Homeააფ-მედიანობელის პრემია ეკონომიკაში 2025 წელსაც სამმა მეცნიერმა მიიღო

ნობელის პრემია ეკონომიკაში 2025 წელსაც სამმა მეცნიერმა მიიღო

Published on

spot_img

ეკონომიკის ზრდისთვის რღვევა და ქაოსია საჭირო

ნობელის პრემია ეკონომიკაში მიენიჭათ აშშ ის, საფრანგეთისა და კანადის მეცნიერებს – ჯოელ მოკირს, ფილიპ აჟიონს და პიტერ ჰოვიტს. მათ პრემია „ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის ახსნისთვის“ გადაეცათ. ეკონომისტებმა სხვადასხვა გზით აჩვენეს, თუ როგორ უწყობს ხელს ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით გამოწვეული შემოქმედებითი რღვევა მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ხელს უშლის სტაგნაციაში ჩავარდნას.

„ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მსოფლიომ ისტორიაში პირველად იხილა მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ამან უამრავ ადამიანს საშუალება მისცა, თავი დაეღწია სიღარიბისგან და საფუძველი ჩაუყარა ჩვენს კეთილდღეობას“, – განაცხადა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ წლევანდელი პრემიის გაცემის დასაბუთებაში.

განვითარებისთვის მხოლოდ ინოვაციები არ კმარა

ჯილდო განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან მსოფლიო იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის უახლეს ტექნოლოგიებს განვითარებისა და კეთილდღეობის კვანტური ნახტომი მოჰყვება. ეს კი, თავის მხრივ თავსებადია ინტერნეტის გამოგონების გავლენასთან.

„ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე: ახალი პროდუქტები და წარმოების მეთოდები ცვლის ძველებს. ეს დაუსრულებელი ციკლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველია, რაც აუმჯობესებს შემოსავლებსა და ცხოვრების ხარისხს მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის“, – ნათქვამია წლევანდელ ნობელიანტთა წარდგენის პრეს-რელიზში.

თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. წარსულში მნიშვნელოვანი აღმოჩენები მხოლოდ დროებით აუმჯობესებდა ცხოვრებას, შემდეგ კი კეთილდღეობის ზრდა ყოველთვის ქრებოდა. რატომ?

ორმაგი მოქალაქეობის (აშშ, ისრაელი) მქონე ჯოელ მოკირმა (ჟოელ Mოკყრ) ამ კითხვას უპასუხა, რისთვისაც მან პრემიის ნახევარი მიიღო. იგი აჩვენებს, რომ რაღაცის გაკეთების ახალი გზის პოვნა საკმარისი არ არის; აუცილებელია მეცნიერულად დასაბუთდეს, თუ რატომ მუშაობს ეს მომგებიანად. და ახსნა მეორე განსხვავება შუა საუკუნეებისა და თანამედროვე პირობებს შორის: იმისათვის, რომ ინოვაციებმა ერთმანეთი ჩაანაცვლონ ცხოვრების გაუმჯობესების დაუსრულებელ ციკლში, საზოგადოება ღია უნდა იყოს ახალი იდეებისთვის და მზად იყოს ცვლილებებისთვის.

ინდუსტრიულ რევოლუციამდე (1760-1840-იანი წლები), ტექნოლოგიური ზრდის პერიოდები ხანმოკლე იყო და მათ სტაგნაციის ხანგრძლივი პერიოდები მოსდევდა. თუმცა, მოკირმა დასვა კითხვა: „რატომ გახდა ზრდა მდგრადი 1800 წლის შემდეგ?“ ეკონომისტი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ გარღვევა სამი ფაქტორის წყალობით მიაღწია:

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთობლივი განვითარება:

მოკირმა შემოიღო ძირითადი განსხვავება ცოდნის ორ ტიპს შორის:

– ბუნების კანონების ფუნდამენტური გაგება – რატომ მუშაობს რაღაც? ეს არის მეცნიერება, თეორიები და დაკვირვებები;

– პრაქტიკული ინსტრუქციები – როგორ გავაკეთოთ ეს? ეს არის ტექნოლოგიები და ხელოსნობა.

