Homeკითხვა-პასუხისააქციო საზოგადოებაში დირექტორის მოადგილემ ავანსად აიღო 5 თვის ხელფასი. თანხა დაიბეგრა გადახდის...

სააქციო საზოგადოებაში დირექტორის მოადგილემ ავანსად აიღო 5 თვის ხელფასი. თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. 2 თვის შემდეგ, დააბრუნა 3 თვის ხელფასი. უკან დაბრუნებული თანხით უნდა მოხდეს თუ არა გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება (შემცირება)? უკან დაბრუნებული თანხა სესხად ხომ არ უნდა განვიხილოთ და ხომ არ ჩაითვლება უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად?

Published on

spot_img

კითხვა: სააქციო საზოგადოებაში დირექტორის მოადგილემ 2025 წლის ივლისის თვეში ავანსად აიღო 5 თვის ხელფასი, პირობითად 25000 ლარი. თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. სექტემბრის თვეში აღნიშნულმა თანამშრომელმა უკან დააბრუნა 3 თვის ხელფასი 15000 ლარი.
თქვენ მიერ ადრე ერთ-ერთ ნაპასუხებ კითხვაში აღნიშნულია, რომ შრომის კოდექსი არ ზღუდავს სამი თვის ხელფასის გაცემას, თუ ის არადაბრუნებადია. მაგრამ, გარდა ზემოხსენებულისა, გთხოვთ, გვითხრათ:
1) უკან დაბრუნებული თანხით უნდა მოხდეს ივლისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება (შემცირება)? თუ არა, მაშინ ხელახლა რომ გავცემთ ხელფასს, აღარ უნდა დავბეგროთ შესაბამის თვეში? არასწორ დეკლარირებაზე ხომ არ დავჯარიმდებით?
2) უკან დაბრუნებული თანხა სესხად ხომ არ უნდა განვიხილოთ და ჩავსვათ ივლისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში? თუ გაცემის მომენტში არ ვიცოდით, რომ დააბრუნებდა, მაინც სესხად უნდა მივიჩნიოთ?
3) იმ შემთხვევაში, თუ სესხად ვაღიარეთ დაბრუნებული თანხის ნაწილი, აღნიშნული სესხი ხომ არ ჩაითვლება უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და მასზე დარიცხული საბაზრო პროცენტი დაიბეგრება მოგების გადასახადით? თუ, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით სსკ 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიზნებისთვის 20%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით?

პასუხი: 1)-2) 5 თვის ხელფასის ავანსად გაცემა თავისთავად არაორდინალური ხდომილებაა. თუ მოგვიანებით 3 თვის ხელფასის ავანსი მან დააბრუნა, ეს ფაქტობრივად სწორედ იმას ნიშნავს, რომ მას ამ 3 თვის ხელფასის ავანსი კი არ აუღია, არამედ სწორედაც რომ სესხი მიუციათ მისთვის. „გაცემის მომენტში არ ვიცოდით, რომ დააბრუნებდა“ – ძალიან არადამაჯერებლად შეიძლება ჟღერდეს საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სწორი ქმედებაა, თანხის მომხდარი ფაქტის დაბრუნების გათვალისწინებით, მოხდეს ივლისის თვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციის დაზუსტება. 2 თვის ხელფასის ავანსი _ 10000 ლარი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით როგორც ხელფასი, ხოლო დანარჩენი 15000 ლარი დაიბეგრება მოგების გადასახადით როგორც სესხი.
3) დიახ, 15000 ლარი უნდა ჩაითვალოს უპროცენტო სესხის გაცემად, ანუ თანამშრომლისთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად. ამ შემთხვევაში, სესხის ძირი იბეგრება მოგების გადასახადით დროებით, მის დაბრუნებამდე (სსკ 98(2) მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტისა და მე-8 ნაწილის თანახმად), ხოლო ყოველთვიური საბაზრო პროცენტის თანხა, რომელსაც სესხის მიმღები თანამშრომელი არ გადაიხდის, დაიბეგრება არა მოგების გადასახადით, არამედ საშემოსავლო გადასახადით, სსკ 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვით ხელფასთან გათანაბრებული განაცემია: „ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა“. ამასთან, თანამშრომლის შემთხვევაში ეს საპროცენტო განაკვეთი დაბეგვრის მიზნით მუდამ უნდა იქნეს განხილული წლიურ 20%-ად (გარდა რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ საკუთარი დაქირავებულისათვის საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას), რადგან ეს სწორედ ასეა დადგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის #34 ბრძანების „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ 1-ლი პუნქტის თანახმად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...