წინამდებარე სტატიაში მსს ფასს-ის მე-14 განყოფილებას „ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში“ განვიხილავთ. განყოფილება ზომით მცირეა და ეხება იმ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა აღირიცხოს მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციები ინვესტიციების განმახორციელებელი საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.მოქმედების სფერო 14.1. წინამდებარე განყოფილება ეხება მეკავშირე საწარმოთა ასახვას კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში და ასევე ისეთი ინვესტორის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც არ არის მშობელი საწარმო, მაგრამ ინვესტიცია გააჩნია ერთ ან მეტ მეკავშირე საწარმოში. ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში მეკავშირე საწარმოების აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია 9.26 პუნქტში~. მოგვყავს ზემოაღნიშნული 9.26 მუხლი მისი შეხსენების მიზნით: „9.26. როდესაც მშობელი საწარმო, მეკავშირე საწარმოს ინვესტორი ან სრულუფლებიანი მონაწილე, რომელსაც წილი გააჩნია ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოში, ამზადებს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას და აცხადებს, რომ იგი შეესაბამება მსს ფასს-ს, ეს ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ამ სტანდარტის ყველა მოთხოვნას, შემდეგის გარდა. საწარმომ შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვისთვის უნდა აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი პოლიტიკა: (ა) თვითღირებულება, გაუფასურების ზარალის გამოკლებით; (ბ) რეალური ღირებულება, რეალური ღირებულების ცვლილების მოგებაში ან ზარალში ასახვით; ან (გ) წილობრივი მეთოდის გამოყენება 14.8 პუნქტში აღწერილი პროცედურების შესაბამისად. საწარმომ ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს ერთი კლასის ინვესტიციებისათვის (შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო), მაგრამ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკის არჩევა განსხვავებული კლასის ინვესტიციებისთვის“. კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების განმარტებები მოყვანილია მსს ფასს-ის „ბ“ დანართში „ტერმინების ლექსიკონი“: კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – მშობელი საწარმოსა და მისი შვილობილი საწარმოების ფინანსური ანგარიშგება, რომელიც წარდგენილია, როგორც ერთი ეკონომიკური ერთეულის ანგარიშგება. ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება არის მშობელი საწარმოს როგორც ცალკე მდგომი ეკონომიკური ერთეულის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც, მსს ფასს-ის 9.25-9.26 პუნქტების შესაბამისად, შვილობილ საწარმოებში, ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებსა და მეკავშირე საწარმოებში ფლობილი ინვესტიციების აღრიცხვისთვის გამოყენებულია: – ან თვითღირებულებიდან გაუფასურების ზარალის გამოკლების მეთოდი; – ან რეალური ღირებულებით აღრიცხვის მეთოდი, ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით; – ან წილობრივი მეთოდი 14.8 მუხლში აღწერილი პროცედურების შესაბამისად. შესაძლოა, საწარმო არ იყოს მშობელი საწარმო და ამიტომ ის არ წარადგენს არც კონსოლიდირებულ და არც ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას (ეს ტერმინები მხოლოდ მშობელი საწარმოსთვისაა), მაგრამ თუ ის ფლობს ინვესტიციებს მეკავშირე საწარმოებში, მან თავის განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე მე-14 განყოფილებით. სწორედ ამას ამბობს 14.1 მუხლი. მეკავშირე საწარმოს განმარტება
14.2. მეკავშირე საწარმო არის საწარმო (მათ შორის, არაიურიდიული პირი, როგორიცაა ამხანაგობა), რომელზეც ინვესტორს გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა და, ამავე დროს, იგი არ არის არც შვილობილი საწარმო და არც წილი ერთობლივ საქმიანობაში.
14.3. მნიშვნელოვანი გავლენა ნიშნავს ინვესტორის მიერ ინვესტირებული საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას, რაც არ გულისხმობს ინვესტორის მიერ ამ პოლიტიკაზე კონტროლის ან ერთობლივი კონტროლის უფლებას.
(ა) თუ ინვესტორს, პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგალითად, შვილობილი საწარმოების მეშვეობით), ეკუთვნის მეკავშირე საწარმოში ხმის უფლების 20% ან მეტი, მაშინ მიიჩნევა, რომ ინვესტორს გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, თუკი არ არსებობს სხვა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
(ბ) პირიქით, თუ ინვესტორს პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგალითად, შვილობილი საწარმოების მეშვეობით) ეკუთვნის მეკავშირე საწარმოში ხმის უფლების 20%-ზე ნაკლები, მაშინ მიიჩნევა, რომ ინვესტორს არ გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, თუკი არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს; და
(გ) სხვა ინვესტორის მიერ ამავე საწარმოში არსებითი წილის, ან წილის დიდი ნაწილის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ინვესტორს არ შეიძლება გააჩნდეს მნიშვნელოვანი გავლენა მოცემულ საწარმოში~.
ზემოთ მოყვანილი განმარტებიდან გამომდინარე, თუ საწარმოს მეორე საწარმოზე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, ის მეკავშირე საწარმოდ მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ არ წარმოადგენს პირველი საწარმოსთვის არც შვილობილ კომპანიას და არც ერთობლივ საწარმოს.
