საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Global Citizen Solutions აქვეყნებს ქვეყნების რეიტინგს ადგენს ცხოვრების ხარისხის, ეკონომიკური შესაძლებლობების, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების და ცხოვრების ხარჯების მიხედვით. მათი მიზანია აჩვენონ, სად არის საუკეთესო პირობები ოჯახებისთვის, პროფესიონალებისთვის და ემიგრანტებისთვის.
ქვეყნების რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ძირითადი კრიტერიუმები:
• ცხოვრების ხარჯები: საცხოვრებელი, საკვები, კომუნალური;
• ჯანდაცვა: ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება;
• უსაფრთხოება: დანაშაულის დაბალი დონე, პოლიტიკური სტაბილურობა;
• ეკონომიკური შესაძლებლობები: სამუშაო ადგილები, ხელფასი, ეკონომიკის ზრდა;
• ვიზა/რეზიდენტობა: მიღების სიმარტივე;
• გადასახადები: შემოსავლის, კაპიტალის და მემკვიდრეობის გადასახადი;
• ენა/კულტურა: ინგლისურის გავრცელება, ცხოვრების სტილი;
• კლიმატი/გარემო: ბუნება, ჰაერი, წყალი;
• ინფრასტრუქტურა: ტრანსპორტი, ინტერნეტი, კომუნალური სერვისები;
• განათლება: სკოლები, უნივერსიტეტები;
• ბალანსი: სამუშაო საათები, შვებულება, თავისუ¬ფალი დრო;
• ემიგრანტები: ადგილობრივებთან ინტეგრაციის სიმარტივე.
ქვეყანა შეიძლება საცხოვრებლად საუკეთესო ტოპ 10-ის სიაში პირველ ადგილზე იყოს, რადგან ეს სია მხოლოდ ცხოვრების ხარისხს აფასებს. მაგრამ გლობალურ ინდექსებში (Global Residency Index ან Global Passport Index) იგივე ქვეყანა სხვა ადგილზეა, რადგან იქ დამატებით ითვალისწინებენ ეკონომიკას, გადასახადებს, უსაფრთხოებას და სხვა ფაქტორებს. ამიტომ ჩამონათვალში ამ მრავალფაქტორული ინდექსის შედეგებიც მითითებულია და აღნიშნულია რომელ ადგილზეა ქვეყანა გლობალური ინდექსების რეიტინგში.
გასული, 2025 წლის დეკემბერში Global Citizen Solutions-ის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით შედგენილი ტოპ-10 ქვეყანა:
(ქვეყნის დასახელების გასწვრივ აღნიშნულია ქვეყნის მშპ, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი, საშუალო ყოველთვიური ხარჯი და ქვეყნის პოზიცია გლობალურ ინდექსში)
1. დანია (408,51 მლრდ დოლარი, 63000 დოლარი, 2176-4352 დოლარი, რეიტინგი 4)
პირველ ადგილზეა ცხოვრების ხარისხით. გამოირჩევა ბედნიერებით, თანასწორობით, უსაფრთხოებით და განათლებით.
• ცხოვრების ხარისხი: მშვიდი გარემო, ველოსიპედისთვის ხელსაყრელი ქალაქები.
• განათლება: უფასოა ყველა დონეზე, ინვესტიციით მოქალაქეობა იძლევა წვდომას.
• ჯანდაცვა: უნივერსალური სისტემა, მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
• ხარჯები: მაღალი, განსაკუთრებით კოპენჰაგენში (2500+ დოლარი თვეში). ძირითადი ხარჯი კომუნალურ გადასახდელებზე და საკვებზე მოდის.
2. ნორვეგია (482,23 მლრდ დოლარი, 65281 დოლარი, 2700-3500 დოლარი, რეიტინგი 8)
ქვეყანა ადამიანის განვითარების ინდექსის (Human Development Index) ლიდერია. ნორვეგიაშია ძლიერი მმართველობა, თანასწორობა, დაბალი უმუშევრობა.
