Homeკითხვა-პასუხიღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი და ააშენა სასტუმრო. შემდეგ დაფუძნდა ახალი...

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი და ააშენა სასტუმრო. შემდეგ დაფუძნდა ახალი შპს, რომლის კაპიტალშიც შევიდა სასტუმროს შენობა. გვინდა სასტუმროს ასაშენებლად აღებული ბანკის სესხი გადავიტანოთ ახალ შპს-ზე. როგორი ფორმით შეიძლება ამ ტრანზაქციის განხორციელება, რას გვირჩევთ?

Published on

spot_img

კითხვა: ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი და ააშენა სასტუმრო. დასაწყისში (რამდენიმე თვე) ღვინის წარმოება და სასტუმრო ფუნქციონირებდა ერთი შპს-ის სახელით.
სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დაფუძნდა ახალი შპს, რომლის კაპიტალშიც შევიდა სასტუმროს შენობა.
გვინდა სასტუმროს ასაშენებლად აღებული ბანკის სესხი გადავიტანოთ ახალ შპს-ზე (სასტუმროს მმართველ შპს-ზე). როგორი ფორმით შეიძლება ამ ტრანზაქციის განხორციელება, რას გვირჩევთ?

პასუხი: ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ აშენებული, საბანკო სესხით დაფინანსებული სასტუმროს შეტანა ახალდაფუძნებული შპს-ის კაპიტალში სრულიად გასაგები ტრანზაქციაა, მაგრამ ეს, ცხადია, ავტომატურად არ ცვლის საბანკო სესხის ხელშეკრულების პირობებს. იმისათვის, რომ საბანკო სესხი გადაფორმდეს ახალდაფუძნებულ შპს-ზე, ამისათვის აუცილებელია ბანკის თანხმობა და სესხის ხელშეკრულებაში თანხის მსესხებლის (ღვინის კომპანიის) ჩანაცვლება ახალი შპს-ით. თუმცა, არ ვართ დარწმუნებული, რომ ბანკი ამ თანხმობას გასცემს, რადგან შეიძლება მან მიიჩნიოს, რომ ამ შემთხვევაში გაუარესდება სესხის სრულად და დროულად დაფარვის ალბათობა.
ბანკის უარის შემთხვევაში, ჩვენთვის ძნელი სათქმელია, თუ რა შეიძლება იყოს ოპტიმალური ქმედება ღვინის კომპანიისთვის, რათა საბანკო სესხის ხარჯები ახალ (სასტუმროს მმართველ) შპს-ს დააკისროს. მაგალითად, ერთ-ერთი შესაძლო ქმედება შეიძლება იყოს ახალი შპს-დან მოგების რეგულარული გატანა დივიდენდების სახით, მაგრამ საამისოდ, ამ ახალ შპს-ს სათანადო ოდენობით მოგება უნდა ჰქონდეს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...