მაგალითი 14.1. შპს A~ არის შპსB~-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, რომელიც მის კაპიტალში ფლობს 49%-ს. შპს B~ თავის მხრივ, ფლობს ინვესტიციებს (წილებს) შპსჩ~-ში, შპს D~-ში და შპსE~-ში, შესაბამისად 60%-ს, 45%-ს და 40%-ს. შპს ჩ~-ს, შპსD~-ს და შპს E~-ს სხვა პარტნიორები ფიზიკური პირები არიან. ყველა ამ შპს-ში, წესდების მიხედვით, გადაწყვეტილებები მიიღება პარტნიორთა ხმების უბრალო უმრავლესობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 49%*60%=29.4%, 49%*45%=22.05% და 49%*40%=19.6%: შპსA~-სთვის შპს B~, შპსჩ~ და შპს D~ -მეკავშირე საწარმოებია, ხოლო შპსE~ -არა. შპს B~-სთვის შპსჩ~ არის შვილობილი საწარმო, ხოლო შპს D~ და შპსE~ -მეკავშირე საწარმოებია.
მაგალითი 14.2. შპს A~ ფლობს შპსB~-ს 70%-ს, ხოლო შპს B~ -შპსჩ~-ს 60%-ს. შპს С~ ფლობს შპსD~-ს 55%-ს. შპს ჩ~-ს და შპსD~-ს სხვა პარტნიორები ფიზიკური პირები არიან. ყველა ამ შპს-ში, წესდების მიხედვით, გადაწყვეტილებები მიიღება პარტნიორთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც შპს B~, ასევე შპსС~ და შპს D~ -შპსA~-ს შვილობილი საწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ 70%60%=42% და 70%60%55%=23.1%, შპს ჩ~ და შპსD~ შპს A~-სთვის არ არიან მეკავშირე საწარმოები -არიან მისი შვილობილი საწარმოები, რადგან შპსA~ სრულად აკონტროლებს მათ არაპირდაპირ, სხვა შვილობილი საწარმოების მეშვეობით. როდესაც საწარმო ფლობს წილს სხვა საწარმოში, მაგრამ არ აქვს მასზე მნიშვნელოვანი გავლენა (პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ამ საწარმოს 20%-ზე ნაკლებს), მაშინ ასეთი ფინანსური ინვესტიციების აღრიცხვის წესები რეგულირდება მსს ფასს მე-11 განყოფილების – „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტების“ ან მე-12 განყოფილების „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხების“ შესაბამისად. შეფასება – სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა 14.4. ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ყველა ინვესტიცია უნდა აღრიცხოს შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთის მიხედვით: (ა) თვითღირებულების მოდელი, რომელიც აღწერილია 14.5 პუნქტში; (ბ) წილობრივი მეთოდი, რომელიც აღწერილია 14.8 პუნქტში; ან (გ) რეალური ღირებულების მოდელი, რომელიც აღწერილია 14.9 პუნქტში. თვითღირებულების მოდელი 14.5 ინვესტორმა თავისი ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში უნდა შეაფასოს თვითღირებულებიდან დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით, 27-ე განყოფილების – „აქტივების გაუფასურება“ – შესაბამისად. ეს დებულება არ ეხება ისეთ ინვესტიციებს, რომელთა კოტირებული ფასი ქვეყნდება (იხ. პუნქტი 14.7)~. მაგალითი 14.3. შპსბეთერმშენმა~ ფიზიკურ პირებთან როსტომთან და სულხანთან ერთად 2024 წლის დეკემბერში დააფუძნა ახალი კომპანია -შპს ბეთერგზა~, განთავსებული კაპიტალით 100000 ლარი. ახალდაფუძნებულ კომპანიაში შპსბეთერმშენი~ ფლობს წილის 40%-ს (დანარჩენი 60% როსტომს და სულხანს ეკუთვნის), რომლის უზრუნველსაყოფად შპს ბეთერგზის~ კაპიტალში შეიტანა 40000 ლარის საბაზრო ღირებულებით შეფასებული სპეცტექნიკა, როსტომმა და სულხანმა კი შეიტანეს 60000 ლარი ფული. შპსბეთერგზის~ კაპიტალში ამ სპეცტექნიკის შეტანის მომენტისათვის, მისი საბალანსო ღირებულება შპს ბეთერმშენთან~ არის 38000 ლარი. შპსბეთერმშენი~ მის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებულ ინვესტიციებს აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით, ამიტომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ ბალანსში ეს ინვესტიცია ასახულია 38000 ლარის ოდენობით. 