Homeააფ-მედიაენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

Published on

spot_img

2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, შარშან საქართველოს ელექტროსისტემამ 13.8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 396.5 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით, ხოლო მოხმარება 14.9 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 469.7 მლნ კვტ/სთ-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს. ამასთანავე, შარშან 1.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.


რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2025 წლისთვის დამტკიცებული გაზის ბალანსის მიხედვით, საქართველოს გაზის მოხმარება 3.3 მლრდ კუბ.მ-ია. საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თითქმის 3 მლრდ კუბ.მ-მდე ბუნებრივი აირი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდის. დარჩენილი რაოდენობა რუსეთიდან არის იმპორტირებული. ადგილობრივი მოპოვება დაახლოებით 15 მლნ კუბ.მ-ია. მოსახლეობას ბუნებრივი აირით ორი მონოპოლისტი კომპანია უზრუნველყოფს – დედაქალაქში „თბილისი ენერჯი“, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად რეგიონებში – „სოკარ ჯორჯია გაზი“.


ჩვენ დავინტერესდით, როგორია იმ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, რომელიც სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გარანტორები არიან.


შპს „თბილისი ენერჯი“ (ს/ნ 205129617)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი“-მ მოამზადა. ეს კომპანია დედაქალაქს 2019 წლის მაისიდან ემსახურება. 2024 წლის 30 დეკემბერს „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილი. კომპანია არის ბუნებრივი მონოპოლისტი თბილისის ტერიტორიაზე. ჯგუფის 100%-ის მფლობელი არის შპს „ვოლთბეი“, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაფუძნდა მარშალის კუნძულებზე. 2024 წლის მდგომარეობით, მშობელი საწარმოს 25%-იან წილს ფლობდა საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია, 25%-ს – შპს „გაზტრანზიტი“, რომლის 100%-ს ფლობდა საქართველოს მოქალაქე მამუკა ტოგონიძე, ხოლო დარჩენილ 50%-ს ფლობდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჭეცო Iნვესტმენტ ანდ Fინანсე შ.A.“. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელია შპს „HAღღIMAN HOLDINGშ“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ ჯგუფის ბენეფიციარი მფლობელია აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი.


საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების ღირებულებამ 346.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 55.9 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. გაზრდილია კაპიტალის მოცულობაც 40.1 მილიონი ლარით 137.7 მილიონ ლარამდე. 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 486.6 მილიონი ლარი შეადგინა, 45.1 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. წლის მოგება კი წინა წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და 68.3 მილიონი ლარი შეადგინა.


კომპანიაში დასაქმებულია 1445 ადამიანი.


შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ (ს/ნ 202403121)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი“-მ მოამზადა. კომპანია რეგისტრირებულია 2007 წლის აგვისტოს. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ არის საქართველოში რეგისტრირებული რეზიდენტი კომპანიების ჯგუფის ჰოლდინგური საწარმო. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომელსაც აკონტროლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია. ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა. ჯგუფის საოპერაციო საქმიანობაა ბუნებრივი გაზის იმპორტი და საქართველოს რეგიონებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაზგამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაყიდვა.


საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების ღირებულებამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა, 120 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. ჯგუფის მთლიანი აქტივების 66%-ს წარმოადგენს გაზსადენები. კაპიტალის მოცულობა კი 213.1 მილიონი ლარი იყო, 98.2 მილიონი ლარით ნაკლები წინა წელთან შედარებით.


2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა 2023 წელთან შედარებით. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით კომპანიის მოგება დაახლოებით 50 მილიონი ლარით, 80.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.


2024 წლის ბოლოსთვის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების ჯამურმა რაოდენობამ 578152-ს მიაღწია.


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი“-მ მოამზადა. „ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში 2006 წელს დარეგისტრირდა. კომპანია შედის ჯგუფში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და რომელიც ფლობს საქართველოს, ბულგარეთის, თურქეთის, კოლუმბიის, ბრაზილიის და ესპანეთის ენერგოსექტორებში მოქმედ მრავალ საწარმოს. „ენერგო-პრო ეი. ეს“ (მშობელი საწარმო) ფლობს სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-ს. 2024 წლისა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მშობელი საწარმოს აქციების 100%-ს ფლობს „DK Hოლდინგ Iნვესტმენტს შ.ღ.O“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ ტესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის განაწილებაა. 2024 წლის მდგომარეობით, კომპანია როგორც თბილისის ნაწილს, ასევე მთელ საქართველოს მოიცავს (გარდა იმ რეგიონებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს). მომხმარებელთა რაოდენობა 1.3 მილიონზე მეტია.


2024 წლის მდგომარეობით, „ენერგოპროს“ აქტივების ღირებულებამ 1,3 მილიარდ ლარს მიაღწია, ეს მაჩვენებელი 256.7 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა ასევე გაიზარდა, თითქმის 123 მილიონი ლარით 1.1 მილიარდ ლარამდე. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 477.4 მილიონი ლარი შეადგინა, 28.8 მილიონით ნაკლები წინა წელთან შედარებით. წმინდა მოგების სახით კი „ენერგოპრომ“ 156.1 მილიონი ლარი მიიღო, 53.3 მილიონით ნაკლები.


კომპანიაში 5282 ადამიანია დასაქმებული.


სს „თელასი“ (ს/ნ 202052580)


„თელასის“ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი კომპანია „იუაი“-მ მოამზადა. სს „თელასი“ 1995 წლის მაისში შეიქმნა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შესული ცვლილებების შესაბამისად, კომპანია თბილისის ტერიტორიაზე განაწილების ლიცენზიანტია, ხოლო დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი.ვი“, ხოლო მისი საბოლოო მშობელი კომპანიაა სსს „ინტერ რაო“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. აქციების 24.53%-ს ფლობს შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“. კერძო პირები ფლობენ დანარჩენ 0.36%-ს. „კომპანიის საბოლოო მშობელ კომპანიას აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგების თარიღისთვის არც კომპანიის და არც საბოლოო მშობელი კომპანიის მიმართ არ დაწესებულა სანქციები ევროკავშირის, აშშ-ის ან გაერთიანებული სამეფოს მხრიდან. კომპანია საქართველოში არ იმყოფება სანქციებს ქვეშ“, – აღნიშნულია „იუაი“-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.


2024 წლის მდგომარეობით, „თელასის“ აქტივების ღირებულებამ 605.9 მილიონ ლარს მიაღწია და 2023 წელთან შედარებით 141.1 მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე გაიზარდა კაპიტალის მოცულობა 75.2 მილიონი ლარით 439.9 მილიონ ლარამდე. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს კომპანიამ 227.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 5.9 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში კომპანიის წლის მოგება წინა წელთან შედარებით 11.8 მილიონი ლარით 93.4 მილიონ ლარამდე შემცირდა.


2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებულია 1895 ადამიანი.
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) (ს/ნ 406312690)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუ ეიჩ ვაი“-მ მოამზადა. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 2020 წლის 8 სექტემბერს დაფუძნდა. 2020 წლის 16 აპრილს საქართველოს მთავრობამ შემოიღო ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რის მიხედვითაც ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს დაევალათ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან მიწოდებისა და განაწილების ფუნქციების გაყოფა. სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა „თელმიკო“ და იგი არის ელექტროენერგიის მიმწოდებელი საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის. კომპანიის მთავარი მფლობელი (75.471%) არის „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი.ვი“ (მშობელი კომპანია). მშობელ კომპანიას აკონტროლებს საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“. „ინტერ რაო“ კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მიერ. კომპანიის მეორე მფლობელია შპს „ენერჯი კომპანი“ (24.529%).


საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და 333.8 მილიონი ლარი შეადგინა. კაპიტალის მოცულობა კი 228.5 მილიონი ლარი იყო, დაახლოებით 12 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. 2024 წელს კომპანიის შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 16.8 მილიონი ლარით – 687.0 მილიონ ლარამდე შემცირდა. დოკუმენტი აჩვენებს, რომ 2024 წელი კომპანიისთვის ზარალიანი აღმოჩნდა, რომლის მოცულობამ 10.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს კი „თელმიკომ“ 101.7 მილიონი ლარი მოგება მიიღო.


შპს „ენგურჰესი“ (ს/ნ 251716371)


„ენგურჰესის“ ანგარიშგების აუდიტი „არესემ საქართველო“-მ მოამზადა. „ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა და 1999 წელს დარეგისტრირდა, როგორც კომპანია. იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზეა, ხოლო მისი პრივატიზაციის უფლება ეკონომიკის სამინისტროს აქვს მინიჭებული. კომპანიის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაცია საქართველოში და საზღვარგარეთ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს სოფელ საბერიოში, გალის რაიონში.

საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არის „ენგურჰესის“ საკუთრებაში არსებული თაღოვანი კაშხალი, სხვა ძირითადი აქტივები აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზეა. სწორედ ამიტომ, გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეწოდება აფხაზეთის რეგიონს, საფასურის გადახდის გარეშე. შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ლევან მებონია. „ენგურჰესი“ არის უდიდესი თაღოვანი ელექტროსადგური საქართველოში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.


დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს „ენგურჰესის“ ელექტროსადგურმა 3.4 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, აქედან აფხაზეთის ტერიტორიას 1.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, საქართველოს დანარჩენ რეგიონებს 1.2 მლრდ კვტ.სთ, ექსპორტზე კი 675.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა.


„ენგურჰესის“ ბალანსზე შემდეგი კომპანიები ირიცხება – „ვარდნილჰესების“ კასკადი, რომელიც აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზეა, შპს „ენგური ატრაქცია“ (ტურიზმი), შპს „ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“ (სამეგრელოს რეგიონში).
2024 წლის მდგომარეობით, `ენგურჰესის~ აქტივების ღირებულებამ 517.7 მილიონი ლარი შეადგინა, 14.3 მილიონი ლარით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. მთლიანი კაპიტალის მოცულობა კი 255.4 მილიონი ლარი იყო, 5.1 მილიონი ლარით მეტი, წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. 2024 წელს „ენგურჰესმა“ 58.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 5.9 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წელს. „კომპანია იძულებულია აფხაზეთის რეგიონს ელექტროენერგია მიაწოდოს უფასოდ. ელექტროენერგიის ეს ნაწილი არ არის აღიარებული შემოსავლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. 2024 წელს „ენგურჰესის“ ზარალმა 592 ათასი ლარი შეადგინა, ზარალის მოცულობა 2023 წელთან შედარებით 6.8 მილიონი ლარით არის შემცირებული.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიაში 1106 ადამიანი იყო დასაქმებული.


სს „დარიალ ენერჯი“ (ს/ნ 401953061)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი“-მ მოამზადა. სს „დარიალი ენერჯი“ არის საქართველოში დაფუძნებული კომპანია. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის გამომუშავება და გაყიდვა. მისი ძირითადი საოპერაციო აქტივია ყაზბეგის რაიონში მდებარე ჰიდროელექტროსადგური – „დარიალი ჰესი“. „დარიალი ჰესი“ 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე 108 მგვტ-იანი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებას. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვტ. სთ ს, საიდანაც დაახლოებით 70% ენერგია გენერირდება ზაფხულის თვეებში (მაისი-ოქტომბერი). კომპანიის აქციონერები არიან: შპს „ენერგია“ (44.27%), შპს „თEPჩO ღენეწაბლე Pოწერ შინგაპურე“ (31.38%), Lოკ ჭ. Hომე Iრრევოცაბლე თრუსტ (24.35%).


2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 246.3 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 5.7 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2023 წელს. კაპიტალის მოცულობა კი 18.9 მილიონი ლარით გაიზარდა, 204.3 მილიონ ლარამდე. 2024 წელს კომპანიამ 75.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 12.4 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. წმინდა მოგება კი თითქმის 9 მილიონი ლარით, 49.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


კომპანიაში 68 ადამიანია დასაქმებული.


შპს „ფერი“ (ს/ნ 211352187)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ნექსია ჯორჯიამ“ მოამზადა. შპს „ფერი“ 1996 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაპროექტება, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, რომელშიც შედის ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გვირაბების, გზების და სხვა მშენებლობები. ასევე ჰიდროელექტროსადგურების მონტაჟი და ოპერირება. 2024 და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის წილის მფლობელები არიან: იოსებ მჭედლიშვილი (96%) და კახაბერ შევარდნაძე (4%). კომპანიის შვილობილი კომპანიებია – ხადორი-2 ჰესი, ხუმფრერი ჰესი, მემული ჰესი, ჭალაჰესი და კიდევ სხვა ენერგოკომპანიები, რომლებსაც ჯერ საქმიანობა არ დაუწყიათ. 2023 წლის განმავლობაში კომპანია ახორციელებდა რამდენიმე დიდ პროექტს. ესენია: მტკვარიჰესის სამუშაოები და ხობიჰესი 2-ის მშენებლობა.


2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 227.5 მილიონი ლარი შეადგინა, 11.8 მილიონი ლარით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა 169.9 მილიონ ლარი იყო, 21.1 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით 27.4 მილიონი ლარით, 78.7 მილიონ ლარამდე შემცირდა. ასევე შემცირდა წმინდა მოგება 11.9 მილიონი ლარით, 1.2 მილიონ ლარამდე.


დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დასაქმებული ჰყავდა 587 ადამიანი.


