HomeუცხოეთიIMF-ის $50-მილიარდიანი გეგმა ომის შედეგების შესამსუბუქებლად

IMF-ის $50-მილიარდიანი გეგმა ომის შედეგების შესამსუბუქებლად

Published on

spot_img

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე მსოფლიოს მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის შესახებ აფრთხილებს. მისი განცხადებით, ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური რყევების დასაბალანსებლად, ფონდი უახლოეს პერიოდში 20-დან 50 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს. გეორგიევას განმარტებით, დახმარების საბოლოო მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რამდენად მოხერხდება რეგიონში სტაბილურობის აღდგენა.

მიმდინარე კონფლიქტმა უკვე გამოიწვია გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, რაც ყველაზე მკაფიოდ ენერგორესურსების ბაზარზე აისახა. Reuters-ის, Bloomberg Energy-ს და Al Jazeera-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, ნავთობის დღიური მიწოდება მსოფლიო ბაზარზე 13%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ 20%-ით იკლო; კრიტიკულ მდგომარეობაშია კატარის „რას ლაფანის“ გიგანტური კომპლექსი, რომელიც ყურის ქვეყნების თხევადი გაზის 93%-ს აწარმოებს. დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო ობიექტი მარტის თვიდან გაჩერებულია, მისი სრული სიმძლავრით ამუშავებას კი სპეციალისტები მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ პროგნოზირებენ. ეს შეფერხება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპისა და აზიის ენერგოუსაფრთხოებას, რაც ფასების შემდგომ ზრდას განაპირობებს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,1%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, ტექნოლოგიური ინვესტიციებისა და ხელსაყრელი ფინანსური გარემოს გამო, ფონდი მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელოდა, თუმცა ომმა პოზიტიური დინამიკა სრულად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ზავის დადება შეძლო, მშვიდობა არ დამყარებულა. ბაზრებზე არასტაბილურობის მორიგი ტალღა ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე განხორციელებულმა იერიშებმა გამოიწვია. სამიზნე ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო, რამაც ინვესტორებში უახლოეს მომავალში მშვიდობის მოლოდინი გააქრო. კონფლიქტის ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით მწვავედ აისახება ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიო სახელმწიფოების 80%-ს შეადგენენ. ენერგორესურსების გაძვირება იწვევს წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას, რაც საბოლოოდ პროდუქტებზე ფასების მატებით სრულდება. IMF-ის პროგნოზით, თუ მიწოდების შეფერხებები არ აღმოიფხვრა, მსოფლიოში კიდევ 45 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება სასურსათო საფრთხის წინაშე. გეორგიევას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი გამოწვევა ახლა არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა სტატიები

არნახული გეოგრაფიისა და შემოსავლების მუნდიალი

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ხშირად ფულის გამოსამუშავებელ მანქანად განიხილება, ის მაინც არ არის ერთიანი ეკონომიკური კომპლექტი. იგი მჭიდროდ დაკავშირებული ორი, მაგრამ განსხვავებული კომპონენტისგან შედგება: FIFA-ს გლობალური შემოსავლების სისტემა და მასპინძელი ქალაქების ლოკალური ეკონომიკები.

„შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“: პუტინი ომში ინიციატივას კარგავს

ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული, რუსეთის ომების ისტორიაში „ზურგი“ – მოსახლეობის, სამრეწველო რესურსების და ინფრასტრუქტურის ხელშეუხებელი სიღრმე – ყოველთვის იყო გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი და სწორედ ეს ისტორიული არგუმენტი დაშალა ან, სულ მცირე, სერიოზულად დააზიანა უკრაინამ დრონებითა და რაკეტებით.

რუსულმა გიგანტებმა აქციების გაუფასურებით $240 მილიარდი იზარალეს

2026 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ბაზარმა დააფიქსირა ზედიზედ 18-კვირიანი უწყვეტი კლება, რამაც რუსული სააქციო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 240 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტით შეამცირა.