Homeკითხვა-პასუხივართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია (შპს). კომპანია ჩართულია საქართველოს მთავრობის...

ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია (შპს). კომპანია ჩართულია საქართველოს მთავრობის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 29 მარტის №159 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში.

Published on

spot_img

კითხვა: ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია (შპს). კომპანია ჩართულია საქართველოს მთავრობის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 29 მარტის №159 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში.

საქართველოს კანონისსაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141- მუხლის 23- პუნქტისქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 25- პუნქტის თანახმად, კომპანიასა და . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულებაავარიული შენობანაგებობის ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ . ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით . ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საცხოვრებელი ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

აღნიშნული ხელშეკრულებით, კომპანიისთვის განაშენიანების ინტენსივობის 2 კოეფიციენტის ნამატმა ფართმა შეადგინა 55000 კვ.. შესაბამისად, . ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემმა ფართმა შეადგინა ნამატი ფართის 10% – 5500 კვ..

აღნიშნული ფართების (5500 კვ.ის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა ხომ არ წარმოქმნის რაიმე სახის გადასახადს კომპანიისთვის?

პასუხი: თქვენ მიერ მითითებული საქართველოს კანონით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის 23-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად განსაზღვრულია:

„23. ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობანაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ის კომპენსირდება შესაბამისი ღონისძიებით, ამავდროულად, არ დაუპირისპირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქგეგმარებით ესთეტიკურ პარამეტრებს და უნდა ითვალისწინებდეს არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობებს. ამ ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ:…

) ავარიული შენობანაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობანაგებობა) ჩანაცვლების მიზნით

25. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის 23- ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ღონისძიების შედეგად შენობანაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იქნეს სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე“.

ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი და მისი საკრებულო ასრულებენ საქმიანობას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა“, რაც არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას სსკ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით;

მეორე მხრივ კი, ზემოაღნიშნული 25-ე პუნქტის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია ხდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე, ანუ არ არის დამოკიდებული მის მიერ ნების გამოვლენაზე.

ამ ორი გარემოების ერთობლიობა ქმნის იმის საფუძველს, რომ მოცემული ხდომილება – 5500 კვ.მ ფართის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა არ წარმოადგენს ბარტერულ გარიგებას ან მის ნაწილს, არამედ ნამდვილად უსასყიდლო გადაცემაა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს გამოიყენოს მისთვის სსკ 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტით მინიჭებული უფლება და შეეცადოს ამ გარიგების ბარტერად გადაკვალიფიცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს გადაცემა არ დაიბეგრება არც მოგების გადასახადით და არც დღგ-ით, სსკ შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე:

სსკ 983 მუხლი, მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი:

„3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:…

) სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა“;

სსკ 172-ე მუხლი, მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი:

„4. დღგისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:…

) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა“.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა კითხვები

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით…

კითხვა: როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც...