მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს...
2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1
პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით...
ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საჯარო სექტორის, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად...
ინვესტორებთან შეხვედრისას ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფლაციის დინამიკასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა...
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს მისო “ჯი-აი-სი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205288829) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა...
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა...
2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის
ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა...
ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.