Homeააფ-მედიასაგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: იანვარი-2026

საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: იანვარი-2026

Published on

spot_img

სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების შესახებ
– 2026 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე” მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის #304 დადგენილებაში, რომლითაც იცვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
იკრძალება სეს ესნ-ის 3917 _ სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების თუ ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადება, სადაც სავალდებული წესით შეიტანება ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.


იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებულ სასურსათო კონტეინერებს/ჭიქებს ან მათ თავსახურებს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან უკან გაბრუნებას ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯზე.


ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, კვოტირების წესის შესახებ


_ 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მთავრობის 31.12.2025-ის #652 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/ შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი.


მოცემული დადგენილება გამომდინარეობს 26.11.2025-ში მიღებული #1114-IVმს-XIმპ კანონით საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2.75 ლარისა).


დადგენილების მიხედვით, ყოველწლიური კვოტიდან, რომელიც შეადგენს 35 მილიონ კოლოფს/შეფუთვას, კვოტის მოთხოვნის უფლება აქვს პირს (ლიცენზიის მფლობელს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
– აწარმოებს სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებულ საქონელს.
– ფლობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „თამბაქოს წარმოების ლიცენზიას“.
– ირიცხება თამბაქოს მწარმოებელ პირთა რეესტრში, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ყოველწლიური კვოტა იყოფა 4 თანაბარ ლოტად.
თითოეული ლოტის ფარგლებში კვოტის გამოყოფის თაობაზე ლიცენზიის მფლობელი, ამ წესის დანართით გათვალისწინებული „სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე“ განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს:
ა) I ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 დეკემბრისა;
ბ) II ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 აპრილისა;
გ) III ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 ივლისისა;
დ) IV ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.
განცხადება უნდა მოიცავდეს:
– ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი).
– მოთხოვნას, კვოტის გამოყოფის/გაზრდის შესახებ.
– საქმიანობის (სიგარეტის წარმოება) მოკლე აღწერას.
– ინფორმაციას, წინა სამი კალენდარული თვის მდგომარეობით − სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის მოცულობის (კოლოფი/შეფუთვა) შესახებ.
– თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ნომერს/თარიღს.
განცხადებაში ხარვეზის შემთხვევაში პირს მისი აღმოფხვრა შეუძლია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ლოტის ფარგლებში გაუნაწილებელი კვოტისა და აუთვისებელი კვოტის ფარგლებში, კვოტის ოდენობა განისაზღვრება მისი გამოყოფის თაობაზე, განცხადების წარდგენის წინა 3 კალენდარული თვის ფარგლებში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციების მოცულობაში (კოლოფი/ შეფუთვა) თითოეული ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული, სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციების (კოლოფი/შეფუთვა) პროცენტული წილის პროპორციულად.
ამ პროპორციის გათვალისწინება ხდება, თუ განცხადებებით მოთხოვნილი კვოტების ჯამური მოცულობა აღემატება შესაბამისი გასანაწილებელი კვოტის მოცულობას.
თუ ლიცენზიის მფლობელი ლოტის განაწილების შემდეგ იწყებს სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული საქონლის წარმოებას, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, გაუნაწილებელი ლოტიდან გამოყოს კვოტა 300 000 კოლოფის/შეფუთვის ოდენობით.
თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ კვოტის ათვისება მოხდა შემდეგი ლოტის განაწილებამდე, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმდინარე კვოტის გაზრდის მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მომდევნო ლოტიდან წილის მისაღებად, მაგრამ არაუმეტეს მიმდინარე ლოტის ფარგლებში მის მიერ მიღებული კვოტის ოდენობისა.
საქართველოს კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები
_ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ 26.01.2026-მიღებულ #000388/21 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 1 თებერვლის #14/37 ბრძანებაში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 1 მარტიდან.
დაკორექტირებული რეგლამენტის მიხედვით მე-7 მუხლით, აუდიტის ფორმებში განსაზღვრულია, რომ აუდიტი განხორციელდება დასრულებული ან მიმდინარე საქმიანობის/პროექტის/პროგრამის შემოწმების ფორმით.
აუდიტის დაგეგმვა მოიცავს საჯარო სექტორის მონიტორინგის საფუძველზე სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შედგენას და მის ფარგლებში, წინასწარი შესწავლის საფუძველზე, ერთეული აუდიტის შემოწმების გეგმის შემუშავებას.
71 მუხლს დაემატა 72–76 მუხლები:
„მუხლი 7 2. აუდიტის დაწყება

