Homeკითხვა-პასუხივარ არამეწარმე ფიზიკური პირი. ნაყიდი მაქვს კომერციული ფართი 2017 წლის 28 ივნისს...

ვარ არამეწარმე ფიზიკური პირი. ნაყიდი მაქვს კომერციული ფართი 2017 წლის 28 ივნისს 300000$-ად, რომელიც გაქირავებული მაქვს კომპანიაზე (კომპანია გადახდის წყაროსთან მიკავებს 20% საშემოსავლო გადასახადს გადახდილი ქირავნობის საზღაურიდან, ადეკლარირებს და რიცხავს ბიუჯეტში). ამჟამად ამ ფართს ვყიდი 500000$-ად. რა გადასახადები მექნება გადასახდელი როგორც პროცენტულად, ასევე თანხებში გამოხატული და როდის?

Published on

spot_img

კითხვა: ვარ არამეწარმე ფიზიკური პირი. ნაყიდი მაქვს კომერციული ფართი 2017 წლის 28 ივნისს 300000$-ად, რომელიც გაქირავებული მაქვს კომპანიაზე (კომპანია გადახდის წყაროსთან მიკავებს 20% საშემოსავლო გადასახადს გადახდილი ქირავნობის საზღაურიდან, ადეკლარირებს და რიცხავს ბიუჯეტში). ამჟამად ამ ფართს ვყიდი 500000$-ად. რა გადასახადები მექნება გადასახდელი როგორც პროცენტულად, ასევე თანხებში გამოხატული და როდის?

პასუხი: კომერციული ფართის გაყიდვა დაიბეგრება დღგ-ით (თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ხართ, უნდა დარეგისტრირდეთ მიწოდების განხორციელებამდე). ეს გამომდინარეობს სსკ 158-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან:

„3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება“.

დღგ-ის თანხა იქნება 500000/1,18*18%=76271.19 აშშ დოლარი, მიწოდების დღეს არსებული კურსით;

ეს მიწოდება ასევე დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით (20%) ნამეტი თანხიდან, რადგან მასზე არ გავრცელდება სსკ 82-ე მუხლის „ვ.გ“ პუნქტით დადგენილი შეღავათი დაბეგვრისაგან გათავისუფლებაზე:

„ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, რადგან გასაყიდი ფართი არასაცხოვრებელია და ის გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში.

ნამეტი დაითვლება შემდეგნაირად: A-B, სადაც:

A არის გასაყიდი ფასი დღგ-ის გარეშე, ანუ 500000-76271.19=423728.81 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, მიწოდების დღეს არსებული სავალუტო კურსით;

B არის შესყიდვის ფასი 300000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის (2017 წლის 28 ივნისი) დღეს მოქმედი სავალუტო კურსით.

ეს სხვაობა ანუ ნამეტი დაიბეგრება 20% საშემოსავლო გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 135-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

ამავე კოდექსის 153-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ თუ თქვენ დარეგისტრირდებით მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსით (ანუ, თუ ჩაითვლება, რომ თქვენ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდენთ ამ ოპერაციას), მაშინ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოთ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, რა მიზნითაც საგადასახადო ორგანოს ამ ვადაში უნდა წარუდგინოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, სსკ 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად.

გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსის მიღების შემთხვევაში, თქვენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის თანახმად შეგიძლიათ ნებაყოფლობით ჩაერთოთ საპენსიო დაზღვევის სქემაში როგორც თვითდასაქმებული და გადაიხადოთ საპენსიო შენატანი (4% ზემოაღნიშნული ნამეტიდან). ამ შემთხვევაში, დარიცხული საპენსიო შენატანი გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...