დინამიკურმა პორტფელმა დანარჩენ პორტფელებთან შედარებით უპირატესობა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნა და წლის ბოლოსთვის დაბალანსებულ და კონსერვატიულ პორტფელებთან მიმართებით, შესაბამისად, 188 და 338 საბაზისო პუნქტით მაღალი მომგებიანობა დააფიქსირა...
2026 წლის 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N36 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.1 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
კონსერვატიული პორტფელიდან რეალოკაციის მოთხოვნების დაახლოებით 80% დინამიკურ პორტფელში გადავიდა, რაც მონაწილეთა ჩართულობის ზრდასა და შედარებით უფრო ზრდაზე ორიენტირებული პორტფელის მიმართ ინტერესს ასახავს...
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024
წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია
ოკუპირებული ტერიტორიების გარდა...
შეხვედრა ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ადმინისტრირების პროცესში საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების განხილვას დაეთმო...
აქტივების ზრდა მონაწილეთა მაღალი კონტრიბუციებითა და ძლიერი საინვესტიციო შედეგებით იყო განპირობებული. შედეგად, გაიზარდა ფონდის მნიშვნელობაც ეკონომიკაში: 2025 წლის ბოლოს საპენსიო აქტივებმა მშპ-ის 7.9% შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 6.5% იყო...
საქართველოს საპენსიო ფონდისთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ძლიერი განვითარების წელი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ფონდმა არა მხოლოდ გააძლიერა მმართველობითი და ოპერაციული სტრუქტურა, არამედ მიაღწია ისტორიულ ფინანსურ შედეგებსაც, რაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ზრდასა და მდგრადობას კიდევ უფრო ამყარებს...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.