Homeააფ-მედია"ბუღალტერთა კავშირმა" თებერვალში ორი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა

“ბუღალტერთა კავშირმა” თებერვალში ორი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა

Published on

spot_img

„ბუღალტერთა კავშირმა“, რომელიც 2019 წლის მარტშია დაფუძნებული (პრეზიდენტი – ტატა ბერიძე), 2026 წლის თებერვალში, მიჯრით ორი საყურადღებო ღონისძიება ჩაატარა.
კერძოდ, 20 თებერვალს, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ამაღლების, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, პროფესიული ეთიკისა და ინსტიტუციური დიალოგის გაძლიერებას.


კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, აზერბაიჯანის ეკონომისტთა კავშირის პრეზიდენტი ზიად სამედზადე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე.


ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფინანსური ნდობის, ხარისხიანი ანგარიშგებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის როლი ფინანსური ანგარიშგების სისტემის განვითარებაში, ვინაიდან ეს სამსახური წარმოადგენს ფინანსური გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციურ საყრდენს ქვეყანაში. ასევე აღინიშნა ეროვნული ბანკისა და შAღAშ-ის თანამშრომლობა, როგორც ფინანსური სტაბილურობისა და სანდოობის ეკოსისტემის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობა.


კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე _ „ფინანსური სტრატეგია, ინსტიტუციური ნდობა და რეგულაცია“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით მჭედლიძე და შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი თეონა ციმაკურიძე.


გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობაზე ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავების პროცესში. მან აღნიშნა, რომ ხარისხიანი ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკურ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სტატისტიკურ წარმოებაში აძლიერებს მონაცემთა სიზუსტესა და ხელმისაწვდომობას, რაც საბოლოოდ ზრდის საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.


დისკუსიის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, მონაცემთა გაზიარების კულტურის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე, რაც ფინანსური ნდობის ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.


დავით მჭედლიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, ზედამხედველობის პრაქტიკაზე და რეგულაციის როლზე ინსტიტუციური ნდობის ფორმირებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ციფრული პროცესების განვითარება წარმოადგენს ფინანსური ეკოსისტემის მდგრადობის საფუძველს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ანგარიშგების კულტურის გაძლიერების მნიშვნელობასა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის როლს.


შემდგომ გაიმართა პანელური დისკუსიები „პროფესიული ეთიკა და რეგიონული თანამშრომლობა“ და „ციფრული ტრანსფორმაცია ფინანსებში: AI ეთიკური გამოყენება და ნდობის ეკოსისტემა 2026 წელს“. ამ დისკუსიებში მონაწილეობდნენ:


ვაჰიდ ნოვრუზოვი _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის თავმჯდომარე;
ჟორჟეტა კოვალიოვ-რუსუ _ ICB GLOBAL / ICFM-ის ხელმძღვანელი მოლდოვაში, ACAP-ის (მოლდოვის პროფესიული ბუღალტერთა და აუდიტორების ასოციაცია) ყოფილი პრეზიდენტი;


დრაგან დიმიტროვი – ICARNM-ის (INSTITUTE OF CERTIFIED AUDITORS OF THE REPUBLIC OF NORTH MACEDONIA) პროფესიული ინსტიტუტის ჩრდილოეთ მაკედონიაში) ყოფილი პრეზიდენტი;


ნურია ნოვრუზოვა _ აზერბაიჯანის პროფესიული ფინანსური მენეჯერების ასოციაციის (APFM – ASSOCIATION OF PROFESSIONAL FINANCIAL MANAGERS OF AZERBAIJAN) საბჭოს თავმჯდომარე ასევე ICB GLOBAL / ICFM UK-ის წარმომადგენელი;


ნემატულა კარიმოვი _ უზბეკეთის აუდიტორების პალატის საბჭოს თავმჯდომარე;

პაატა შურღაია – „გრანთ თორნთონ საქართველოს“ თანამმართველი პარტნიორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ასოცირებული პროფესორი და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

კონფერენციის დახურვისას, შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა “ბუღალტერთა კავშირის” პრეზიდენტმა ტატა ბერიძემ.


კონფერენციის მომდევნო დღეს, 21 თებერვალს ბუღალტერთა კავშირმა რესტორან „ამარეში“ გამართა ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოების საღამო, ბანკეტთან ერთად. ამ ღონისძიებას დაახლოებით 120 წევრი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ წარმომადგენლები აზერბაიჯანის, მოლდოვას და ჩრდილოეთ მაკედონიის პროფესიული ორგანიზაციებიდან. საღამო საზეიმო და კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.

ღონისძიებაზე, სხვადასხვა პროფესიული მიღწევებისთვის, დაჯილდოვდა რამდენიმე ათეული მონაწილე. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ შორის, დაჯილდოვდა ჩვენი ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ – „ფინანსური აღრიცხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ჩვენი საქმიანობის დაფასებისთვის, დიდ მადლობას ვუხდით „ბუღალტერთა კავშირს“!

გიორგი ცერცვაძე

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.