საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას...
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება...
როგორც სსფ-ის კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს...
ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას, რომელიც გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, 23-25 ივნისის პერიოდში იმყოფება თბილისში...
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2026 წლის მაისის მდგომარეობით აქვეყნებს...
ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველი მსგავსი ჩარჩოა...
ვიზიტის მიზანია საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის მქონე კომპანიების შესაძლებლობების შეფასება და პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგების გაცნობა...
მიმდინარე წლის 17-24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღკვეთეს...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.