Homeკითხვა-პასუხითუ საერთაშორისო ჰოლდინგის მედიკამენტების რეგისტრაციის მომსახურებაზე (6110 ანგარიშზე გატარებით) ვიხდით მოგების გადასახადს,...

თუ საერთაშორისო ჰოლდინგის მედიკამენტების რეგისტრაციის მომსახურებაზე (6110 ანგარიშზე გატარებით) ვიხდით მოგების გადასახადს, მაშინ ფიზიკური პირი რომ გვემსახურება რეგისტრაციისთვის, ის ხარჯიც იგივე პრინციპით ხომ არ უნდა გატარდეს და დაიბეგროს მოგების გადასახადით?

Published on

spot_img

კითხვა: სამედიცინო საერთაშორისო ჰოლდინგის მედიკამენტებს საქართველოში უფასოდ ვარეგისტრირებთ ჩვენ (ამ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი ფირმის ფილიალი საქართველოში), რაზეც ვიხდით მოგების გადასახადს. სარეგისტრაციო მომსახურებას გვიწევს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელსაც ყოველთვიურად ვუხდით მომსახურების საფასურს, რასაც ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით.
თუ მედიკამენტების რეგისტრაციის მომსახურებაზე (6110 ანგარიშზე გატარებით) ვიხდით მოგების გადასახადს, მაშინ ფიზიკური პირი რომ გვემსახურება რეგისტრაციისთვის, ის ხარჯიც იგივე პრინციპით ხომ არ უნდა გატარდეს და დაიბეგროს მოგების გადასახადით?

პასუხი: როგორც ცნობილია, სსკ 98(3) მუხლის მიხედვით, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება, თუ ის გაწეულია არარეზიდენტებისათვის, ა(ა)იპ-ებისათვის და ფიზიკური პირებისთვის (ასევე, იმ კერძო სამართლის იმ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც არ იბეგრებიან მოგების გადასახადით „ესტონური მოდელით“), იბეგრება მოგების გადასახადით. სწორედ ამიტომ ბეგრავთ თქვენ მოგების გადასახადით მედიკამენტების რეგისტრაციის მომსახურებას, რომელსაც უფასოდ უწევთ აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიებს. დასაბეგრი თანხა ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება სსკ 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად:
„7. ამ კოდექსის 98(1)-98(4) მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს _ საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე“.
მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების მასშტაბის სიმცირიდან და ზუსტი ანალოგების არარსებობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, თუ რა არის ამ მომსახურების საბაზრო ფასი (რა კომპონენტები უნდა იქნეს მასში გათვალისწინებული), თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფასი არ უნდა იყოს უფრო ნაკლები თქვენ მიერ ამ მომსახურების შესრულებისთვის გაწეული პირდაპირი ხარჯებისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ამ ფიზიკურ პირს თქვენ ქირაობთ მედიკამენტების სარეგისტრაციო მომსახურების გასაწევად, მაშინ მისი დაქირავების დანახარჯები (ხელფასი და 2% სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანი, თუ ის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეა) უნდა დაემატოს მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიზიკური პირი, თავის მხრივ, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...