სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს...
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას...
სამსახურის (SARAS) უფროსის, 2026 წლის 5 ივნისის Nნ-5 ბრძანების შესაბამისად, სამოქმედოდ იქნა შემოღებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს სტანდარტები) ლურჯი წიგნის 2026 წლის გამოცემა. ქართულ ენაზე თარგმნილი სტანდარტები სამსახურის ვებგვერდზე განთავსდა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის...
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) საქართველოს მასშტაბით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლის გამართვას გეგმავს.
შეხვედრები ანგარიშგების მიმართულებით დაინტერესებული პირების ინფორმირებას, ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებასა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად...
2026 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N34 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.3 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები...
2026 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები...
მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს სამი ახალი წევრი - გულნარა შამშიევა, ჯილ ებანოიძე და ნათია ჯანელიძე შემოუერთდა. სამივე მათგანს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.