ნორმატიული აქტის განახლებული რედაქციით, სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES)...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 და N996 ბრძანებებშიმიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების სააფუძველზე,განცხადებას „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“დაემატა მოსანიშნი ღილაკი „საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი”, რომელიც უნდა მონიშნოს გადამხდელმა იმ შემთხვეაში თუ ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის ნაწარმის ჩამოწერას...
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში
გაცემულია 2 472 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით
მეტი) 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით ნაკლები)...
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო
არარეზიდენტი მოგზაურების1
1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა
წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის
საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა...
შეხვედრის მიზანი იყო ანგარიშვალდებული პირებისთვის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესში მნიშვნელოვანი საკითხების განმარტება, პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება და იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ხელს უწყობს ანგარიშგების დროულად და ხარისხიანად წარდგენას...
2026 წლის 28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
მიმდინარე წლის 20-23 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა აუდიტის დამოუკიდებელ მარეგულირებელთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) ყოველწლიური პლენარული შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა საფრანგეთის აუდიტის საზედამხედველო ორგანო (H2A)...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.