„საქართველო ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან გვჯერა საქართველოს გრძელვადიანი წარმატების. შესაბამისად, ვგეგმავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას“, - აღნიშნა Gojo-ს მმართველმა პარტნიორმა...
საქართველოს ეროვნულის ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 იანვრის N12/04 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში...
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით აქვეყნებს...
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და AntGroup-ის მიერ დაარსებულ 10x1000 Tech for Inclusion საერთაშორისო ფინტექ სასწავლო პლატფორმასთან პარტნიორობით, ექსკლუზიურად შემუშავდა პროფესიული განვითარების პროგრამა - AI Career Builder for Fintech Professionals...
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის თანაავტორობით კორეის ფინანსების ინსტიტუტმა ინსტიტუციური კვლევების სერიის ფარგლებში მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.