
სათადარიგო და დამხმარე ნაწილები უმეტეს შემთხვევაში აღირიცხება როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მათი მოხმარებისას ასახვა (აღიარება) ხდება საწარმოს მოგება-ზარალში. ჩვენ სწორედ ასეთ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ აღნიშნული საბურავები (თითოეული საბურავის თვითღირებულება 1250 ლარია, რაც არ არის დიდი თანხა) მიეკუთვნოს მიმდინარე პერიოდის ხარჯებს, ანუ არ აღიარდეს ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში.
საკითხის მსგავსი გადაწყვეტაა მოცემული სრულ ფასს-ებშიც (შევნიშნავთ, რომ მსს ფასს მე-10 განყოფილების 10.6 პუნქტის თანახმად, თუ მსს ფასს-ში არაა მოცემული ნათელი მითითებები, საწარმოს შეუძლია 10.6 პუნქტის გამოყენებით, გაითვალისწინოს ფასს-ების სრული ვერსიის მოთხოვნები და მითითებები). კერძოდ, ბასს 16 „ძირითადი საშუალებების“ მე-12 მუხლის თანახმად, ძირითადი საშუალებების ყოველდღიური მომსახურების (აქ სიტყვა „ყოველდღიური“ არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს შესაბამისი მომსახურება მართლაც ყოველდღე გაიწევა. იგულისხმება, რომ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად) დანახარჯები, რომელშიც შეიძლება შედიოდეს მცირეფასიანი ნაწილების ღირებულებაც, აისახება როგორც მიმდინარე პერიოდის ხარჯები – ძირითადი საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...