2025 წელს შპს ბეთერგზა~ წარუმატებლად მუშაობდა და წელი დაასრულა დიდი ზარალით. სახეზეა გაუფასურების ნიშანი. პროფესიული განსჯის შედეგად, შპსბეთერმშენის~ მიერ მეკავშირე საწარმოში -შპს ბეთერგზაში~ განხორციელებული ინვესტიციის გაუფასურების ზარალი შეფასდა 25000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ ბალანსში, შპსბეთერმშენმა~ განხორციელებული ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში -შპს ბეთერგზაში~ დაბანდებული ინვესტიცია უნდა ასახოს 38000 25000=13000 ლარად, მსს ფასს 14.5 მუხლის თანახმად. 25000 ლარი უნდა მიეკუთვნოს 2025 წლის მოგება-ზარალს. 14.6. ინვესტორმა ინვესტიციიდან მიღებული დივიდენდები და სხვა სახის განაწილებები უნდა აღიაროს, როგორც შემოსავალი, იმის მიუხედავად, საიდან იქნა მიღებული ეს განაწილებები: მეკავშირე საწარმოს გაუნაწილებელი მოგებიდან, რომელიც წარმოიქმნა ინვესტიციის შეძენის თარიღამდე, თუ ინვესტიციის შეძენის თარიღის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი გაუნაწილებელი მოგებიდან~. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მეკავშირე საწარმოებში ინვესტიციების თვითღირებულების მოდელით აღრიცხვისას, ამ მეკავშირე საწარმოების მოგების განაწილებიდან მიღებული დივიდენდები აღიარდება შემოსავალში (იმ წლის შემოსავალში, როდესაც მიღებულია მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, დივიდენდების ფაქტობრივად გაცემის დროის მიუხედავად) და არ ზემოქმედებს განხორციელებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულების სიდიდეზე. შევნიშნავთ ასევე, რომ თუ მეკავშირე საწარმოში ინვესტიციის შეძენის შემდეგ ამ მეკავშირე საწარმოში მოხდება შეძენის თარიღამდე არსებული მოგების განაწილება დივიდენდებად, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს გაუფასურების ნიშანს და გამოიწვიოს გაუფასურების ტესტის ჩატარება მსს ფასს-ის 27-ე განყოფილების – „აქტივების გაუფასურება“ შესაბამისად. 14.7. ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით, თუ არსებობს ამ ინვესტიციის გამოქვეყნებული კოტირებული ფასი (იხ. პუნქტი 14.9)~. მაგალითი 14.4. ინვესტორი კომპანია შპსX~ ფლობს სს საქნახშირის~ აქციების 25%-ს -250000 აქციას თითოეულს 1 ლარის ნომინალური ღირებულებით, რომელიც შეიძინა ბირჟაზე 300000 ლარად 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. შპსX~ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებულ ინვესტიციებს აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით, ამიტომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ ბალანსში ეს ინვესტიცია ასახულია 300000 ლარის ოდენობით. 2025 წელს გრძელდებოდა სს ¨C27CX~-ს არსებული აქციები არ გაუყიდავს და არც ახალი აქციები არ შეუძენია. 2025 წლის ბოლოს, სს ¨C28CX~-მა მიუხედავად მის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკით არჩეული თვითღირებულების მოდელისა, მეკავშირე საწარმოში -სს ¨C29Cწილობრივი მეთოდი 14.8. წილობრივი მეთოდის მიხედვით, ინვესტიცია თავდაპირველად უნდა აღიარდეს ოპერაციის (გარიგების) ფასით (რომელიც მოიცავს გარიგების დანახარჯებს), ხოლო შემდგომში ინვესტიციის ღირებულება კორექტირდება, რათა ასახოს ინვესტორის წილი მეკავშირე საწარმოს მოგებაში ან ზარალში და სხვა სრულ შემოსავალში. (ა) განაწილებები და ინვესტიციის საბალანსო ღირებულების სხვა კორექტირებები. მეკავშირე საწარმოდან მიღებული განაწილებები ამცირებს ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას. ინვესტიციის საბალანსო ღირებულების კორექტირება შეიძლება ასევე აუცილებელი გახდეს მეკავშირე საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია სხვა სრული შემოსავლის კომპონენტების ცვლილებით~. მაგალითი 14.5. შპს ¨C30Cალექსიმ~ 2023 წელს დააფუძნეს ახალი კომპანია -შპს ¨C31Cბატრა~ -40%, ფპ ¨C32Cბატრამ~ შპს ¨C33Cალექსიმ~ შეიტანა 120000 ლარი ფული. შპს ¨C34Cალბატროსმა~ მიიღო 35000 ლარის მოგება, რომელიც არ განაწილებულა. მომდევნო 2024 წელს შპს ¨C35Cალბატროსმა~ მიიღო ზარალი 60000 ლარის ოდენობით, ხოლო წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, გაანაწილა დივიდენდები 30000 ლარი. მოცემულ შემთხვევაში: 2023 წელს შპს ¨C36Cალბატროსში~ განხორციელებულ ინვესტიციას ასახავს 80000 ლარის ოდენობით, ხოლო შემდეგ აკორექტირებს მას შპს ¨C37Cბატრას~ ინვესტიცია ამ მეკავშირე საწარმოში აისახება 80000+40%35000=94000 ლარის ოდენობით. 