ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების თვალში საქართველოს სუვერენული რისკები უფრო დაბალია, ვიდრე 2021 წელს, ქვეყნის მიერ ევრობონდების წინა გამოშვებისას...
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსახლეობის რეგისტრის დანერგვის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებმაც განიხილეს საგზაო რუკის ძირითადი მიმართულებები და მოსახლეობის რეგისტრის ეტაპობრივი დანერგვის შემდგომი ნაბიჯები...
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი კორეის ცენტრალურ ბანკსა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს...
2026 წლის 27 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.