რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)", შესაბამისად.
2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ დოლარი (388.8 მლნ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.4 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.
2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 4.7 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.2 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.0 პროცენტით, 31.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მომსახურების მთლიანი ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს (5.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტმა 2026 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2026 მეორე კვარტალში 79.8 პროცენტით გაიზარდა, 400.2 მლნ აშშ დოლარი და მშპ-ს 3.8 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2026 წლის მეორე კვარტალში 417.1 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.0 პროცენტი შეადგინა.
2026 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -659.8 მლნ აშშ დოლარი (-1.8 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 15.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 3.7 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.4 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის მეორე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 12.7 პროცენტით გაიზარდა 965.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 364.3 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში...
საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს...
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2500 პროცენტით...
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 700 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2503 პროცენტით...
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...
კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.