2023 წლის მოგება-ზარალში აღიარდება მოგება 40%35000=14000 ლარის ოდენობით (წილობრივი მეთოდის დროს, მოგება აღიარდება არა მოგების დივიდენდებად განაწილების დროს, არამედ მისი ფაქტობრივად მიღების პერიოდში). 31.12.2024 წ. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში შპს ბატრას~ ინვესტიცია ამ მეკავშირე საწარმოში აისახება 94000+40%*100000-40%*20000=126000 ლარის ოდენობით. 2024 წლის მოგება-ზარალში არ აღიარდება მიღებული დივიდენდი 40%*20000=8000 ლარი, მაგრამ აღიარდება მოგება მეკავშირე საწარმოში დაბანდებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულების ცვლილებიდან 126000-94000=32000 ლარის ოდენობით. 31.12.2025 წ. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში კი, შპსბატრას~ ინვესტიცია ამ მეკავშირე საწარმოში აისახება 126000-40%60000-40%30000=90000 ლარის ოდენობით. 2025 წლის მოგება-ზარალში არ აღიარდება მიღებული დივიდენდი 40%30000=12000 ლარი, მაგრამ აღიარდება ზარალი მეკავშირე საწარმოში დაბანდებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულების ცვლილებიდან 126000-90000=36000 ლარის ოდენობით.(ბ) პოტენციური ხმის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის დასადგენად განიხილება პოტენციური ხმის უფლება, ინვესტორმა თავისი წილი მეკავშირე საწარმოს მოგებაში ან ზარალში და სხვა სრულ შემოსავალში და მეკავშირე საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილებაში უნდა შეაფასოს მიმდინარე პერიოდში არსებული წილების საფუძველზე. ამ შეფასებებში არ უნდა აისახოს პოტენციური ხმის უფლების შესაძლო განხორციელება ან კონვერტაცია. (გ) წარმოსახვითი გუდვილი და რეალური ღირებულების კორექტირება. მეკავშირე საწარმოში ინვესტიციის შეძენისას, ინვესტორმა 19.22–19.24 პუნქტების მიხედვით უნდა ასახოს ნებისმიერი სხვაობა (დადებითიც და უარყოფითიც) შეძენის ღირებულებასა და მეკავშირე საწარმოს წმინდა იდენტიფიცირებადი აქტივების რეალურ ღირებულებაში ინვესტორის წილს შორის. ინვესტორმა თავისი წილი მეკავშირე საწარმოს შეძენის შემდგომ მოგებაში ან ზარალში უნდა დააკორექტიროს, რათა ასახოს მეკავშირე საწარმოს ცვეთადი ან ამორტიზებადი აქტივების (გუდვილის ჩათვლით) დამატებითი ცვეთა ან ამორტიზაცია, მათი რეალური ღირებულების მეტობის საფუძველზე საბალანსო ღირებულებასთან შედარებით, ინვესტიციის შეძენის მომენტისთვის. (დ) გაუფასურება. თუ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში შეიძლება გაუფასურებული იყოს, ინვესტორმა, 27-ე განყოფილების მიხედვით, ინვესტიციის მთლიანი საბალანსო ღირებულების გაუფასურების ტესტი ისე უნდა ჩაატაროს, როგორც ერთი აქტივის გაუფასურების ტესტი. გაუფასურების ტესტი არ ჩაუტარდება ცალკე გუდვილს, რომელიც შედის ინვესტიციის საბალანსო ღირებულებაში, არამედ მისი გაუფასურების ტესტირება მოხდება, როგორც მთლიანი ინვესტიციის ნაწილის. (ე) ინვესტორის ოპერაციები მეკავშირე საწარმოსთან. არარეალიზებული მოგება და ზარალი, რომელიც წარმოიშობა ინვესტორსა და მეკავშირე საწარმოს შორის განხორციელებული „ქვემოდან ზემოთ“ (აქტივის გადაცემა მეკავშირე საწარმოდან ინვესტორისთვის) და „ზემოდან ქვემოთ“ (აქტივის გადაცემა ინვესტორიდან მეკავშირე საწარმოსთვის) ოპერაციების შედეგად, ინვესტორის ფინანსურ ანგარიშგებაში ელიმინირდება მხოლოდ მეკავშირე საწარმოში ინვესტორის კუთვნილი წილის ტოლი სიდიდით. ამგვარი ოპერაციებიდან მიღებული არარეალიზებული ზარალი შესაძლოა მიუთითებდეს გადაცემული აქტივის გაუფასურებაზე~. მაგალითი 14.6. შპსA~ ფლობს 30% წილს მეკავშირე საწარმოში შპს B~. ისინი დღგ-ის გადამხდელი პირები არ არიან. შპსA~ მის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკით, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციების აღრიცხვისათვის იყენებს წილობრივ მეთოდს.
