Homeკითხვა-პასუხიშპს-ის საწესდებო კაპიტალის დარეგისტრირება სამეწარმეო რეესტრში სავალდებულოა თუ არა?

შპს-ის საწესდებო კაპიტალის დარეგისტრირება სამეწარმეო რეესტრში სავალდებულოა თუ არა?

Published on

spot_img

კითხვა: შპს-ის საწესდებო კაპიტალის დარეგისტრირება სამეწარმეო რეესტრში სავალდებულოა თუ არა?

პასუხი: ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს საწესდებო კაპიტალის ცნებას. მისი შემცვლელი ტერმინია: განთავსებული კაპიტალი, რომელიც განმარტებულია მის 28-ე მუხლში:
„მუხლი 28. სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცნება
სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი არის სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა. განთავსებული კაპიტალი უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი, ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს აგრეთვე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას (გარდა სააქციო საზოგადოებისა) განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით“.
ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია:
„5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ წილების ოდენობას, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ სამეწარმეო საზოგადოებას საზღაური (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობას. ისინი გამოხატული უნდა იყოს პროცენტებით და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს;
ბ) არსებობის შემთხვევაში _ დაფუძნების მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი);
გ) არსებობის შემთხვევაში _ დაფუძნების მომენტისთვის გამოშვებული წილების ოდენობას, აგრეთვე ინფორმაციას მათი განთავსების შემთხვევაში კაპიტალში პარტნიორთა არსებული წილებისა და პროცენტული მონაწილეობის ხელახალი გადანაწილების თაობაზე;
დ) არსებობის შემთხვევაში _ წილების ნომინალურ ღირებულებას“.
ამავე კანონის 134-ე მუხლის „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალის“ თანახმად:
„1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი.

  1. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულის მქონე წილები, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
  2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი ეროვნულ ვალუტაში უნდა გამოისახოს.
  3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალის თავდაპირველი ოდენობა განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით. განთავსებული კაპიტალის ოდენობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ“.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს შემდეგი: ზოგადად, შპს-ს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი, მაგრამ თუ პარტნიორთა წილების ნომინალური ღირებულებებები განსაზღვრულია, მაშინ მას აქვს განთავსებული კაპიტალი, რომელიც ამ წილების ნომინალური ღირებულებების ჯამის ტოლია, და ეს წარმოადგენს პარტნიორთა შეთანხმების საგანს.
    ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში „რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია“ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ „1. ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს“, სრულიად აშკარაა, რომ თუ შპს-ს აქვს განთავსებული კაპიტალი, მისი თავდაპირველი და შემდგომი (ცვლილებების შემდეგ, თუ ცვლილება მოხდა) სიდიდეები ასახული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
    ამ ფონზე, საკვირველია, რომ ზოგიერთი ამტკიცებს (თუმცა გაუგებარია რის საფუძველზე), რომ თითქოს შპს-ისთვის განთავსებული კაპიტალის (როცა ის აქვს შპს-ს) რეგისტრაცია რეესტრში არ არის სავალდებულო. ისინი რეესტრში, შპს-ის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამის გრაფაში არეგისტრირებენ: „განთავსებული კაპიტალი _ არ არის განსაზღვრული“, რაც შეუსაბამოა კანონთან, რადგან ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ განთავსებული კაპიტალი 0-ის ტოლად არის გამოცხადებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგადად, შპს-ს შეუძლია ჰქონდეს ნულოვანი განთავსებული კაპიტალი, მაგრამ როცა განთავსებული კაპიტალი ნულის ტოლი არ არის და რეესტრში კი რეგისტრირებულია „განთავსებული კაპიტალი _ არ არის განსაზღვრული“, ეს არასწორია!
    ამ კანონის მე-13 მუხლის თანახმად:
    „6. მეწარმის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია ამ კანონით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი მონაცემების რეესტრისთვის მიწოდებისთვის. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით“.
    შესაბამისი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177(16) მუხლით:
    „1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა –
    გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას.
  4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის გაფრთხილებიდან 1 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება _
    გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
  5. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან. ერთიან ელექტრონულ პორტალზე ქვეყნდება აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
  6. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.
  7. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...