ინდუსტრიულ რევოლუციამდე ამ ორ ტიპის ცოდნას შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა. გამოგონებები იქმნებოდა ცდისა და შეცდომის მეთოდით, ძირითადი პრინციპების გაგების გარეშე და, შესაბამისად, სწრაფად იწურებოდა მათი პოტენციალი.
განმანათლებლობის ეპოქაში მეცნიერები ინტერესდებიან პრაქტიკული პრობლემებით, ხოლო ინჟინრებმა და ხელოსნებმა დაიწყეს სამეცნიერო ნაშრომების კითხვა. შედეგად, მეცნიერებამ ტექნოლოგია გააძლიერა და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მეცნიერებისთვის ახალი კითხვები წამოჭრა. ამ პროცესმა ინოვაციების უწყვეტი ნაკადი გამოიწვია.

მექანიკური კომპეტენცია:

მე-18 საუკუნის ბრიტანეთში გაჩნდა მაღალკვალიფიციური ხელოსნების, მექანიკოსებისა და ინჟინრების კლასი, რომლებსაც შეეძლოთ ნახაზების, მასშტაბური მოდელების წაკითხვა და გამოგონებების დახვეწა. სწორედ ისინი ეხმარებოდნენ მეცნიერებს თავიანთი იდეების განხორციელებაში.

ცვლილებებისადმი ღია საზოგადოება:

მოკირმა აჩვენა, რომ ისტორიის განმავლობაში საზოგადოება წინააღმდეგობას უწევდა მეცნიერებასა და ტექნოლოგიას. განმანათლებლობის ეპოქამ წარმატებით დაძლია ეს ჩვევა. განმანათლებლობამ ხელი შეუწყო „ზრდის კულტურის“ ჩამოყალიბებას – შესაბამისად, ინოვაცია და პროგრესი დაფასდა.

მაინც რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს კვლევა და რის გამო გახდა იგი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული ეკონომიკური ჯილდოს ღირსი? მოკირმა შეძლო თანამედროვე ეკონომიკური ფენომენის (მდგრადი ზრდა) ღრმა და ყოვლისმომცველი ისტორიული ახსნა. მან ყურადღება ეკონომიკური ფაქტორებიდან (კაპიტალი, ვაჭრობა) იდეებისა და ცოდნის როლზე გადაიტანა. საბოლოო ჯამში, მისმა ნაშრომმა გააერთიანა ეკონომიკური ისტორია, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ისტორია, რამაც შექმნა კაცობრიობის ეკონომიკური ზრდის ყოვლისმომცველი სურათი.

აჟიონისა და ჰოვიტის აღიარების მთავარი მიზეზები

ეკონომიკაში წლევანდელი ნობელის პრემიის ფულადი ჯილდოს ნახევრის მფლობელი გახდა მეცნიერთა დუეტი. ფილიპ აჟიონი (Pჰილიპპე Aგჰიონ) ფრანგი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტში რობერტ ვაგონერის სახელობის ეკონომიკის კათედრის პროფესორია. პიტერ ჰოვიტს (Pეტერ Hოწიტტ) რაც შეეხება, იგი კანადელია და 2013 წლიდან ბრაუნის უნივერსიტეტში (აშშ), ლინ კროსტის სახელობის კათედრაზე სოციოლოგიისა და ეკონომიკის ემერიტ-პროფესორია.

1992 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მათ შეიმუშავეს ეკონომიკური ზრდის თეორია „შემოქმედებითი რღვევის“ გზით, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ შეუძლია მცირე ინოვაციებსაც კი ეკონომიკის ტრანსფორმაცია.

მოკირისგან განსხვავებით, აჟიონი და ჰოვიტი თანამედროვე განვითარებულ ეკონომიკებს აკვირდებოდნენ. მათ შენიშნეს პარადოქსი: ფირმები მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან, ახალი პროდუქტები ძველებს ანაცვლებენ, სამუშაო ადგილები იქმნება და ნადგურდება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა მაინც აგრძელებს ზრდას.

დუეტის ერთობლივმა ნაშრომმა უპასუხა კითხვას: „როგორ გარდაიქმნება ფირმის დონეზე ქაოსი მთლიანობაში ეკონომიკის თანდათანობით ზრდად“. მათ შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომლის უმთავრესი განმსაზღვრელია „შემოქმედებითი რღვევის“ იდეა და სადაც:

_ შემოქმედებითი ნაწილია: მეწარმეები და ფირმები ინვესტირებას ახდენენ, რათა შექმნან წინა პროდუქციაზე უკეთესი ინოვაცია ან პროდუქტი;

_ რღვევის ნაწილი: წარმატებული ინოვაცია ახალ ფირმას საშუალებას აძლევს, დაიპყროს ბაზარი და „წაიღოს ბიზნესი“ მოქმედი ფირმისგან, რომლის პროდუქტიც მოძველებულია. შედეგად, მოქმედი ფირმა ზარალდება და იხურება.