2025 წლის დეკემბერში შპს A~-მ შპსB~-ს მიჰყიდა წარმოებული პროდუქცია 20000 ლარად (მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით), რომლის თვითღირებულება შპს A~-ს სააღრიცხვო მონაცემებით შეადგენდა 16000 ლარს. შპსB~ ს 31.12.2025 წ. მდგომარეობით ეს მარაგი მესამე პირებზე გაყიდული ჯერ არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, შპს A~ მ ამ პროდუქციის გაყიდვიდან მოგება უნდა აღიაროს არა 20000-16000=4000 ლარის, არამედ 70%*4000=2800 ლარის ოდენობით. ამ მიზნით, შპსA~-ს ფინანსურ ანგარიშგებაში გაყიდვების მოცულობაში აისახება 30%16000+70%20000=18800 ლარი, ხოლო მის შესაბამის გაყიდული მარაგის თვითღირებულებაში -16000 ლარი. ანუ, შპს A~ აღიარებს ამ გაყიდვიდან მხოლოდ შპსB~-ს სხვა პარტნიორების ხვედრითი წილის შესაბამის მოგებას. შპს A~-მ ინვესტიცია მეკავშირე საწარმოB~-ში უნდა შეამციროს 20000-18800=1200 ლარით (წილობრივი მეთოდის გამოყენების გამო). (ვ) მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგების თარიღი. წილობრივი მეთოდით აღრიცხვის შემთხვევაში, ინვესტორმა უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომელიც იმავე თარიღითაა მომზადებული, როგორც ინვესტორის ფინანსური ანგარიშგება, თუ შეუძლებელი არ არის ამის გაკეთება. თუ შეუძლებელია ამის გაკეთება, ინვესტორმა უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოს უახლესი ხელმისაწვდომი ანგარიშგება, მაგრამ უნდა შეიტანოს შესაბამისი კორექტირებები იმ მნიშვნელოვანი ოპერაციების ან მოვლენების შედეგების მიხედვით, რომლებიც განხორციელდა განსხვავებულ საანგარიშგებო თარიღებს შორის დროის მონაკვეთში~. მაგალითი 14.7. შპსანდრია~-ს საანგარიშგებო პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს. ის ფლობს 30%-იან წილს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიაში ენდრიუ-ლონდონ ლიმითედი~, რომლის საანგარიშგებო პერიოდი არის 1 ოქტომბრიდან მომდევნო კალენდარული წლის 30 სექტემბრამდე (ჩათვლით). შპსანდრია~ მის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკით, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციების აღრიცხვისათვის იყენებს წილობრივ მეთოდს. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც შპს ანდრია~ შეადგენს 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, მან ან უნდა მოსთხოვოს მისი ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის კომპანიაენდრიუ-ლონდონ ლიმითედს~ 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების შედგენა მსს ფასს-ის მიხედვით, ან, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საფუძვლად უნდა აიღოს ამ მეკავშირე საწარმოს 01.10.2024-30.09.2025 წლის ფინანსური ანგარიშგება და დააკორექტიროს ის 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მომხდარი მნიშვნელოვანი ოპერაციებით. ამ გზით შპს ანდრია~ მიახლოებით განსაზღვრავს ამ მეკავშირე საწარმოში დაბანდებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას წილობრივი მეთოდის შესაბამისად 31.12.2025 წ. მდგომარეობით. (ზ) მეკავშირე საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა. თუ მეკავშირე საწარმო ინვესტორისგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას იყენებს, ინვესტორმა ინვესტიციის აღრიცხვისთვის წილობრივი მეთოდის გამოსაყენებლად უნდა დააკორექტიროს მეკავშირე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, ინვესტორის სააღრიცხვო პოლიტიკის ასახვის მიზნით, თუ შეუძლებელი არ არის ამის გაკეთება. (თ) ზარალის მეტობა ინვესტიციაზე. თუ ინვესტორის წილი მეკავშირე საწარმოს ზარალში ტოლია ან აღემატება მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას, ინვესტორმა შემდგომი პერიოდის ზარალში უნდა შეწყვიტოს თავისი წილის აღიარება. მას შემდეგ, რაც ინვესტორის წილი ნულამდე შემცირდება, წარმოიქმნება დამატებითი ზარალი, რომელიც ინვესტორმა უნდა აღიაროს ანარიცხის სახით (იხილეთ 21-ე განყოფილება – „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობით აქტივები“) მხოლოდ იმ ოდენობით, რომელიც ტოლია ინვესტორის მიერ მეკავშირე საწარმოს სახელით აღებული იურიდიული ან კონსტრუქციული ვალდებულებების, ან მისი სახელით განხორციელებული გადახდების ოდენობით. თუ მეკავშირე საწარმო მოგვიანებით აღიარებს მოგებას, ინვესტორი თავის წილს მეკავშირე საწარმოს მოგებაში მას შემდეგ აღიარებს, როდესაც იგი გაუტოლდება მის წილს ზარალში, რომელიც არ აღიარებულა~. მაგალითი 14.8. პირობები იგივეა, რაც 14.5 მაგალითში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 2025 წელს შპს ალბატროსს~ მოგება არ გაუნაწილებია და მიიღო 350000 ლარი ზარალი. მოცემულ შემთხვევაში, 31.12.2025 წ. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, შპსბატრას~ ინვესტიცია ამ მეკავშირე საწარმოში აისახება 0 ლარის ოდენობით, რადგან 126000-40%350000=-14000, რაც უარყოფითი რიცხვია, ხოლო ინვესტიციის საბალანსო ღირებულება არ შეიძლება იყოს უარყოფითი რიცხვი. შესაბამისად, შპს ბატრას~ 2025 წლის მოგება-ზარალში აღიარდება ზარალი მეკავშირე საწარმოში დაბანდებული ინვესტიციის საბალანსო ღირებულების ცვლილებიდან 126000 ლარის ოდენობით. (ი) წილობრივი მეთოდის გამოყენების შეწყვეტა. ინვესტორმა წილობრივი მეთოდის გამოყენება უნდა შეაჩეროს იმ თარიღიდან, როდესაც შეწყდება მნიშვნელოვანი გავლენა მეკავშირე საწარმოზე.
