Homeააფ-მედიამოსალოდნელია, რომ ლარი 2026 წლის განმავლობაში სტაბილური იქნება

მოსალოდნელია, რომ ლარი 2026 წლის განმავლობაში სტაბილური იქნება

Published on

spot_img

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდა ქართული ვალუტისადმი ნდობას აძლიერებს

ბევრი ფინანსისტის ვარაუდით, 2026 წელს ლარის სტაბილურობა, ფაქტობრივად, გარანტირებულია. ოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსი 2,62-2,65-იანი ნიშნულის ფარგლებში „იტრიალებს“. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება და არც პოლიტიკურ ესკალაციას ექნება ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეციალისტები დადებით ტენდენციას პროგნოზირებენ. მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მატულობს, რის პარალელურად ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგი ექსპერტები ამბობენ, ლარის კურსთან დაკავშირებით იმედს იძლევა „იგლ ჰილსის“ 6.6-მილიარდიანი პროექტიც, რადგან მისი დაწყებით დოლარის მნიშვნელოვანი მოცულობა წამოვა საქართველოში, რომელიც ადგილზე დაკონვერტირდება. თუმცა მასშტაბური პროექტის განხორციელების ვადები დაზუსტებული არ არის და როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებებიდან ირკვევა, საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელების პერიოდი დაახლოებით 7-10 წელია. ეს კი ყოველწლიურად უცხოური ვალუტის საგრძნობი რაოდენობის, თუმცა არა მასშტაბურ შემოდინებაზე მიანიშნებს. პარალელურად გამოწვევად რჩება გლობალური კატაკლიზმები, რაც ზოგადად რეგიონულ ვალუტებზე ნეგატიურად მოქმედებს და შესაძლოა, ლარი შეასუსტოს…

სტატიის სრულად სანახავად გამოიწერეთ ჟურნალი.

ტელ: 593-32-27-05, 599-11-10-01

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო სტატიები

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.