Homeკითხვა-პასუხიძირითად საშუალებას (შენობას) ვარიცხავთ ფინანსურ ცვეთას. შეგვიძლია თუ არა ფინანსური ცვეთა გავზარდოთ...

ძირითად საშუალებას (შენობას) ვარიცხავთ ფინანსურ ცვეთას. შეგვიძლია თუ არა ფინანსური ცვეთა გავზარდოთ და როგორ? თუ შესაძლებელია მოგვაწოდოთ რეკომენდაცია

Published on

spot_img

კითხვა: ძირითად საშუალებას (შენობას) ვარიცხავთ ფინანსურ ცვეთას. მას შემდეგ, რაც მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება გაუტოლდა 100000 ლარს, 2017 წლიდან ვარიცხავთ 2500 ლარს (40 წელი) წრფივი მეთოდით, რათა არ მოხდეს შემოსავლებზე წელიწადში დაახლოებით 30000 ლარით ხარჯების გადამეტება. შემოსავლების აბსოლუტური უმეტესობა გაიცემა ხელფასად. გადავწყვიტეთ, ავაფასოთ შენობა. შეგვიძლია თუ არა ფინანსური ცვეთა გავზარდოთ და როგორ? თუ შესაძლებელია მოგვაწოდოთ რეკომენდაცია, იგივე პროპორციით (40 წელი) ხომ არა, ან ხომ არ შეგვიძლია გადავიდეთ საგადასახადო ცვეთის დარიცხვაზე ნარჩენ ღირებულებაზე ცვეთის დარიცხვის გამოყენებით?

პასუხი: ძირითადი საშუალების ცვეთის მეთოდი და სასარგებლო სამსახურის ვადა (რაზეც არის დამოკიდებული ცვეთის სიდიდე) წარმოადგენს საწარმოს გადასაწყვეტ საკითხს, ანუ მისი სააღრიცხვო შეფასებაა, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს პერიოდულად. შესაბამისად, ზოგადად თუ ვიტყვით, საწარმოს უფლება ჰქონდა მოეხდინა ხელახალი სააღრიცხვო შეფასება და თუ იმ დროს, როდესაც ამ ძირითადი საშუალების (შენობის) ნარჩენი ღირებულება (აქ ძირითადი საშუალების ნარჩენ ღირებულებაში იგულისხმება თვითღირებულება მინუს ცვეთა) 100000 ლარი გახდა, მისი ცვეთა გაეგრძელებინა ამ თანხიდან წრფივი მეთოდით იმდენი ხნის განმავლობაში (ამ შემთხვევაში _ 40 წელი), რა ვადითაც, მისი გონივრული განსჯით, ის კვლავ იქნებოდა ექსპლუატაციაში.
რაც შეეხება ქონების აფასებას, ამის უფლება საწარმოს აქვს მაშინ, თუ ის ძირითადი საშუალებების აღრიცხვის გადაფასების მოდელზეა (ძირითადი საშუალებების აღრიცხვისთვის გამოიყენება თვითღირებულების მოდელი თუ გადაფასების მოდელი, ეს არის საწარმოს არჩევანი ანუ მისი სააღრიცხვო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია). თუ თვითღირებულების მეთოდზეა, მაშინ მას ამის უფლება არ აქვს (არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საწარმო პირველად გადადის მსს ფასს-ზე ან სრულ ფასს-ებზე, თუმცა ეს ალბათ არ არის მოცემული სიტუაციის შესაბამისი). გადაფასების მოდელის გამოყენების შემთხვევაში, ძირითადი საშუალების ახალი (გადაფასებული) საბალანსო ღირებულება უნდა იყოს მისი სამართლიანი ღირებულება და კომპანიის მოტივაციასთან, თუ რამდენად უნდა მას ცვეთის თანხის გაზრდა, არ არის შემხებლობაში.
ე.წ. „საგადასახადო ცვეთის“ (სსკ 111-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული) მეთოდი ფინანსურ აღრიცხვაში გამოსაყენებლად მიუღებელია, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ცვეთის დარიცხვის კლებად ნაშთთა მეთოდი (რომელიც მას წააგავს), რომლის შესახებ აღნიშნულია მსს ფასს-ის მე-17 განყოფილების 17.22 და ბასს 16-ის 62-ე მუხლებში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...