(ი) თუ მეკავშირე საწარმო გახდება შვილობილი საწარმო, ან ერთობლივი საქმიანობა, მაშინ ინვესტორმა თავისი ადრინდელი წილი უნდა გადააფასოს მის რეალურ ღირებულებამდე და მოგებაში ან ზარალში აღიაროს ამ შეფასების შედეგად წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი.
(იი) თუ ინვესტორი დაკარგავს მნიშვნელოვან გავლენას მეკავშირე საწარმოზე ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისების შედეგად, მან უნდა შეწყვიტოს ამ მეკავშირე საწარმოს აღიარება, მაგრამ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს ის სხვაობა, რომელიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, მიღებულ შემოსულობას პლუს მეკავშირე საწარმოში ნარჩენი წილის რეალურ ღირებულებასა და, მეორე მხრივ, ინვესტიციის საბალანსო ღირებულებას შორის, რომელიც მას ჰქონდა მეკავშირე საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის დაკარგვის თარიღისთვის. ამის შემდეგ, ინვესტორმა ამ საწარმოში დარჩენილი წილი უნდა აღრიცხოს მე-11 განყოფილების – „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“ და მე-12 განყოფილების – „სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები“ – მიხედვით, საჭიროებისამებრ.
(იიი) თუ ინვესტორი დაკარგავს მნიშვნელოვან გავლენას მეკავშირე საწარმოზე, რაც გამოწვეული არ არის მისი ინვესტიციის ნაწილის გაყიდვის მიზეზით, მაშინ ინვესტორმა ინვესტიციის საბალანსო ღირებულება ამ თარიღისთვის უნდა მიიჩნიოს ინვესტიციის ღირებულების ახალ საფუძვლად და ეს ინვესტიცია ასახოს მე-11 და მე-12 განყოფილებების მიხედვით, საჭიროებისამებრ~.
მაგალითი 14.9. შპს ბატრა~ 2019-2024 წლებში ფლობდა 40% წილს შპსალბატროსში~. ამ მეკავშირე საწარმოს 60% წილს ფლობდა ფიზიკური პირი ალექსი~. 31.12.2024 წ. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში შპსბატრას~ ინვესტიცია ამ მეკავშირე საწარმოში ასახულია 126000 ლარის ოდენობით, წილობრივი მეთოდის შესაბამისად.
2025 წლის 1 მარტს, შპს ბატრამ~ ფპალექსისგან~ შეიძინა შპს ალბატროსის~ 25% წილი 100000 ლარად (რადგან იმ მომენტისათვის შპსალბატროსის~ რეალური ღირებულება შეფასდა 400000 ლარის ტოლად), რის შემდეგ შპს ბატრას~ მონაწილეობა შპსალბატროსში~ გახდა 65%. შესაბამისად, 2025 წლის 1 მარტის მერე, შპს ალბატროსი~შპსბატრას~ შვილობილი საწარმოა.