ამის ნათელი მაგალითია კომპანია Bლოცკბუსტერ-ის ისტორია, რომელიც აშშ-ში DVD-დისკების გაქირავების ბიზნესის ლიდერი იყო. Nეტფლიხ-ის გაჩენისა და სტრიმინგსერვისის მოდელის დანერგვის შემდეგ, Bლოცკბუსტერ-მა ოპერირება 2014 წელს შეწყვიტა.

ნობელიანტთა მოდელის საყრდენია დაუსრულებელი ციკლი: ინოვაცია → ბაზარზე შესვლა → შემოსავლის წყვეტა → შემდგომი ინოვაცია. ესაა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ერთადერთი წყარო. ბუნებრივია, რომ მოდელი ინტერესთა ფუნდამენტურ კონფლიქტს იწვევს. ახალბედებს ინოვაციების ბაზარზე შესვლა სწადიათ, ხოლო უკვე დამკვიდრებულ ფირმებს საკუთარი პოზიციის დაცვა პოლიტიკის ლობირებით სურთ, რომელიც „მომხვდურთ“ ბაზარზე შესვლას გაურთულებს.

აჟიონი და ჰოვიტი პირველები იყვნენ, ვინც „შემოქმედებითი რღვევის“ პროცესის მათემატიკური მოდელირება მოახდინეს. ეს მოდელი ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზისთვის ფუნდამენტური გახდა. ის საშუალებას იძლევა შევისწავლოთ რა გავლენას ახდენს საპატენტო უფლებები, ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, სუბსიდიები და მშრომელთა უფლებების დაცვა ეკონომიკურ ზრდაზე. მათ აჩვენეს, რომ კონკურენციასა და ინოვაციას შორის კავშირი არასწორხაზოვანი და ძალიან სუსტია. თუმცა, ძალიან დიდ კონკურენციას ინოვაციების შენელებაც შეუძლია.

დასკვნის სახით, შეიძლება შევაჯამოთ: ეკონომიკაში ნობელის პრემიის 2025 წლის ყველა ლაურეატის წვლილი მდგრადი ზრდის ყოვლისმომცველ სურათს ქმნის. მოკირმა ახსნა, თუ როგორ დაადგა კაცობრიობა მდგრადი ზრდის გზას მეცნიერების, ტექნიკისა და ღია საზოგადოების კავშირის წყალობით. აჟიონმა და ჰოვიტმა კი ახსნეს, თუ როგორ მუშაობს ამ ზრდის „ძრავა“ თანამედროვე ეკონომიკაში – ინოვაციების მუდმივი პროცესისა და მიკროდონეზე „შემოქმედებითი რღვევის“ მეშვეობით.

რატომ არ არის ეკონომიკაში „ნობელის პრემია“ სინამდვილეში ნობელის პრემია?

თავდაპირველად, ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემიები უნდა გაცემულიყო ქიმიის, ფიზიკის, მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის. ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში ნობელის პრემია შვედეთის ბანკის ინიციატივით 1968 წელს დაარსდა. მას ეწოდება „ალფრედ ნობელის ხსოვნის შვედეთის სამეფო ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში“. მას გასცემს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია. მას სხვა ნობელის პრემიებთან ერთად ადმინისტრირებას და მხარდაჭერას უწევს ნობელის ფონდი.

ეკონომიკაში ნობელის პრემია ერთადერთი ნობელის პრემიაა, რომელიც დაარსების დღიდან ყოველწლიურად, უწყვეტად გაიცემა. ბოლო 56 წლის განმავლობაში (1969 წლიდან) ის 96 ადამიანს მიენიჭა.

ნობელის თითოეულ პრემიაზე წლეულს ლაურეატები 11 მილიონ შვედურ კრონს (მიმდინარე კურსით, 1.162.700 აშშ დოლარი ფ.კ.) მიიღებენ. ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ამჟამინდელ გამარჯვებულთა შორის ეს თანხა ასე განაწილდება: ნახევარი ჯოელ მოკირს გადაეცემა, ხოლო დანარჩენს ფილიპ აჟიონი და პიტერ ჰოვიტი გაიყოფენ.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

მთავრობა სოციალურად დაუცველთა “არმიის” განახევრებას აპირებს?!

მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.

ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.