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუ ეიჩ ვაიმ“ მოამზადა. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მთავარი საქმიანობაა ელექტროენერგიის გამომუშავება. კომპანია ამუშავებს 21 მგვტ ჯამური სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს გორთან ახლოს. კომპანიის 100%-ის მფლობელია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“, რომლის 100%-იანი მფლობელია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი“ (GღPH). GღPH-ის 100%-ის მფლობელია სს „საქართველოს კაპიტალი“ (GჩAP), რომლის საბოლოო მშობელი საწარმოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „Gეორგია ჩაპიტალ“, ინგლისში რეგისტრირებული და ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღრიცხული იურიდიული პირი. კომპანია არის თავდები და გასცემს უზრუნველყოფას „GღPO“-ის თავდაპირველად გამოშვებულ 80 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციებზე.


2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულებამ 45.9 მილიონი ლარი შეადგინა, 12.5 მილიონი ლარით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა 25.4 მილიონი ლარი იყო, 11.8 მილიონი ლარით ნაკლები წინა წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 13.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 1.0 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 5.7 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი თითქმის 1 მილიონი ლარით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.


შპს „მტკვარი ენერჯი“ (ს/ნ 202066726)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველომ“ მოამზადა. კომპანია დაფუძნდა 1999 წელს. კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია და 100%-ის მფლობელი შპს „ჯიაიჯი ენერჯი“ (ყოფილი: „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“) („ჯიაიჯი ენერჯი“, „ჯგუფი“). კომპანია შეიძინა „ჯიაიჯი ენერჯიმ“ 2016 წლის ივნისში. კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია არის მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინთერნეიშენალ“. კომპანიას საბოლოოდ აკონტროლებს დავით ბეჟუაშვილი. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს ელექტროსისტემისთვის გარანტირებული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველყოფა და ელექტროენერგიის გენერაცია. კომპანიის ძირითადი საოპერაციო აქტივია თბოელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს ქალაქ გარდაბანში, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მის საკუთრებაში არსებულ მე-9 ენერგობლოკს. მე-9 ენერგობლოკი წარმოადგენს ზეკრიტიკული პარამეტრებით მომუშავე ბლოკური ტიპის თბოელექტროსადგურს, დადგმული სიმძლავრით 300 მგვტ.


დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 68.4 მილიონი ლარი შეადგინა, დაახლოებით 5 მილიონი ლარით ნაკლები წინა წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი 46.3 მილიონი ლარი იყო, 1 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. საანგარიშო პერიოდში, კომპანიამ 48.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 37.5 მილიონი ლარით ნაკლები, 2023 წელთან შედარებით. 2024 წელი კომპანიისთვის ზარალიანი აღმოჩნდა, ზარალმა 971 ათასი ლარი შეადგინა. 2023 წლის ზარალი – 305 ათასი ლარი იყო.


2024 წელს კომპანიაში დასაქმებული იყო 206 თანამშრომელი.


შპს „ჯიფაუერი“ (ს/ნ 404878977)


კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „იუაი“-მ მოამზადა. კომპანიას ფლობს სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მშობელი საწარმოს აქციების 100%-ს ფლობს სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“. სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ აქციების 100%-ს ფლობს „ენერგო-პრო ეი. ეს.“, ხოლო „ენერგო-პრო ეი. ეს“ ის აქციების 100%-ს სრულად ფლობს „DK Hოლდინგ Iნვესტმენტს შ.ღ.O.“. ამ კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ ტესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა. კომპანია ფლობს და ამუშავებს ერთ თბოელექტროსადგურს, სადაც აირტურბინით მიიღწევა 110 მეგავატის დადგმული სიმძლავრე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფა და აირტურბინით ელექტროენერგიის წარმოება. ეს ელექტროსადგური გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის სეზონის პიკური დატვირთვების დროს, როდესაც ბაზარზე სიმძლავრის დეფიციტია, პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე.
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულებამ 69.4 მილიონი ლარი შეადგინა, 3.03 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. მთლიანი კაპიტალის მოცულობა კი 56.04 მილიონი ლარი იყო, დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტი. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი 5.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 28.8 მილიონ ლარს მიაღწია. 2024 წელს კომპანიამ 5.8 მილიონი ლარის მოგება მიიღო, 2.4 მილიონი ლარით მეტი, 2023 წელთან შედარებით.


დღესდღეობით „ჯიფაუერში“ 22 ადამიანია დასაქმებული.


ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

მთავრობა სოციალურად დაუცველთა “არმიის” განახევრებას აპირებს?!

მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.

ახალი წესები სახელმწიფო შესყიდვებში

დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.