გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა
ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა
წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული
მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა
ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად
იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH),
საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის
პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...
2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...
პორტალზე არსებული მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქტიული ინსტრუმენტების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, დამოუკიდებლად შეადგინოს სასურველი ანალიტიკური სურათი - გაფილტროს, შეადაროს და ჩამოტვირთოს მისთვის საჭირო მონაცემები პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებისამებრ...
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქსტატსა და UNICEF-ს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ხარისხიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას ბავშვთა კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში...
გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელსა და კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორს, ჰოლგერ ფლორკემეიერსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა...
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ ორივე ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც განიხილეს რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის, ღია ბანკინგის, ციფრული გადახდებისა და ინოვაციების განვითარების საკითხები...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. ასევე სებ-ის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.