მოცემულ შემთხვევაში:
შპს ბატრამ~ 2025 წლის 1 მარტს უნდა შეწყვიტოს ამ მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ასახვა. მეკავშირე საწარმოში ინვესტიციის ჩამოწერამდე, ის (შპსალბატროსის~ 40%) გადაფასდება რეალური ღირებულებით 40%*400000=160000 ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ აფასების თანხა 160000-126000=34000 ლარი უნდა აღიარდეს მოგებად შპს ბატრას~ 2025 წლის მოგება-ზარალში. თუ შპსბატრა~ თავის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისათვის იყენებს რეალური ღირებულების მოდელს მსს ფასს-ის 9.26-(ბ) მუხლის შესაბამისად, მაშინ შპს ბატრას~ ინვესტიციის თავდაპირველი აღიარება 2025 წლის 1 მარტს შპსალბატროსში~ (65% წილობრივი მონაწილეობა), რომელიც ამ თარიღიდან უკვე მისი შვილობილი საწარმოა, მოხდება 160000+100000=260000 ლარის ოდენობით.რეალური ღირებულების მოდელი 14.9. მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია თავდაპირველი აღიარებისას უნდა შეფასდეს ოპერაციის (გარიგების) ფასით. გარიგების ფასში არ შედის გარიგების დანახარჯები. 14.10. ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის ინვესტორმა მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით, ხოლო რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები აღიაროს მოგებაში ან ზარალში, 11.27–11.32 პუნქტებში რეალური ღირებულების შეფასების შესახებ მოცემული მითითებების შესაბამისად. ინვესტორმა, რომელიც იყენებს რეალური ღირებულების მოდელს, თვითღირებულების მოდელი უნდა გამოიყენოს მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ისეთი ინვესტიციების შესაფასებლად, რომელთა რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევის გარეშე~. რომელმაც აირჩია რეალური ღირებულების მოდელი 14.4-(გ) მუხლის თანაახმად, აღრიცხავს ყველა ინვესტიციას მეკავშირე საწარმოებში, რომლებისთვისაც შეუძლია შეაფასოს რეალური ღირებულება მიზანშეუწონელი დანახარჯის,ან ძალისხმევის გარეშე, რეალური ღირებულების მოდელის გამოყენებით. ამ მოდელის გამოყენებისას, მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციები არ მოწმდება გაუფასურებაზე. მაგალითი 14.10. სსსატრასტო ფონდმა~ 2023 წელს არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან შეიძინა შპს საქბაზალტის~ წილის 40% 1 მილიონ ლარად (ამ კომპანიის დანარჩენი 60% წილი ეკუთვნის სხვა ურთიერთდამოკიდებულ პირებს), რაც შესყიდვის მომენტში შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას. ამ გარიგების გასაფორმებლად, სსსატრასტო ფონდმა~ გასწია სხვადასხვა სახის საკონსულტაციო, საექსპერტო, იურიდიული და სანოტარო ხარჯები, რამაც ჯამში 50000 ლარი შეადგინა. სს სატრასტო ფონდი~ მის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკით, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციებისათვის იყენებს რეალური ღირებულების მოდელს. ვინაიდან აღნიშნული 40% წილის შეძენა მოხდა 2023 წლის ბოლოს, ხოლო 2023 წლის დასრულებამდე შპსსაქბაზალტის~ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, ამიტომ სს სატრასტო ფონდმა~ 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით შეძენილი ინვესტიციის რეალურ ღირებულებად მიიჩნია მისი შეძენის ღირებულება და ასახა ეს ინვესტიცია 31.12.2023 წ. მდგომარეობით შედგენილ ბალანსში 1 მილიონ ლარად. გარიგების დანახარჯები 50000 ლარი მხედველობაში არ მიღებულა. 2024 წელს, შპსსაქბაზალტის~ საქმიანობა ძალიან წარმატებულად გაგრძელდა. ამონაგები თითქმის გაორმაგდა, გაიზარდა რენტაბელობა, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზალტის ყიდვა-გაყიდვის ბაზარზე დაკავებული მისი ხვედრითი წილი. დივიდენდები არ განაწილებულა. 2024 წლის ბოლოს მოწვეულმა პროფესიონალმა შემფასებელმა შპს საქბაზალტის~ კაპიტალში 40% წილის რეალური ღირებულება შეაფასა 1 მილიონ 600 ათას ლარად. შესაბამისად, სსსატრასტო ფონდმა~ 31.12.2024 წ. მდგომარეობით შედგენილ ბალანსში, შპს საქბაზალტში~ განხორციელებული ინვესტიცია შეაფასა და ასახა 1 მილიონ 600 ათას ლარად, ხოლო განსხვავება ამ ინვესტიციის ახალ და ერთი წლის წინანდელ რეალურ ღირებულებებს შორის 600000 ლარი აღიარა 2024 წლის მოგება-ზარალში. 2025 წელს, შპსსაქბაზალტის~ საქმიანობა პრაქტიკულად ისეთივე მასშტაბის იყო, რაც 2024 წელს. წლიური ამონაგები თითქმის არ შეცვლია, უცვლელი დარჩა რენტაბელობა, ასევე მიახლოებით უცვლელია ბაზალტის ყიდვა-გაყიდვის ბაზარზე დაკავებული მისი ხვედრითი წილი. 2025 წლის განმავლობაში, შპს საქბაზალტმა~ პარტნიორებზე გაანაწილა მოგება და გასცა შესაბამისი დივიდენდები 500000 ლარის ოდენობით. 2025 წლის ბოლოს სსსატრასტო ფონდს~ პროფესიონალი შემფასებელი აღარ მოუწვევია, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შპს საქბაზალტის~ კაპიტალში 40% წილობრივი ინვესტიციის რეალური ღირებულება შეაფასა 1 მილიონ 400 ათას ლარად: 1600000-40%*500000=1400000. სწორედ ამ თანხის ოდენობით შეაფასა და ასახა სსსატრასტო ფონდმა~ 31.12.2025 წ. მდგომარეობით შედგენილ ბალანსში, მეკავშირე საწარმოში – შპს საქბაზალტში~ განხორციელებული ინვესტიცია. განსხვავება ამ ინვესტიციის ახალ და ერთი წლის წინანდელ რეალურ ღირებულებებს შორის 1400000-1600000=-200000 ლარი აღიარდა 2025 წლის მოგება-ზარალში (ზარალის მუხლით). იმავდროულად, სსსატრასტო ფონდმა~ 2025 წელს უნდა აღიაროს დივიდენდის შემოსავალი 200000 ლარის ოდენობით, რაც არის 40% შპს საქბაზალტის~ მიერ განაწილებული დივიდენდიდან (500000 ლარიდან). ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
14.11. მეკავშირე საწარმოში განხორციელებულ ინვესტიციას ინვესტორმა უნდა მიანიჭოს გრძელვადიანი აქტივების კლასიფიკაცია~.