• ცხოვრების ხარისხი: მაღალი შემოსავალი, სამოქალაქო უფლებები, LGBTQ მეგობრული. აქ საშუალო წლიური ხელფასი 55000 დოლარი, როცა აშშ-ში დაახლოებით 51480 დოლარია.
• ჯანდაცვა: თითქმის უფასო, მედიკამენტები სუბსიდირებული.
• განათლება: უფასო ევროკავშირის სტუდენტებისთვის, უცხოელებისთვის შედარებით იაფი.
• ხარჯები: ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ევროპაში. ოსლოში საშუალოდ 2700-3500 დოლარი თვეში.
3. შვედეთი (615,67 მლრდ დოლარი, 51745 დოლარი, 1800-2900 დოლარი, რეიტინგი 1)
მჭიდროდ დასახლებული, ძლიერი ეკონომიკა, უსაფრთხოება, მაღალი თავისუფლება.
• ცხოვრების ხარისხი: ემიგრანტებისთვის ხელსაყრელი, მოსახლეობის 90% ინგლისურად საუბრობს.
• ჯანდაცვა: დეცენტრალიზებული, მთავრობა აფინანსებს, კერძო დაზღვევა იაფია, წლიურად სულ 375 დოლარი.
• განათლება: ადგილობრივი ავტონომია, კერძო და მუნიციპალური სკოლების ფართო არჩევანი, სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა).
• ხარჯები: მაღალი დიდ ქალაქებში (სტოკჰოლმი 1800-2900 დოლარი თვეში), დაბალი სოფლებში.
4. შვეიცარია (824,74 მლრდ დოლარი, 93827 დოლარი, 2500-3500 დოლარი, რეიტინგი 46)
გამორჩეულად მდიდარი ქვეყანა, სტაბილური პოლიტიკური სისტემა, ყველა მიმართულებით მაღალი სტანდარტები. ცნობილია, როგორც „საგადასახადო სამოთხე მდიდრებისთვის“.
• ცხოვრების ხარისხი: უმაღლესი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება.
• ჯანდაცვა: სავალდებულო კერძო დაზღვევა (330-2750 დოლარი).
• განათლება: მაღალი ხარისხი, OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) კვლევით მე-9 ადგილი.
• ხარჯები: მაღალი (2500-3500 დოლარი თვეში), მაგრამ ხელფასიც მაღალია.
5. ავსტრალია (1,53 ტრილიონი დოლარი, 54126 დოლარი, 2500+ დოლარი, რეიტინგი 24)
კვლევებით მუდმივად პირველ ათეულშია. ემიგრანტებისთვის საუკეთესო ინგლისურენოვანი ქვეყანა.
• ცხოვრება: სტაბილური ეკონომიკა, უსაფრთხო გარემო, მეგობრული საზოგადოება.
• ჯანდაცვა: Medicare უზრუნველყოფს უფასო/იაფ მომსახურებას; უცხოელებს სჭირდებათ მუდმივი სტატუსი ან კერძო დაზღვევა.
• განათლება: მაღალი ხარისხის კერძო და საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები; საჯარო განათლება უფასოა, დამატებითი ხარჯებით.
• ხარჯები: სიდნეი და მელბურნი ძვირია (2500 დოლარი და მეტი თვეში).
6. ნიდერლანდები (1,04 ტრილიონი დოლარი, 57335 დოლარი, 2500+დოლარი, რეიტინგი 7)
ლიბერალური ქვეყანა, მაღალი ცხოვრების დონით და სტუმართმოყვარე საზოგადოებით.
• ცხოვრების ხარისხი: ველოსიპედის კულტურა, სუფთა ჰაერი, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე.
• ჯანდაცვა: სავალდებულო დაზღვევა, თანმიმდევრული ხარისხი, პრევენციულ სერვისებზე აქცენტი.
• განათლება: საჯარო სკოლები უფასოა; სისტემა ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და ინოვაციას.
• ხარჯები: მართვადი, მაგრამ მაღალი; ამსტერდამში 2500-3000 დოლარი თვეში.
