შეხვედრების ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და განმარტეს ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის პროცედურები და ვადები.
2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №286-ში დადგენილებაში ცვლილება, რომლითაც იკრძალება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტი.
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.