რადგან აქ რამე გამონაკლისის თაობაზე დათქმა არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ 14.11 მუხლი უნდა გავრცელდეს იმ მეკავშირე საწარმოებში განხორციელებულ ინვესტიციებზეც, რომელთა გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საანგარიშგებო წლის ბოლოს მდგომარეობით და მათი გაყიდვა დიდად მოსალოდნელია საანგარიშგებო წლის დამთავრებიდან არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში.განმარტებითი შენიშვნები 14.12. საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: (ა) მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა; (ბ) მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულება (იხ. პუნქტი 4.2 (კ)); და (გ) იმ ინვესტიციების რეალური ღირებულება, რომლებიც აღირიცხება წილობრივი მეთოდით და რომელთათვისაც არსებობს გამოქვეყნებული კოტირებული ფასები. 14.13. მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია თვითღირებულების მოდელით, უნდა გამჟღავნდეს შემოსავლის სახით აღიარებული დივიდენდებისა და სხვა სახის განაწილებების ოდენობა. 14.14. მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია წილობრივი მეთოდით, ინვესტორმა ცალ-ცალკე უნდა აჩვენოს თავისი წილი ამგვარი მეკავშირე საწარმოების მოგებაში ან ზარალში და წილი ამგვარი მეკავშირე საწარმოების შეწყვეტილ ოპერაციებში. 14.15. მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლებიც აღრიცხულია რეალური ღირებულების მოდელით, ინვესტორმა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს 11.41–11.44 პუნქტების მიხედვით. თუ ინვესტორი რომელიმე მეკავშირე საწარმოსთან მიმართებით იყენებს მიზანშეუწონელი დანახარჯების, ან ძალისხმევით განპირობებულ გამონაკლის მიდგომას, როგორც ეს აღწერილია 14.10 პუნქტში, მან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს თავად ეს ფაქტი, მიზეზები, რის გამოც რეალური ღირებულების შეფასებას სჭირდება მიზანშეუწონელი დანახარჯები ან ძალისხმევა, ასევე იმ მეკავშირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულებები, რომლებიც აღრიცხულია თვითღირებულების მოდელით~. მაგალითი 14.11. შპსგეოინვესტი~ ფლობს ნამიბიაში შპს ნამიბკარდის~ 30% წილს. შპსნამიბკარდი~ შპს გეოინვესტისთვის~ მეკავშირე საწარმოა. მის კაპიტალში ინვესტირებული თანხა 3000 აშშ დოლარია, როცა აშშ დოლარის კურსი იყო 2.50, ანუ ინვესტიციის თვითღირებულება 7500 ლარია. შპსნამიბკარდი~ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს არა მსს ფასს-ის თანახმად, არამედ ნამიბიაში საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მიხედვით, რომლებიც ბევრ საკითხში განსხვავდება მსს ფასს-ისაგან. ნამიბიაში აუდიტორული და საშემფასებლო საქმიანობა განვითარებული არ არის. შპს გეოინვესტს~ თავისი სააღრიცხვო პოლიტიკით, მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციებისათვის იყენებს წილობრივ მეთოდს. შპსნამიბკარდის~ ზომა და საქმიანი აქტივობა გაცილებით მცირეა, ვიდრე შპს გეოინვესტისა~. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ შპსგეოინვესტის~ ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის ამ მეკავშირე საწარმოში -შპს ნამიბკარდში~ განხორციელებული ინვესტიცია აისახოს სწორად, წილობრივი მეთოდისა და შპსგეოინვესტის~ სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, აუცილებელია შპს ნამიბკარდის~ ფინანსური ანგარიშგება შედგეს მსს ფასს-ის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც ადგილობრივ (ნამიბიის) კადრებს არ აქვთ. ამისათვის საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტის დაქირავება და გაგზავნა მივლინებით ნამიბიაში ზემოხსენებული სამუშაოს ჩასატარებლად, რაც მიზანშეუწონლად დიდ ფინანსურ და დროით დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მსს ფასს-ის 14.10 მუხლის თანახმად, შპსგეოინვესტმა~ მიიღო გადაწყვეტილება და 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში მისი წილი ამ მეკავშირე საწარმოში ასახა თვითღირებულების მოდელით, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი სააღრიცხვო პოლიტიკა არ შეუცვლია.
შპს `გეოინვესტი~ ვალდებულია 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ახსნას, თუ რატომ გამოიყენა თვითღირებულების მოდელი ამ მეკავშირე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციისთვის.
ნიკოლოზ ედიბერიძე
გიორგი ცერცვაძე
მსს ფასს 2015-ის კომენტარები: მე-14 განყოფილება “ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში”
Published on