7. ფინეთი (300,74 მლრდ დოლარი, 54559 დოლარი, 1800-2500 დოლარი, რეიტინგი 2)
ხუთჯერ ზედიზედ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა.
• ცხოვრების ხარისხი: ძალიან უსაფრთხო, დანაშაულის მინიმალური დონე, საუკეთესო სუფთა ჰაერი და ონკანის წყალი.
• ჯანდაცვა: უნივერსალური ჯანდაცვა ყველასთვის (ემიგრანტებისთვისაც), სახელმწიფო და კერძო სერვისების ნაზავი; ემიგრანტებს სჭირდებათ რეგისტრაცია.
• განათლება: თითქმის უნაკლო; ბაგა-ბაღები ძირითადად სუბსიდირებულია, ერთი აღსაზრდელის ყოველთვიური ხარჯია 342 ევრო (შედარებისთვის, აშშ-ში ეს თანხა საშუალოდ 840 დოლარია), უნივერსიტეტი უფასოა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
• ხარჯები: მაღალი, განსაკუთრებით ჰელსინკში (1800-2500 დოლარი).
8. გერმანია (4,14 ტრილიონი დოლარი, 50225 დოლარი, 2000-3000 დოლარი, რეიტინგი 3)
ევროპაში ყველაზე მეტი ემიგრანტის მასპინძელი.
• ცხოვრების ხარისხი: ძლიერი ინფრასტრუქტურა, თანასწორობა, მრავალფეროვანი სამუშაო შესაძლებლობები; მაღალი რეიტინგის პასპორტი – Global Passport Index-ის მიხედვით მსოფლიოში მე-4.
• ჯანდაცვა: განვითარებული სისტემა, სახელმწიფო და კერძო დაზღვევის კომბინაცია. ემიგრანტები უნდა დარეგისტრირდნენ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის რომელიმე პროვაიდერთან.
• განათლება: საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები უფასოა მათ შორის ემიგრანტებისთვის; სასწავლო გეგმის მაღალი ხარისხი და აქცენტი კრიტიკულ აზროვნებაზე; საუნივერსიტეტო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
• ხარჯები: დიდ ქალაქებში ძვირი (2000-3000 დოლარი), მოიცავს ქირას, საკვებს და ტრანსპორტს.
9. პორტუგალია (289 მლრდ დოლარი, 27600 დოლარი, 1600-2100 დოლარი, რეიტინგი 6)
პენსიაზე გასვლის შემდეგ საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.
• ცხოვრების ხარისხი: ძალიან უსაფრთხო, Global Peace Index-ში (გლობალური მშვიდობის ინდექსი) პირველ ადგილზე.
• ჯანდაცვა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა (SNS) სისტემა ხელმისაწვდომია ყველასთვის; ბევრი ემიგრანტი კერძო დაზღვევას ირჩევს მოქნილობისთვის.
• განათლება: საჯარო სკოლები უფასოა; უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგით (ლისაბონის და პორტუს უნივერსიტეტები ევროპაში საუკეთესოთა შორის არიან), საერთაშორისო პროგრამებით.
• ხარჯები: დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი (1600-2100 დოლარი).
10. ახალი ზელანდია (250,39 მლრდ დოლარი, 53703 დოლარი, 1800-2500 დოლარი, რეიტინგი 16)
გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ი ბუნებით, მეგობრული ხალხით და პოლიტიკური სტაბილურობით.
• ცხოვრების ხარისხი: უსაფრთხო გარემო, ძლიერი ინფრასტრუქტურა, სამუშაო შესაძლებლობები.
• ჯანდაცვა: სახელმწიფო დაფინანსებული, ხარისხიანი; კერძო დაზღვევა ამცირებს სამედიცინო მომსახურების ლოდინის დროს.
• განათლება: საჯარო სკოლები უფასოა, ინგლისურენოვანი სწავლებით; კერძო სკოლების ფართო არჩევანი.
• ხარჯები: დიდ ქალაქებში (1800-2500 დოლარი).
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