  1. წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული აუდიტის დაწყების საფუძველია აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების შესახებ.
  2. აუდიტის დაწყების შესახებ წერილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, აუდიტის სახეობის გათვალისწინებით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: აუდიტის სახეობა, საგანი, მიზანი, პერიოდი, აუდიტის სტანდარტები და აუდიტის ჯგუფის წევრები.
    მუხლი 7 3. მონიტორინგის და აუდიტის შედეგების (შუალედური და საბოლოო) ფორმალიზება
  3. სამსახური უფლებამოსილია წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით მონიტორინგის განხორციელების პროცესში გამოვლენილ შესაძლო დარღვევა-ნაკლოვანებათა შესახებ ინფორმაცია პრევენციული რეაგირებისთვის გაუგზავნოს საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს.
  4. სამსახური უფლებამოსილია ერთეული აუდიტის დაგეგმვის მიზნით წინასწარი შესწავლის პროცესში ან აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების, ნაკლოვანებების შესაძლო ან დადგენილი ფაქტების შესახებ, შეადგინოს შუალედური რეპორტი და გაუგზავნოს აუდიტის ობიექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს, ან იმ ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
  5. აუდიტის დასრულების შემდეგ დგება აუდიტის პირველადი ანგარიში, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად აკუმულირდება ინფორმაცია აუდიტის შუალედურ რეპორტში მოცემული აუდიტის შედეგებისა და მათზე რეაგირების მდგომარეობის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  6. აუდიტის პირველადი ანგარიში შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით ეგზავნება აუდიტის ობიექტს. აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის პირველადი ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს.
  7. თუ აუდიტის ობიექტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს/მოსაზრებებს, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამტკიცებს აუდიტის საბოლოო ანგარიშს. აუდიტის ობიექტის მიერ
    შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აუდიტის ჯგუფთან ერთად, იხილავს აღნიშნულ შენიშვნებს/ მოსაზრებებს და ამტკიცებს აუდიტის საბოლოო ანგარიშს.
    მუხლი 7 4. აუდიტის ჩატარების სტანდარტები
  8. სამსახური აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას იყენებს აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებულ საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
  9. აუდიტის ჩატარების, აუდიტის ანგარიშის შედგენის, რეკომენდაციის შემუშავებისა და მისი შესრულების მდგომარეობის შესწავლის პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, საერთაშორისო სტანდარტებით და გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებული აუდიტის შესაბამისი მეთოდოლოგიით (სახელმძღვანელოთი).
    მუხლი 75. აუდიტის საბოლოო ანგარიშის გასაჩივრება
    აუდიტის ობიექტს უფლება აქვს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ვადაში და წესით გაასაჩივროს აუდიტის საბოლოო ანგარიში.
    მუხლი 7 6. აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნება
  10. აუდიტის ანგარიში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ პროაქტიულად ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე.
  11. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ვადაში აუდიტის ობიექტის მიერ ანგარიშის გასაჩივრების შემთხვევაში აუდიტის ანგარიში პრეზიდიუმის გადაწყვეტილების (თუ აუდიტის ანგარიში უცვლელადაა დატოვებული) გამოქვეყნების დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის ანგარიშში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში 2 სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე“.
    ამავე ბრძანების მიხედვით დაკორექტირდა სამსახურის სტატუსი, უფლებამოსილება და საქმიანობის პრინცი პები.
    სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს კონსტიტუციის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის, „გრანტების შესახებ“ კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ კანონის, ამ რეგლამენტის, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
    ზემოთ აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად, სამსახური განახორციელებს აუდიტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში და იგი უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიცი პალიტეტების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.
    შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს.
    შეიმუშავებს და განახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
    კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების შესრულებას.
    შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად მოახდენს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს.
    კანონის შესაბამისად განახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს.
    კორექტივები შესულია სამსახურის სტრუქტურაში და გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებაშიც.
    საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
    _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 15.01.2026-ში მიღებული #5/04 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“.
    შედეგად, წესის მე-3 მუხლის – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია, ადმინისტრატორის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმები, დაემატა ახალი 71 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი ან მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/ არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრე/ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში ფლობს აქციებს, წილს ან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტში წარმოადგენს ადმინისტრატორს/საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელ პირს და გავლილი აქვს ეროვნულ ბანკში ადმინისტრატორის ან მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის/ საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირის სულ მცირე ამ წესის შესაბამისი ან უფრო კომპლექსური შესაფერისობის შემოწმება, ეროვნულ ბანკს შეუძლია მხედველობაში მიიღოს ბანკში შესაფერისობის დადგენისას წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღარ მოითხოვოს დაინტერესებული პირისგან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ან „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის თუ დოკუმენტაციის წარდგენა.
    იხილეთ ასევე:
    – 16.01.2026-ის ფინანსთა მინისტრის #5 ბრძანება, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ამავე პირის 2007 წლის 22 ნოემბრის #1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    – 16.01.2026-ის ფინანსთა მინისტრის #9 ბრძანება, „სსი პ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2022 წლის 1 დეკემბრის #395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    – 21.01.2026-ის მთავრობის #21 დადგენილება, „სასამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 17 სექტემბრის #393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
    – 21.01.2026-ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    – 23.01.2026-ის მთავრობის #31 დადგენილება, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 16 სექტემბრის #455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
    მარიამ აფრასიძე

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

მთავრობა სოციალურად დაუცველთა “არმიის” განახევრებას აპირებს?!

მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.

ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.