20 თებერვალს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილება მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU) გამართულ კონფერენციაში „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“...
2026 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან
შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა
ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება...
2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა...
2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 609.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ.
აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს
(შემცირდა 33.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის
იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია...
2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის
მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც
19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი
ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით
გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები 18 თებერვალს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ...
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორებიდან, ასევე - არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან და საჯარო უწყებებიდან...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.