Homeკითხვა-პასუხირეზიდენტ ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანაბრები საქართველოში ქართულ ბანკში და უცხოეთში უცხოურ...

რეზიდენტ ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანაბრები საქართველოში ქართულ ბანკში და უცხოეთში უცხოურ ბანკში. ამ ანაბრებიდან მიღებული სარგებლის თანხები წარმოქმნის თუ არა რაიმე საგადასახადო ვალდებულებებს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის?

Published on

spot_img

კითხვა: რეზიდენტ ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანაბრები საქართველოში ქართულ ბანკში და უცხოეთში უცხოურ ბანკში. ამ ანაბრებიდან მიღებული სარგებლის თანხები წარმოქმნის თუ არა რაიმე საგადასახადო ვალდებულებებს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის?

პასუხი: 1) საქართველოში, ქართულ ბანკებში გახსნილი ანაბრებიდან მიღებული სარგებელი არ წარმოშობს რამე საგადასახადო ვალდებულებებს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის, რადგან სსკ 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დადგენილია:

„5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი“.

2) უცხოეთში, უცხოურ ბანკებში გახსნილი ანაბრებიდან მიღებული სარგებლის თანხები რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს! ეს გამომდინარეობს სსკ 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტიდან. შესაბამისად, მათზე გავრცელდება სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათი:

„1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:

ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს“.

აღვნიშნავთ ასევე, რომ მიღებული პროცენტები წარმოადგენს ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ სახეს და არ იბეგრება დღგ-ით სსკ 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად.

აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს შემოსავალი არ ითვლება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად:

„2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება:…

ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე განთავსება“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ანაბრებიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული უნდა იქნეს ოჯახის წლიურ შემოსავალში იმის განსასაზღვრავად, ეკუთვნის თუ არა საგადასახადო შეღავათი (40000 ლარამდე შემოსავლების შემთხვევაში) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გასაანგარიშებლად, რადგან სსკ 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით:

„6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:…

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...