შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 დეკემბრის N28828 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა „თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები“, რომელიც ვრცელდება აქციზური მარკების ნიშანდებას დაქვემდებარებულ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის მიმართ, როგორც ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებისას, ასევე საქონლის ხელით ნიშანდების შემთხვევაში...
2025 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს
რეზიდენტი მოგზაურების1
764.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა
წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.7 პროცენტი,
განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ...
2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი
მოგზაურების1
2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის
მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის
მოგზაურების მიერ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გადახდების ბაზრის განვითარების მიმდინარე პროცესები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე Visa-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები...
2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7
პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით...
2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა,
რომელთაგან 70.4 პროცენტი ქალია, ხოლო 29.6 პროცენტი - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.7
პროცენტი თბილისშია, 15.5 პროცენტი - იმერეთში, 10.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 10.2 -
პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.5 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში
24.8 პროცენტია...
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.